სამშაბათი, ივნისი 9, 2026

მედია: რუსეთში დათვმა მოკლა ცირკის თანამშრომელი, რომელიც პირბადის გამო ვერ იცნო

რუსეთში დათვმა მოკლა ცირკის თანამშრომელი, რომელსაც გალიაში შესვლამდე პირბადის მოხსნა დაავიწყდა.
 
კარგად გაწვრთნილმა დათვმა 28 წლის ვალენტინ ბულიჩი სავარაუდოდ ვერ იცნო და თავს დაესხა, – ამის შესახებ ინფორმაციას LadBible-ი, მოსკოვის სახელმწიფო ცირკის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
სასტიკი თავდასხმის შედეგად, დათვმა სახელად იაშამ კაცს სკალპი ახადა.
 
ცირკის თანამშრომლებმა გალიიდან დასახიჩრებული კაცი გამოიყვანეს, თუმცა დათვის მიერ მიყენებული დაზიანებების შემდეგ, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 
როგორც განცხადებაში რუსულ წყაროზე დაყრდნობითაა ნათქვამი, ვალენტინი გალიაში, ჩვეულებრივ დასალაგებლად შევიდა და კარები ჩაკეტა, რომ დათვს გაქცევა არ შეძლებოდა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის გროსმეისტერია, უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება, გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისში, მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა

ქუთაისში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.„საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა", - განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რომელი ცოდვა არ მიეტევება ადამიანს – ბერის განმარტება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) განმარტება მიუტევებელი ცოდვის შესახებ.ბერის განმარტებით, სულიწმინდის გმობა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი, რომელსაც ღვთის განსაკუთრებული მადლით ღრმად აქვს გაცნობიერებული და გამოცდილი ღვთის არსებობა, შეგნებულად და ნებაყოფლობით უარყოფს მას. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს უკვე აქვს მიღებული ღვთის შემეცნების განსაკუთრებული გამოცდილება, თუმცა ამის მიუხედავად, თავად ირჩევს ღმერთისგან განდგომას.კითხვა: ვიცი, რომ ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება სულიწმინდის გმობის ცოდვის გარდა. ეს რას გულისხმობს? ზუსტად არ ვიცი და მართლა მიეტევება ყველა ცოდვა?პასუხი: სულიწმინდის გმობის ცოდვაა, როცა უფლისგან მადლმონიჭებული ადამიანი შეგნებულად უარყოფს ღმერთს. უფალი სულიწმინდის ძალით ზოგიერთ ადამიანს აძლევს მოჭარბებულ მადლს, რომლის ძალითაც ამ ადამიანისთვის ღვთის — სამების რეალობა ცხადზე უცხადესი ხდება. და თუ ამის შემდეგ ადამიანი მაინც გადაწყვეტს ეჭვი შეიტანოს ღვთის არსებობაში, მაშინ ის სცოდავს სულიწმინდის წინაშე, რომლის ძალითაც მას ეს მადლი ებოძა.ყველა სხვა ცოდვას, თუ ადამიანი მოინანიებს, ღმერთი მიუტევებს, მაგრამ ამ ცოდვას — ვერა, რადგან ამ შემთხვევაში მონანიება არსობრივად გამორიცხულია ამ ცოდვის ბუნების გამო.სწორედ ამ ცოდვაში ჩავარდა სატანა: ის ანგელოზი იყო და სავსე იყო ღვთის შემეცნების მადლით, მაგრამ მან შეგნებულად უარყო ღმერთი, რის გამოც მას უკვე მონანიება აღარ შეუძლია და, შესაბამისად, არც ღმერთს შეუძლია მისი მიტევება.

ირანის ელჩი: ჩვენ და ევროპა თანამშრომლობის თუ დაპირისპირების გზაზე? არჩევანი, რომელიც ევროპამ უნდა გააკეთოს

