ორშაბათი, აპრილი 20, 2026

მარინა ენდელაძე – კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, დღეს კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

მისი თქმით, გარდაცვლილებიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა.

„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი, ოთხი არის სიპაპრეჟიმზე. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ, შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ, უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია

სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „ფიდესი“ არჩევნებში დამარცხდნენ, რადგან საკუთარი კამპანია უკრაინის მიმართ სიძულვილზე ააგეს.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვება სიძულვილზე დაყრდნობით გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.„ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრი ლიდერი არ მეთანხმებოდა. სიძულვილით მუდმივად ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება, ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებლად წააგებ. უნგრეთის არჩევნები ორბანის სტრატეგიული მარცხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორბანის მთავრობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობდა მაშინაც კი, როდესაც, ზელენსკის თქმით, ორბანი მის წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ბილბორდებს აკრავდა.„მე ვამბობდი, რომ უკრაინელი ხალხის არჩევანს წარმოვადგენ. ჩემდამი სიძულვილი უკრაინელების მიმართ სიძულვილის პროექციაა. მან თავისი კამპანია უკრაინელების მიმართ სიძულვილზე ააგო, ხოლო უნგრელებმა აჩვენეს: ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ენბისი ნიუსის“ გამოკითხვის მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა

„ენბისი ნიუსის“ ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირანის ომისა და მზარდი ფასების ფონზე, დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი ახალ მინიმუმამდე დაეცა. კვლევა, რომელიც 30 მარტიდან 13 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა, აჩვენებს, რომ გამოკითხული ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 37%-ს მოსწონს დონალდ ტრამპის საქმიანობა პრეზიდენტის თანამდებობაზე.ამასთან, გამოკითხულთა ნახევარი ტრამპის საქმიანობას მკაცრად უარყოფითად აფასებს, ხოლო საერთო ჯამში მისი საქმიანობა 63%-ს არ მოსწონს. ეს მაჩვენებელი მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყველაზე დაბალია.გამოკითხულთა ორი მესამედი უარყოფითად აფასებს ტრამპის მოქმედებებს როგორც ინფლაციის, ისე ირანთან ომის მიმართულებით.გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორ გზაზეა.კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა, ხოლო მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.გამოკითხვა ონლაინ ჩატარდა და მონაწილეობა მიიღო 32 433 ადამიანმა. ცდომილების ზღვარი 1.8 პროცენტული პუნქტია.

პეტერ მადიარი – პარტნიორებს გავაცანი „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ, ჩვენი ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული

ჩვენს პარტნიორებს გავაცანი პარტია „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ: ანტიკორუფციული რეფორმები, უნგრეთის გაწევრიანება ევროპულ პროკურატურაში და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენა, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი წერს.მადიარის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი ტექნიკური შეხვედრები ბუდაპეშტში 17-18 აპრილს გაიმართა.„ეს შეხვედრები იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მადიარმა და ისაუბრა თავისი მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე.მისი თქმით, პარტია „ტისა“ იღებს ვალდებულებას ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებაზე, უნგრეთის ევროპულ პროკურატურაში გაწევრიანებაზე და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენაზე.„ჩვენ ვაპირებთ ამ ვალდებულებების სრულად შესრულებას მთავრობის ფორმირების შემდეგ, ისევე როგორც შევასრულებთ დაპირებას, რომ უნგრეთს დავუბრუნებთ ევროკავშირის იმ ფინანსებს, რომლებიც ხალხს ეკუთვნის. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობას როგორც უნგრეთისთვის, ისე ევროპისთვის. ევროკავშირის დაფინანსება არ არის ქველმოქმედება, არამედ სამართლიანი ანაზღაურებაა იმ წვლილისთვის, რომელიც უნგრელებმა შეიტანეს კავშირში და იმ სამუშაოსთვის, რომელიც უნგრეთმა ევროპისთვის შეასრულა. არსებობს სრული შეთანხმება ერთ საკითხზე: რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, რათა უნგრელი ხალხისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრები საბოლოოდ გათავისუფლდეს. ჩვენი მთავრობის ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული“, – განაცხადა მადიარმა.მისივე თქმით, ფიცის დადების შემდეგ მესამე ვიზიტით ბრიუსელში ჩავა და წევრი ქვეყნების ლიდერებთან ყოვლისმომცველ შეთანხმებას გააფორმებს, რათა უნგრელმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს წვდომა ევროკავშირის სახსრებზე.„12 აპრილს უნგრელმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა: უნგრეთის ადგილი ევროპაშია“, – წერს მადიარი.

“მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი” – ირაკლი ქადაგიშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე

თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრების ვიზიტზე, შეფასებები კეთდება. როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, მათი სურვილია, რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, რითაც ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება."ეს დღეები საქართველოში სტუმრად იმყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. სხვათა შორის, მათი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში, გამომდინარე იქიდან, რომ ამით გაიზრდება ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი. ეს ემსახურება იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურია ევროპისთვის, ეს ღირებულებები არ იყოს ნიველირებული და იყოს ყოველთვის აქტუალური," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.თბილისში მყოფი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საპატრიარქოში მეუფე შიომ უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებმა, ქართველ კანონმდებლებთან ერთად, სიონში გადაინაცვლეს და კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ხსოვნას მიაგეს პატივი. ჩატარდა პანაშვიდიც. მანამდე, ასამბლეის წევრების მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა შედგა. სტუმრები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.ასამბლეის ხელმძღვანელებმა მასპინძლებს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. საუბარი შეეხო ასევე გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვასა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.

მეუფე გიორგი – მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო: ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ! პირიქით, დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების, რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ის აღნიშნავს, „დანიშნულმა“ პატრიარქმა შესაძლოა, დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს.„შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან, თუმცა ყოვლად დაუშვებელია, ირიბადაც კი, ამ პროცესებში ჩარევა. მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: „ეპისკოპოსი, რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას, განკვეთილ და განყენებულ იქნეს; ასევე ყველა მისი თანამზრახველი“. კანონის თანახმად, ეპისკოპოსების, პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა. ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც. ეკლესია ყოველთვის გმობდა, ეპისკოპოსის დადგინებისას, სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას. მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს. ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს, როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს, რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს. ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სულიწმიდით გამორჩეული პატრიარქი, ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა „დანიშნული“ პატრიარქი, რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა! მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!" - წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი გიორგი ჯამდელიანი.

ბოლო სიახლეები