პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026

რას გვირჩევენ მედიკოსები ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად

ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა

და საკმაოდ კალორიულ საკვებსაც რეგულარულად მიირთმევს, წონაში არასოდეს იმატებს, მაშინ როცა, ამა თუ იმ დიეტის მკაცრად მიმდევარნი, ვერაფრით იკლებენ ჭარბ კილოგრამებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ზოგს მეტად აჩქარებული და გაძლიერებული აქვს მეტაბოლიზმი, იმისათვის, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, აუცილებელად უნდა გააქტიუროს, დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესები ორგანიზმში. ამისათვის მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:
1) საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ მეტი ცილა – ცილები განსაკუთრებით აჩქარებს მეტაბოლიზმს, სულ მცირე 15-30 %-ით. გარდა ამისა, ცილები გვიცავს გადაძღომისაგან, რადგან საუკეთესოდ უზრუნველყოფს

დანაყრების შეგრძნებას;

2) სვით სათანადო რაოდენობის წყალი – წყლის დეფიციტი მეტაბოლიზმის შენელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც დღის განმავლობაში მკაცრად უნდა აკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა;
3) ინტენსიურად დაიტვირთეთ ფიზიკური აქტივობით – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ბევრი ენერგია იხარჯება, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნა კალორიათა დასაწვავად. ეს განსაკუთრებულად აჩქარებს მეტაბოლიზს;
4) რეგულარულად სვით მწვანე ჩაი – British Journal of Nutrition- ში განთავსებული ერთ-ერთი ავტორიტეტული შრომის შედეგები ადასტურებს იმას, რომ მწვანე ჩაი 4-5 %-ით აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლისმს; რაც მთავარია, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა შედეგის მისაღწევად, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო კინოს ლეგენდა, პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა

მსოფლიო კინო კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება — 86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან იცნობს, სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ოჯახის განცხადებით, სტიუარტი მეუღლის, სანის გვერდით, ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.მსახიობობა პატრიკ სტიუარტმა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მან აღიარება თეატრალურ სცენაზე მოიპოვა. 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრი იყო და არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში მონაწილეობდა.მსოფლიო პოპულარობა მას საკულტო სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, სადაც კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარის როლი შეასრულა. მილიონობით მაყურებლისთვის ასევე დაუვიწყარია მისი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის, სახე „იქს-ადამიანების“ კინოფრენჩაიზიდან.2010 წელს, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ პატრიკ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ მას ოფიციალურად სერ პატრიკ სტიუარტად მოიხსენიებდნენ.

საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული

საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორიც 24 ოქტომბერს გამართული აქციების დროს იყო.ნუნიესის განცხადებით, სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იქნებიან სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, ასევე ოპერაციაში ჩაერთვება ყველა ხელმისაწვდომი დრონი და ვერტმფრენი. ქვეყნის მასშტაბით განალაგებენ 26 ჯავშანმანქანა „სენტორს“, მათ შორის რამდენიმეს პარიზში. სამართალდამცველების განკარგულებაში იქნება ასევე წყლის ჭავლის მანქანები.ამასთან, საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ აშშ-ის საელჩომ ქვეყანაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შემთხვევაშიც, თუ დიდი თავშეყრის ადგილებთან მოულოდნელად აღმოჩნდებიან.გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ წინა საპროტესტო აქციების დროს ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებებს, მაღაზიების ძარცვის შემთხვევებსა და პოლიციაზე თავდასხმებს. საელჩოს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ საფრანგეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე შესაძლოა, კვლავ მოქმედებდეს კომენდანტის საათი.

20 წლის წინ მოპარული წმინდანის ტილო, რომელსაც იერსახე შეუცვალეს, პოლიციამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იპოვა – უცნაური გამოძიების დეტალები

ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის ქურ­დო­ბა გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძვი­ან. იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პროგ­რა­მა, რო­მელ­მაც 20 წლის წინ მო­პა­რუ­ლი და ოს­ტა­ტუ­რად გა­და­კე­თე­ბუ­ლი წმინ­და აგ­ნე­სას ნა­ხა­ტის მიგ­ნე­ბა შეძ­ლო.2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, იტა­ლი­ის ქა­ლაქ პარ­მა­ში გა­მარ­თულ ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ყო­ველ­წლი­ურ ბაზ­რო­ბა­ზე, პო­ლი­ცი­ის ოფიც­რე­ბი დახ­ლებს შო­რის და­სე­ირ­ნობ­დნენ და ექ­სპო­ნა­ტებს ფო­ტო­ებს უღებ­დნენ. ფო­ტო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ შიდა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში იტ­ვირ­თე­ბო­და.სულ რა­ღაც ორ სა­ათ­ში სის­ტე­მამ გან­გა­შის სიგ­ნა­ლი გა­მოს­ცა: ერთ-ერთ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა, ღია ფე­რის კა­ნის მქო­ნე ქალი წი­თელ და აკ­ვა­მა­რი­ნის­ფერ სა­მოს­ში, რო­მელ­საც ხელ­ში ნა­ხევ­რად გაშ­ლი­ლი პერ­გა­მენ­ტის გრაგ­ნი­ლი ეჭი­რა. იტა­ლი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფის ლე­ი­ტე­ნანტ-პოლ­კოვ­ნიკ სალ­ვა­ტო­რე რა­ფი­კა­ვო­ლის თქმით, ექ­სპერ­ტებ­მა ნა­ხა­ტი იმა­ვე დღეს ამო­ი­ღეს შე­მოწ­მე­ბის­თვის.

კრიპტობირჟა Binance-მა უსაფრთხოების სისტემაში 6.3 მილიარდი დოლარის ზარალის გამომწვევი დარღვევის შემდეგ აქტივები გაყინა

მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა დარღვევამ, სავარაუდო შეფასებით, 6.3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.Binance-ის განცხადებით, კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული აქტივების გაყინვაზე იმუშავა და ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო. დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მდგომარეობის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, Binance-ის თანადამფუძნებელმა ი ჰემ განაცხადა, რომ კომპანია „ჰაკერული თავდასხმის შედეგად მიყენებულ ყველა ზარალს აანაზღაურებს“.Binance-ის განცხადებით, პირველადი გამოძიების თანახმად, უსაფრთხოების დარღვევა, შესაძლოა, კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხვით დაწყებულიყო; ამან თავდამსხმელს საშუალება მისცა, წვდომა მოეპოვებინა ერთ-ერთ სისტემაზე და განეხორციელებინა თანხების უნებართვოდ გატანა.ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა იყოს და ინვესტორებს ციფრული აქტივების ფლობასთან დაკავშირებული რისკების გადახედვისკენ უბიძგოს

„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში…“ – თორნიკე კვარაცხელიას პირველი კომენტარი ძმაზე

ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი, თორნიკე კვარაცხელია ძმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.„ახლა ხვიჩას რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში, უმძიმესი ტრავმა მიიღო. მეც, როგორც ყველა ქართველი, მის გვერდით ვარ და სულ მის გვერდით ვიქნები“, - თქვა თორნიკემ "90 წუთთან".ცნობისთვის, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, კოპენჰაგენის წინააღმდეგ, თორნიკე კვარაცხელიამ დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი ტრავმირებული ძმის, ხვიჩას სტილში აღნიშნა.

ბოლო სიახლეები