,,ჩვენ და ევროპა თანამშრომლობის თუ დაპირისპირების გზაზე? არჩევანი, რომელიც ევროპამ უნდა გააკეთოს.ევროპაში ჩემი ცხოვრების და საქმიანობის თითქმის ერთი ათწლეული გავატარე. ამ პერიოდში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ევროპის სამ მნიშვნელოვან დედაქალაქში — პარიზში, ბერლინსა და ვარშავაში. ყოველი მისიის დაწყებამდე თვეებს ვუთმობდი იმ ქვეყნების ისტორიის, კულტურის, საზოგადოების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ინტელექტუალური ტრადიციების შესწავლას, რომლებმაც თანამედროვე ევროპის საფუძვლების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ამ წლების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პოლიტიკოსებთან, მოაზროვნეებთან, უნივერსიტეტის პროფესორებთან, ხელოვანებთან, სპორტსმენებთან, მწერლებთან, ბიზნესმენებთან და ჩვეულებრივ მოქალაქეებთან. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, ზოგიერთთან კი მეგობრობა ჩამომიყალიბდა, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ გამოცდილებებს შორის განსაკუთრებულად მახსოვს არაერთი ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალერი ჟისკარ დ’ესტენთან, რომელიც ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტორად ითვლებოდა. ამ გამოცდილებამ ერთი მკაფიო დასკვნა გამაკეთებინა: მსოფლიო ევროპის გარეშე რაღაც მნიშვნელოვანს დაკარგავდა. ევროპა მხოლოდ სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ერთობლიობა არ არის. იგი კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების, კულტურული მემკვიდრეობის, სამეცნიერო მიღწევებისა და ცივილიზაციური გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. ფილოსოფიიდან და ხელოვნებიდან დაწყებული, მეცნიერებით, სამართლის სისტემებით, ლიტერატურითა და არქიტექტურით დამთავრებული — თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბებაში ევროპის წვლილი უდავოა. თუმცა, როგორც ყველა ცოცხალი სისტემა, ევროპაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ევროკავშირმა ბოლო ათწლეულებში რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი შექმნა, მაგრამ დღეს მას რთულ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა — იდენტობის, უსაფრთხოების, განვითარების, მიგრაციის, გეოპოლიტიკური კონკურენციისა და გლობალურ წესრიგში საკუთარი ადგილის შესახებ. ჩემი აზრით, ევროპის მთავარი პრობლემა შესაძლებლობების ნაკლებობა არ არის. მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი პოტენციალის გარდაქმნაა დაბალანსებულ პოლიტიკურ და სტრატეგიულ როლად, რომელიც დღევანდელ სამყაროში ეფექტური იქნება. ევროპა საკუთარ შიგნით უფრო მეტად არის შეთანხმებული, ვიდრე გარე სამყაროსთან ურთიერთობისას. სხვადასხვა ისტორიული გამოცდილება, კულტურული ტრადიციები და ეროვნული ინტერესები ხშირად ართულებს საერთო და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას. ამავე დროს, მსოფლიოც შეიცვალა. ძალთა ბალანსი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც სამი ათწლეულის წინ იყო. ჩნდებიან ეკონომიკური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური განვითარების ახალი ცენტრები და არც ერთ რეგიონს — მათ შორის ევროპას — აღარ შეუძლია მხოლოდ წარსულის მოდელებზე დაყრდნობით მოქმედება. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროპასა და სხვა ერებს შორის ურთიერთობებს დღეს უფრო მეტად სჭირდება თანამშრომლობის წესების ხელახალი გააზრება — წესების, რომლებიც ურთიერთპატივისცემას, განსხვავებულობის აღიარებას, კულტურული მრავალფეროვნების მიღებასა და თანასწორ დიალოგს დაეფუძნება. არც სხვების გარიყვა და არც მათი დამცირება არასოდეს ყოფილა წარმატებული ცივილიზაციური განვითარების საფუძველი. ქვეყნებმა, რომლებიც დღეს ევროპასთან ურთიერთობების ფორმირებას ცდილობენ, ევროპა ისეთი უნდა დაინახონ, როგორიც ის რეალურად არის — თავისი ძლიერი მხარეებით, შესაძლებლობებით, შეზღუდვებითა და სირთულეებით. თავის მხრივ, ევროპასაც მოუწევს თანამედროვე მსოფლიოს ახალ რეალობებთან ადაპტირება და სხვადასხვა კულტურასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ენის პოვნა. მე კვლავ მჯერა, რომ ევროპას შეუძლია XXI საუკუნეშიც დარჩეს ერთ-ერთ განმსაზღვრელ ძალად. თუმცა არა როგორც რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან ძალის ცენტრის ანარეკლი, არამედ როგორც დამოუკიდებელი ცივილიზაციური პოლუსი, რომლის გავლენაც დაფუძნებულია კულტურაზე, ცოდნაზე, ისტორიულ გამოცდილებასა და დიალოგის უნარზე. ჩემი თვალსაზრისით, ევროპის ყველაზე დიდი სიმდიდრე არც მისი ეკონომიკაა და არც სამხედრო შესაძლებლობები. მისი მთავარი ძალა საკუთარი გამოცდილებიდან სწავლისა და გადამწყვეტ მომენტებში თვითგანახლების უნარშია. თუ ევროპა ამ უნარს შეინარჩუნებს, იგი მომავალშიც დარჩება გონიერების, ბალანსისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად მსოფლიოში''-ამის შესახებ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი წერს.

წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომლითაც „საქართველოში რუსულ და ჩინურ სადაზვერვო საქმიანობაზე“ საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ითხოვს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო.კანონპროექტი გამოხატავს ვაშინგტონში მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ექცევა აშშ-ის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების გავლენის ორბიტაში. კანონპროექტი აშშ-ის ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ მათ შორის, იმის თაობაზე თუ რამდენად იკვეთება მათი საქმიანობა ერთმანეთთან.წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში. ასევე, გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მა საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.კანონპროექტის მიღებამდე წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.„არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამჟამად ქვეყნის ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის და ირანისთვის მიყიდვის პროცესშია, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. არჩევნები საქართველოში გაყალბებული იყო. ამასთან ერთად, ისინი ავრცელებდნენ ყველაზე ბინძურ ანტიამერიკულ პროპაგანდას და მუდმივად შეურაცხყოფენ პრეზიდენტ ტრამპს, მას „დიფ სთეითის“ აგენტად მოიხსენიებენ. სინამდვილეში, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო საპატიო სტუმარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე….ამ რეჟიმის ქცევა საფრთხეს უქმნის ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა უილსონმა.შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ის გადაეცა სენატს განსახილველად და დასამტკიცებლად.

ბოლო სიახლეები