ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვეტერანთა შორის მეშვიდეთ დაეუფლა

აბას არაღჩი აშშ-ს – დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მეომრები
ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი გააკეთეს. ახლა თეთრი სახლის ჯერია, საკუთარი არჩევანი გააკეთოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.ის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები ყველა ფრონტზე შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრი ზომებით ემუქრება.“ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაში რჩება: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, და შედეგსაც იხილავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მზადყოფნაში მყოფი, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები”, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
“1933 წელს მან სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა – ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია” – ვინ იყო ქუთაისელი კაცი, რომელმაც უნიკალურ ნაკვალევს მიაკვლია
დღეს სათაფლიაში მისული ბავშვი დინოზავრის ნაკვალევთან ჩერდება და გაოცებული უყურებს. შესაძლოა, ჯერ არც იცოდეს, ვინ აღმოაჩინა იგი. ამიტომ პეტრე ჭაბუკიანის სახელის გახსენება ჩვენი ვალია. იმ გაოცებას, იმ ცოდნასა და იმ სიხარულს, რომელსაც ეს ადგილი გვანიჭებს, მისი შრომის დიდი წილი ახლავს.- კიდევ ერთი კარგი ქუთაისელი მინდა გაგახსენოთ - მხარეთმცოდნე პეტრე ჭაბუკიანი. კაცი, რომელმაც ჩვენი მიწის წარსულს მთელი ცხოვრება შეალია და საქართველოს ისეთი მემკვიდრეობა დაუტოვა, რომლის სანახავადაც დღეს სათაფლიას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მისი სახელი ამ ადგილს სამუდამოდ დაუკავშირდა.სათაფლიის მღვიმე, დინოზავრების ნაკვალევი, ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვისთვის გაწეული შრომა, ამ ყველაფრის უკან იდგა ადამიანი, რომელსაც ძიების სურვილი და საკუთარი მხარის სიყვარული გზაზე ისევ და ისევ აბრუნებდა.
1933 წელს პეტრე ჭაბუკიანმა სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა.
ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია: ჩვენს ნაცნობ მიწაზე მილიონობით წლის წინანდელი სიცოცხლის კვალი აღმოჩნდა. უძველეს ზედაპირზე შემორჩენილმა ანაბეჭდებმა შორეული სამყარო ხელშესახები გახადა. ის, რაც მანამდე მხოლოდ წარმოსადგენი იყო, ახლა თვალწინ იდო, ნაკვალევად, რომელსაც დრო ვერ მოერია. ამ კვალის დანახვასა და ამოცნობას ცოდნა, დაკვირვება და შეუპოვრობა სჭირდებოდა.პეტრე ჭაბუკიანს ეს თვისებები ჰქონდა. მისი აღმოჩენები წლების ძიებასა და შრომას ეყრდნობოდა.1924 წელს თეთრამიწაზე ქვის ხანის ნამოსახლარს მიაკვლია. იქ აღმოჩენილი იარაღები ქუთაისისა და მისი შემოგარენის უძველესი ადამიანების ცხოვრებაზე გვიამბობდა, მათ შრომაზე, ყოფაზე, ამ მიწასთან კავშირზე. 1925 წელს სათაფლიის მღვიმე აღმოაჩინა, ბუნების მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი მიწისქვეშა სამყარო, რომელიც შემდეგ მისი ზრუნვისა და საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა.თეთრამიწა, სათაფლიის მღვიმე, დინოზავრების ნაკვალევი, სამი აღმოჩენა, რომლებმაც ჩვენი მხარის წარსულის შესწავლას ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.პეტრე ჭაბუკიანი ნაპოვნს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. მღვიმის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა, დამთვალიერებლებს მასპინძლობდა, ძეგლის მნიშვნელობას აცნობდა. მისთვის აღმოჩენის სიხარულს ყოველდღიური მოვლა და დაცვა მოსდევდა. ასეთივე გულისყურით უყურებდა ქუთაისის ისტორიულ მემკვიდრეობას. იკვლევდა ძველ ნაგებობებს, აგროვებდა წარსულის შემორჩენილ ნიშნებს.ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოძიებული ჩუქურთმიანი ფრაგმენტებით მისი აღდგენის საქმეს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ქალაქის სიყვარული სწორედ ასეთ შრომაშიც ცხოვრობს, ნაპოვნი ქვის გაფრთხილებაში, ძველი ძეგლის მოვლაში, მოსწავლისთვის გაზიარებულ ცოდნაში, მომავლისთვის შენარჩუნებულ ისტორიაში.დღეს სათაფლიაში მისული ბავშვი დინოზავრის ნაკვალევთან ჩერდება და გაოცებული უყურებს. შესაძლოა, ჯერ არც იცოდეს, ვინ აღმოაჩინა იგი. ამიტომ პეტრე ჭაბუკიანის სახელის გახსენება ჩვენი ვალია. იმ გაოცებას, იმ ცოდნასა და იმ სიხარულს, რომელსაც ეს ადგილი გვჩუქნის, მისი შრომის დიდი წილი ახლავს.
სოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ არ იყოს მიმართული.სუბარის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ჩეხეთში, მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.„ჩვენთვის ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩეხეთის ინტერესებისთვის არ იყოს საინტერესო და პირიქით, ჩეხეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს. საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.სუბარის განმარტებით, ჩეხეთს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, რადგან ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, ვაჭრობაც საკმაოდ ინტენსიურია. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში ჩვენი ექსპორტი ძალიან მოიკოჭლებს, დაახლოებით 12-ჯერ მეტია ჩეხური იმპორტი საქართველოში, ვიდრე ჩვენი ექსპორტი. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩეხეთი ავტომობილებს აწარმოებს, ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი პუნქტია ევროკავშირში. ჩვენც ისეთი რაღაცები გვაქვს, რაც შესათავაზებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მრეწველობა-ვაჭრობისა და თავდაცვის მინისტრებთანაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.
ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავს ეკუთვნის.ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა.შთამბეჭდავია პარიზული კლუბის სხვა რეკორდებიც. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს.ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11.გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა:ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩილიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩილიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩილიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.
