ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

სოფელ ძველ აბაშიში, ფონდ ქართუს მხარდაჭერით კონსტანტინე გამსახურდიას სამუზეუმი კომპლექსის მშენებლობა მიმდინაეობს

სოფელ ძველ აბაშიში, ფონდ ქართუს მხარდაჭერით, კონსტანტინე გამსახურდია სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და სამუზეუმო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 მილინი ლარია.

მიმდინარე სამუშაოებს პირველი პრეზიდენტის შვილები გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიები, ,,ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელიასთან და აბბაშის მერთან ერთად  გაეცნენ.

“დღეს ალეკოსთან ერთად, მე და კოკომ ბაბუაჩვენის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულეთ. დიდი პროექტია, რომელიც, სრულად, ფონდი ,,ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბ.ივანიშვილის აშკარად გააჩნია,” წერს სოციალურ ქსელ Twitter”-ში გიორგი გამსახურდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას და დღეგრძელობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.როგორც საქართველოს პრეზიდენტი წერს, დაბადების დღეს ულოცავს ქვეყნის გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს.„ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ტატა ხვედელიანი – ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერის სტატუსი სარფიანად მოირგო, პარლამენტში კი ამ იმიჯის ჩამოსარეცხად მოვიდა

ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია საქართველოში პრობლემაა, თუმცა მათი პოლიტიკა არაეფექტურია.„ირაკლი კობახიძის პარლამენტში მოსვლის მიზანი პიარია. მან ძალიან სარფიანად მოირგო „იგლ ჰილსის“ გაყიდვების მენეჯერის სტატუსი. შესაბამისად, პარლამენტში ამ იმიჯის ჩამოსარეცხად იმყოფება. „ოცნებამ“ დაინახა, რომ მიგრაცია პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი რეაგირებენ. რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკა არაეფექტურია. რატომ გარბის საქართველოდან ამდენი ქართველი და რა მოცემულობა შექმნა ამისთვის „ოცნებამ“? შრომით ბაზარზე ქართველების ადგილს უცხოელები იკავებენ და ქართველ ადამიანს საშუალება არ აქვს, რომ პროფესიულად რეალიზდეს. ჩვენთვის ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ გაყიდვების სარფიანი მენეჯერია, რომელსაც ეს იმიჯი მოუხდა კიდეც, თუმცა ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვერცხის ფასთან დამარცხებულია“, – აღნიშნა ხვედელიანმა.

პრემიერი: საქართველო ტურისტული ქვეყანაა და რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განათლების სისტემა არის გახსნილი უცხოელებისთვის და არის შრომითი მიგრაცია, ასევე არის არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული...

მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გასაკვირი არაა, რომ პარლამენტის წევრებსაც გაქვთ განსაკუთრებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.მთავრობის მეთაურმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა - საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს - საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოში 30 ათასი უკრაინელი იმყოფება, აქედან 6 290-ს აქვს ბინადრობის უფლება, დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება.როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, 30 ათასი უკრაინელიდან 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის უფლება, ხოლო დანარჩენს საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული.„6 290 უკრაინელია საქართველოში, თუმცა დამატებით, ბინადრობის ნებართვის გარეშე, ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, უკრაინელების რაოდენობა საქართველოში არის 30 ათასამდე, საიდანაც 6 290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

სოფელ კარალეთში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოვლინდასურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები.#სურსათისუვნებლობა

ბოლო სიახლეები