ორშაბათი, აგვისტო 10, 2026

მამუკა მდინარაძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გივი მიქანაძე – სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო შარვლისა და ქვედაკაბის – 25-25 ლარით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ მოსწავლეებს,...

იმისთვის, რომ სასკოლო ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საზოგადოებას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.მისივე თქმით, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25-25 ლარით. მინისტრმა ასევე განმარტა მოსწავლეთა ის კატეგორია, რომელთაც ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ.„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; მოსწავლეებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში და მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხული არიან საქართველოს საჯარო სკოლებში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.მინისტრის თქმით, პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.„იმისთვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები განთავსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 25 აგვისტო, მეორე ეტაპი 15 ოქტომბერი, მესამე ეტაპი 30 ნოემბერი. პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის პირველიდან 14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. შესაბამისად, პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან.რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაციის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელება გაგრძელდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

44 წლის მამაკაცი, რომელიც მდინარემ გაიტაცა, მაშველებმა ცოცხალი იპოვეს

44 წლის ირაკლი მაქაცარია მაშველებმა იპოვეს. ის ცოტა ხნის წინ ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა გაიტაცა, თუმცა როგორც ჩანს მამაკაცმა ნაპირზე გასვლა მოახერხა.უწყვე­ტი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მაშ­ვე­ლებ­მა კაცი მდი­ნა­რის ფერ­დზე იპო­ვეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. შემ­თხვე­ვა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სქურ­ში ცოტა ხნის წინ მოხ­და.თვითმხილველების თქმით, მამაკაცის ხმა მდინარის მიმდებარე ტყიდან ისმოდა. „ეტყობა ტოტებს მოეჭიდა და ნაპირზე გასვლა მოახერხა. ხმა ისმოდა ტყიდან.“მანამდე მაშველებმა ადიდებული მდინარიდან დედა და შვილები ამოიყვანეს.

„სასწაულებს ახდენს“ – ხატი, რომლის დაბრძანება სახლში შეგიძლიათ

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მე-4 მიკრორაიონში, კონსტანტინე კაპანელის პირველი შესახვევის N13-ში მდებარეობს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომელსაც სასულიერო პირველი და მრევლი განსაკუთრებულ ადგილად მოიხსენიებს.როგორც ცნობილია, ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ნექტარიოს ეგინელის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის ოჯახებში დაბრძანება, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია.ხატის ტაძრიდან სახლში წაბრძანება ორი დღის ვადით არის შესაძლებელი.დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ეკლესიის საკონტაქტო ნომერზე: 568 11 47 32.

ვახტანგ კაპანაძე – დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი!

დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი! - ამის შესახებ გენერალ-მაიორი, პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს.მისი თქმით, ისტორიის გადაწერა მხოლოდ რუსეთს და სეპარატისტულ რეჟიმებს სჭირდებათ."რეალობა კი არის ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ოპერაცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა რუსეთმა და განხორციელდა კიდეც ფართომასშტაბიანი სწავლება ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან.რაც ფაქტიურ მზადყოფნას ნიშნავდა ქვეყანაში შემოსაჭრელად.ზოგადად კი, რუსეთის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ - საომარი, ნახევრად ფარული, თუ ჰიბრიდული, საერთოდ 1992 წლიდან იწყება.ასე რომ, ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ომი რუსეთმა დაიწყო, რუსეთი ოკუპანტია! და რაც ასევე უმთავრესია,მიუღებელია იმ გმირების შეურაცხყოფა, ვინც თავის სამშობლოსთვის ომობდა!" - აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა.როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დასანქცირებული, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის მფლობელი ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპურია. ამავე ინფორმაციით, კაივანპური მსოფლიოს მასშტაბით მართავდა კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომელიც „არალეგალურ ციფრულ აქტივობებს“ უჭერდა მხარს. კაივანპური ამჟამად დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეა, ამასთან ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობდა.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.„ის მართავს კომპანიების მრავალეროვნულ ქსელს, რომლებიც მხარს უჭერენ უკანონო ციფრული ვალუტის საქმიანობას. კაივანპური საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, შპს Shelbit-ის (Shelbit) მეშვეობით მართავს Shelbit Exchange-ს (Shelbit Exchange). „გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის კომპანიამ Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართებზე მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნა. Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე ასევე ორ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თანხა გადაირიცხა“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კაივანპური, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ფლობს კრიპტოკომპანიებს.

ბოლო სიახლეები