ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

მელანია ტრამპი საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს ავრცელებს.

„ამერიკის სული“ კაშკაშებს თეთრ სახლში! მოხარული ვარ, გაგიზიაროთ პატრიოტიზმის ეს ლამაზი გამოფენა და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ, საშობაო სეზონის სილამაზეს ეზიაროთ“, – წერს მელანია ტრამპი.

ტრამპების ოჯახი თეთრ სახლში შობას უკვე მესამედ აღნიშნავს. მიმდინარე წელს თეთრი სახლის საშობაო დეკორაციებში ამერიკის დროშის შესაბამისი ორნამენტები ჭარბობს. როგორც მელანია ტრამპმა მანამდე აღნიშნა, თეთრი სახლის გაფორმებაში მას უამრავი მოხალისე ეხმარებოდა.

დეკემბერში თეთრი სახლი ათობით საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ, თბილისიდან – ბათუმში და ბათუმიდან ჩვენს დედაქალაქში ოთხ საათში ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს რკინიგზისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, რადგან სამგზავრო მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ მგზავრობის დროის შემცირება იყო.„როდესაც წარვადგინეთ, ერთი მხრივ, საქართველოს რკინიგზის შედეგები და, მეორე მხრივ, ის გეგმები, რომლებიც დაისახა მიმდინარე წელს, ისევე როგორც მომდევნო ორ წელზე, ერთ-ერთი მთავარი დაპირება და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მიზანი სამგზავრო მიმართულებით გახლდათ თბილისი-ბათუმის მარშრუტის ხუთსაათ-ნახევრიდან ოთხ საათამდე შემცირება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს იყო საკმაოდ კომპლექსური საოპერაციო გადაწყვეტა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესების ხელშეწყობის თვალსაზრისით.მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზას მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის. მინისტრის შეფასებით, სამგზავრო დროის შემცირება განსაკუთრებით პოზიტიურად ტურიზმის სექტორზე აისახება.„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რკინიგზას გაწეული ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ეფექტური მუშაობისთვის. ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმს, საერთაშორისო ტურიზმს, ასევე, ზოგადად, შიდა მობილობის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემოსავლების სამსახურში აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ

შემოსავლების სამსახურში აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“ და „ამ შემთხვევას არკვევენ“.ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანულმა გამოცემა Report-მა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დიპლომატური ნოტა გაიგზავნა.

აზერბაიჯანული მედია – ბაქომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაგზავნა – აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას...

აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გასვლას ვერ ახერხებენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატური ნოტა გაიგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა აყოვნებენ, რაზეც ოფიციალური ახსნა-განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.როგორც გამოცემა წერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განმარტების მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.აზერბაიჯანელი მძღოლების განცხადებით, დიდი ხნით მოცდა ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე, თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში უწევთ.შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ ინციდენტი კონტროლის ქვეშ არის და საელჩომ საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.ასევე, აზერბაიჯანის საელჩოს ცნობით, ვითარებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად იკვლევენ.

გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

წუხელ დაიჭირეს ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი! საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის - გიგა ავალიანის მკვლელებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის საქმეზე კიდევ ორი პირის დაკავებას.ეკა კუპატაძე სამართლიანობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.“საქართველოვ, მადლობა ამ გიჟურ ომში თანაბრძოლისთვის!თეთრად გავათენე, “ფეისბუქში” ვერ შევედი, თუმცაღა გავიგე, რომ „ნიაკოს“ დამცველები გასჩენია.ლეკიშვილის მიზანი მიღწეულია — თქვენ მის ანკესს ნამდვილად წამოეგეთ.ვინც ვერ ერკვევით, განგიმარტავთ:სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით: „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მას ბრალდება უნდა წარედგინოს“, ბრალდებულის დაკავებას კი, რომელიც მოსამართლის განჩინებით ხდება, „დედის“ ტანტრუმი ვერ უშველის.ჩემთვის ნია იმნაძე „არაშრულჭლოვანი“ კი არა, მკვლელია.დიახ, მე ვარ სუბიექტური, მაგრამ 10 თვეა ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და ობიექტურად შევაფასო მოვლენები.იმნაძე-ნავროზაშვილები არიან მანიპულატორები.სწორედ ასეთი მანიპულაციებით მოაკვლევინეს სისხლისმსმელ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ჩემი სპეტაკი შვილი.რაც შეეხება დაკავების ამსახველ კადრებს, მე ვფიქრობ, მთელმა საქართველომ ერთი და იგივე კადრები ნახა.მე ვნახე ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჩანდა თამუნა ნავროზაშვილის ისტერიკების ფონზე წყნარად მდგარი პოლიცია და შილაკწასმულ თითებში მშვიდად თავჩარგული „ნიაკო“, რომელსაც ადვოკატი დროდადრო თავზე უსვამდა ხელს.სხვა კადრები თუ არსებობს, ჩამიგდეთ. ძალას მოვიკრებ და ამ ვიდეოს ანალიზს დავდებ მათთვის, ვისაც იქ მხოლოდ ნავროზაშვილის ჩხავილი ესმის და ანალიზი არ შეუძლია.ისე, ჩემთვის ნავროზაშვილის ჩხავილზე მძიმე მოსასმენი 2 დღის წინ, შუაღამით, გიგას საფლავზე ნიკას ზლუქუნი იყო: „გიგა მენატრება, დეეე, მინდა შევეხო, ამოვთხაროთ, რა“. ვისაც გგონიათ, რომ არასწორს ვამბობ და ამ წინადადებით უბრალოდ ფსიქოლოგიურად ვძალადობ თქვენზე, კამერის ჩანაწერს ჩაგიგდებთ პირადში და მოისმინეთ.გიგა ავალიანის სამართალი დადგება სრულყოფილად!ვფიცავ გიგა ავალიანის სიცოცხლეს!”, - წერს ეკა კუპატაძე

ბოლო სიახლეები