პარასკევი, სექტემბერი 11, 2026

ნიკა მელია Facebook-მომხმარებელს: ვერავინ გაგამტყუნებთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს გახდებით

„ნაცების“ ამომრჩევლები არასდროს გავხდებით, ნახევარი კლასი დამიჭირეთ, დამიინვალიდეთ. პირდაპირ დავწერ. არ გვჯერა, გვეშინია თქვენი რევანშისტული გამოსვლების. არ იშლით, – წერს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მანანა სულაბერიძე.

„მესმის, ვერავინ გაგამტყუნებთ“, – პასუხობს „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მანანა სულაბერიძეს.

„ბიძინას ტაშისმკვრელები ,უბრალოდ მას და ოცნებასაც ვეღარ ვიტანთ,თორემ ნაცების ამომრჩევლები არასდროს გავხდებით“, – წერს სულაბერიძე, რაზეც ნიკა მელია პასუხობს – „მესმის, ვერავინ გაგამტყუნებთ.

„ვინ უნდა გამამტყუნოს, ნახევარი კლასი დამიჭირეთ, დამიინვალიდეთ. პირდაპირ დავწერ. არ გვჯერა, გვეშინია თქვენი რევანშისტული გამოსვლების. არ იშლით. მხოლოდ კოალიციური პარლამენტი და მთავრობა.ბატონ ანზორს ჩემი პატივისცემა“, – პასუხობს ნიკა მელიას მანანა სულაბერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისში კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს.„ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა თბილისში, აღმაშენებლის #36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთული“ (ს/კ 404727246); ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში; გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც შპს „ბეთული“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ-ის საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი 65), შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N7ა), შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 112), შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ქ. თბილისი, ახმეტის ქუჩა 14) და ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს-ის ობიექტს (ქ. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16), შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 47/49), შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ს/კ 405554684; ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N6), შპს „როიალ ქითჩენ ისანს” (ს/კ 405794868; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N76, შპს “ელაკკას” (ს/კ 406499294; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N19ა), შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 19ა) და შპს “რესტორან სეულს” (ს/კ 405185428, ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N7).განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ (თბილისი, პეკინის 31ბ) და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716; ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. 3) 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ.მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ მაჭარაშვილი – მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო

რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს.მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ამის მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და მერე გაგაწევრიანებთო.ახლა რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი – გადაწყვეტს რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო. მათ შორის აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ბოლო თვეებია, ნელ-ნელა ნაბიჯები იდგმება პარტნიორობის აღდგენისკენ. გვეუბნება რომ იმ მოძრაობას დაუპირისპირდი, რომელიც არის დაფუძნებული დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ – ესაა ზუსტად ის გზავნილი, რომ რეალურად თუ გინდა შემოდი, როგორც მონა თუ არადა მაშინ არ შემოგიშვებ.რეალურად ჩვენ რასაც ვამბობდით „ხალხის ძალა“ წლების წინ, რეალურად იგივე თქვა ახლა მარტა კოსმა, უბრალოდ ამას ამბობდნენ კულისებში და ახლა უკვე ამბობენ საჯაროდ. მარტო ისლანდიის მაგალითი რად ღირს, როდესაც ამ სახელმწიფომ და იქ შემავალმა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაერთიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ.

მზია ამაღლობელი – მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.ასევე, ამაღლობელი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომ ისიც დაელოდოს ევროსასამართლოს მის მიერ მიღებულ „რეპრესიულ” კანონმდებლობაზე მართლმსაჯულებას.„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, - წერს ამაღლობელი წერილში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და დასძინა: "რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! - ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია".

პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე – ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმების საკითხი არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა – ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა და...

ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.მისი განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს მიცემულ ჩვენებაში შეეცდება ყველა პირისგან და ბრალად წარდგენილი ქმედებებისგან დისტანცირდეს.„საქმეში გამოკვეთილი სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის, საქმეში ფიგურანტი პირების, ურთიერთობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კითხვები არის.ერთი ეპიზოდის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ჯგუფის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადახვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, ისინი იღებდნენ თანხებს, ქრთამს ე.წ. ატკატების სახით და ამავე დანაშაულებრივი ქმედების მფარველობისათვის ქრთამის ნაწილი უშუალოდ კახაბერ გვანცელაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა. ასევე, ბრალად გვაქვს წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა, სადაც დადგენილია რომ მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში, ამ "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებული ყველა პირი დაკითხულია, ვისაც რამე ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდა. გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ვედავებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.ანდრია ლილუაშვილი უკვე დაკითხულია, გრიგოლ ლილუაშვილი მაქსიმალურად ეცდება დისტანცირდეს მისგან, როგორც მასთან საქმიან შემხებლობაში მყოფი. თუმცა, ამას პირდაპირ გამორიცხავს მათ შორის არსებული მიმოწერა. ასევე, დარწმუნებული ვარ, ეცდება ყველასგან დისტანცირდეს, ყველა იმ პირისგან, ვინც საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები, მათ ანდრია ლილუაშვილთან ჰქონდათ კავშირი. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ფაქტობრივ მოცემულობას უარყოფს. ასევე, ვფიქრობ, ის დიდ დროს დაუთმობს იმაზე საუბარს, რომ რა მითითება და ბრძანებაც არ უნდა გაეცა დაცვის იმ წევრებისათვის, რომლებიც მან სამსახურიდან წასვლის შემდეგ პირად დაცვაში წაიყვანა, დაცვის წევრები მას არ დაემორჩილებოდნენ და წესების შესაბამისად იმოქმედებდნენ.ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ხუციშვილი – საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.ინფომაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები