ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ძიუდოს ეროვნული ფედერაციის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ხახალეიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადაზე გახდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო...

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.მისი შეფასებით, შეხვედრა საქმიანი და გულთბილი იყო.„საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. მთლიანობაში შეხვედრა იყო საქმიანი, გულთბილი და იმედის მომტანი, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ ურთიერთობები სხვა ეტაპზე გადავიდა. საპატრიარქოს მხრიდან გაცხადდა, რომ საპატრიარქო მზად არის, ჰქონდეს კავშირი და უშუალო ურთიერთობა მხარესთან, რომელსაც აინტერესებს საქართველოში ეკლესიის ცხოვრება”, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს – კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დავითგარეჯის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - შიო მესამე პარაკლისს დღის მეორე ნახევარში აღავლენს.მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

ინტერპელაციის ფორმაში მითითებულ კითხვებშიც ჩანს მათი არაკომპეტენტურობა, ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით – მარიამ ლაშხი პარტია “საქართველოსთვის” მიერ განათლების მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე

პარლამენტი ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "საქართველოსთვის" მოთხოვნით წარდგება. მათი კითხვები განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მარიამ ლაშხის განცხადებით, ინტერპელაციის კითხვებში მათი ოპონენტების არაკომპეტენტურობა ჩანს."დეტალურად, კვლევაზე დაფუძნებით, გაკეთდა არსებული რეფორმა, თუმცა ვხედავთ, რომ, მათ შორის, ინტერპელაციის კითხვებში ჩანს არაკომპეტენტურობა. ცოდნა არ აქვთ მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს, რომ შევაფასოთ, ეს როგორც მიზანმიმართული თავდასხმა იმ ისტორიულ რეფორმაზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალს ეხება", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა,...

ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა, ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, ამის მიზეზია მათი წარსული.„ეს ინფორმაცია არსებობდა. ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი. ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი. ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც, მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ. ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები. შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ვაშაძე – გუშინდელ აქციაზე იყო იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე მოველოდი, აცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა

ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან“.„ისევ და ისევ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გუშინდელ დღეს. ყოველი დღე უნდა იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გუშინდელი დღე შედგა. პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ვინც მოვიდა დიდ შეკრებაზე. მადლობა ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეთ. ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. ეს იყო საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი ფაზის შემაჯამებელი შეკრება. მინდა, ღიად ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, ახლა ვიწყებთ საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზას, რომლის ძირითადი სახელწოდება არის „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს გზავნილი მოდის ხალხისგან, სწორედ იმ ადამიანებისგან, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით და ვაკვირდებოდით, ძირითადად რა განწყობა მოდიოდა ადამიანებისგან, რა შინაგანი გულისთქმა ჰქონდა ამ ხალხს. ვფიქრობ, სწორი გზავნილია იმ კამპანიის, რომელსაც გავააქტიურებთ ალბათ რამდენიმე დღეში, მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება. მეორე ფაზის მთავარი საკითხი არის მეტი და მეტი, ღრმა და ღრმა, პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, შეგვიძლია პირდაპირი ურთიერთობა ხალხთან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვტკივა მათი პრობლემები, ძალიან კარგად გვესმის, რაც მათ აწუხებთ, იქნება ეს ფასები, ჯარიმები, ბავშვების წამალი თუ მძიმე ფონი, რომელიც არის მიგრაციის, დემოგრაფიის, გახლეჩილი ოჯახების კუთხით. მეორე ნაწილში, გარდა პირდაპირი კომუნიკაციისა, აუცილებლად გვექნება ბევრი თემატიკა, რომელშიც ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჩვენ ვართ ის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია, თავის თავზე აიღოს არა მხოლოდ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, არამედ პასუხი გასცეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხალხს ასე ძალიან აწუხებს. შევეცდებით, ყველასთან მივიდეთ. ნახეთ, რომ არ გავჩერებულვართ ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში. პირველი ეტაპი იყო დედაქალაქი. ჩვენ ვთქვით, რომ 26 მაისს დედაქალაქი გამოსულიყო, შემდეგი იქნება მთელი საქართველო. ვაჩვენეთ, რომ არათუ არ გვერიდება, პირიქით, ძალიან თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენსა და საზოგადოებას შორის. ამან გამოიწვია გუშინ პოზიტიური კულმინაცია. ჩვენ გვსურს ხალხის გამთლიანება, „ოცნების“ – გათითოკაცება. მათი დღევანდელი განცხადებებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ არ სურთ ხალხთან საუბარი. „ქართული ოცნების“ არცერთ მხარდამჭერს არასდროს მოვიხსენიებ ისე, როგორც ისინი მოიხსენიებენ ჩვენს მხარდამჭერებს. ჩემთვის ყველა არის საქართველოს მოქალაქე, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ვიწყებთ ახალ ფაზას, მადლობა და მე კმაყოფილი ვარ. პირდაპირ გეტყვით, რომ გუშინდელი დღე ჩემთვისაც იყო ტესტი, ვაგრძელებთ ბრძოლას თუ სხვა რამ უნდა მოვიმოქმედოთ. გუშინ ქართველი ხალხისგან ერთი მთავარი გზავნილი მივიღე – ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არავის არაფრის ეშინია, არავინ უკან დახევას არ აპირებს. არა მხოლოდ ჯარიმებს ჩამოვწერთ და ყველა უსამართლობას დავასრულებთ, არამედ პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა პრობლემას მივხედავთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დაშინების, წნეხის მიუხედავად, ამდენი ადამიანი გამოვიდა. რაც შეეხება რაოდენობას, ძალიან მკაფიო პასუხს მოგცემთ, იყო იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. ამისთვის დიდი მადლობა. ასცდა რამდენიმე ათეულ ათასს, მორჩა და დამთავრდა. ამაზე მეტი იქნება შემდეგზე, მეორე ფაზის დასასრულზე – კიდევ მეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბოლო სიახლეები