ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026

მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა — ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვისა და პრესსპიკერ მარია ზახაროვას შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს. შესაბამის პოსტს იგი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოდესმე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც, 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება:„საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მშვიდად განისვენე კაპიტანო“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

გია ვოლსკი – სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო, პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცნენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიების აკრძალვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პარტია კანონის მიხედვით დაკისრებულ თავის როლს როცა აღარ ასრულებს, ეს გადაწყვეტილება მისაღებია.„პარტიულობის აღარაფერი ეტყობათ, ეს პარტიები რევოლუციურ ორგანიზაციებად, შულავერის კომიტეტად გადაიქცა. ქვეყნის არსებობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. ადამიანთა ჯგუფი ქვეყნის არსებობას როცა ემუქრება, რას დაირქმევს — პოლიტიკურ პარტიას, თუ ნებისმიერ სხვა სახელს, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. წარმოდგენილი პრეტენზიები არანაირ შესაძლებლობას არ ტოვებს იმისთვის, რომ პარტიად იწოდებოდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საბოტაჟს ინტენსიურად ახორციელებს. ეს არაერთხელ გახდა დაპირისპირების, მათ შორის მძიმე ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. მათი მცდელობები არ გაჩერებულა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწევიან. ამ ყველაფერმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღო მწვავე ხასიათი, თუმცა ეს მცდელობები არც იმის წინ გაჩერებულა. სარჩელი მომზადდა, რადგან დესტრუქციულმა საქმიანობამ და ექსტრემიზმმა სისტემური ხასიათი მიიღო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმაზე – თავში მიტრიალებს, რატომ მაინც და მაინც მე? მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო – უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე...

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას ეხმაურება.ხვიჩა კვარაცხელია წერს: „უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია“.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ, პირობას ვდე,ბ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.შეგახსენებთ, „პსჟ“- მა თავის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.

ირაკლი კობახიძე – ე.წ. სახელმწიფოები, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირი ფორმით ვერ იქნება აღიარებული, ამ პოზიციას გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი

ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ. სახელმწიფოებს, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად მათთან ვერავითარი ხელშეკრულება ვერ დაიდება და ბუნებრივია, ეს იქნება ის პოზიცია, რომელსაც გამოხატავს სპეციალური წარმომადგენელი, ძალიან მარტივად არის საქმე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას შეეხებოდა.კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი.1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

ბოლო სიახლეები