სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

მამუკა მდინარაძე: რომან გოცირიძე ერთი კვირაა, საუბრობს, 75 ადგილზე 84 დეპუტატი დავსვათ, როგორ, ამიხსენით, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, საღამოს სხვა

ბატონო რომან, ერთი კვირაა, საუბრობთ, 75 ადგილზე 84 დეპუტატი დავსვათ, როგორ, ამიხსენით, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, საღამოს სხვა, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

მდინარაძის განცხადებით, რომან გოცირიძე ერთი კვირაა, სპეკულირებს, რომ უმრავლესობიდან გასული ოთხი დეპუტატი პარლამენტის სხდომათა დარბაზის მარცხენა მხარეს გადავიდეს.

„ბატონო რომან, ერთი კვირაა, თქვენ საუბრობთ, რომ უმრავლესობის წევრები თუ არიან, გადასვით მარცხენა მხარესო. მარცხენა მხარეს, შეგატყობინებთ, ალბათ იცით, მაგრამ მაინც და უკაცრავად, თუ ირონიად მიიღებთ ამას, არის 75 ადგილი. მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, ასევე არის 75 ადგილი. სულ 150 ადგილია. უმრავლესობაში არის 84 წევრი. რანაირად გავაკეთოთ ახლა? ამ მარცხენა მხარეს, 75 ადგილზე როგორ დავატიოთ ეს 84 წევრი, მითხარით. რაოდენობა და რაღაც წონა და ზომა რომ შემცირდეს, კუპონი ხომ არ არის, დილით სხვა იყოს, შუადღეს სხვა და საღამოს სხვა?! Რა გავაკეთოთ, 75 ადგილზე, როგორ დავსვათ 84 კაცი, ამიხსენით. ერთი კვირაა, ამით სპეკულირებთ. ვინ გადავსვათ, რას ლაპარაკობთ, რა არასერიოზული საუბრებია. ერთი კვირაა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პასუხი გაგვეცა და დაჟინებით იმეორებთ, გინდა თუ არა, გადასვით მარცხენა მხარესო. არ ეტევა 75 ადგილზე 84 კაცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატრიარქი შიო III – ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ცოდვის არსებობას და ჩადენას."ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც. და რა თქმა უნდა, ასეთი ფიქრი ძალიან დიდი შეცდომაა და სულიერი ცხოვრების კანონების არ ცოდნა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ასეთი ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, არსებობს ბევრი ამის გზები და საშუალებები. და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას. ასე რომ, აი ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ.

გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ ორ პროდუქტს, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომლის მირთმევაც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევია.„მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მასში ბევრი ნიტრატი, ნიტრიტი, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური წყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. საბოლოოდ, როცა ადამიანი გახდება 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ.მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს შემწვარი, მოიაზრება საქონლის. შემწვარი ხორცი ასევე ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას.თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მათთან ერთად, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მოიხმარო, იმიტომ, რომ მათში შემავალი ბოჭკოები შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს. ასე რომ, იკვებე უსაფრთხოდ,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

დონალდ ტრამპი – ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია, ეს იყო გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდია ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც აშშ-ს ევროპისგან ოდესმე მიუღია.„გახსოვთ, ევროპამ შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა, რაც კი ოდესმე მიგვიღია. იცით, რა იყო ეს? გრენლანდია. ჩვენ ახლახან მივიღეთ გრენლანდია, იცით ამის შესახებ, ხომ ასეა?“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში.როგორც შემდეგ ჟურნალისტმა განმარტა, აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებას გულისხმობდა.ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების სფეროში შეთანხმება გააფორმეს. როგორც აღინიშნა, შეთანხმების მიზანია გრენლანდიის კონტროლთან დაკავშირებით ტრამპის არაერთი განცხადების შემდეგ წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვა. დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა გრენლანდიის შეძენას არგუმენტით, რომ ის დაუცველია ისეთი მოწინააღმდეგეებისგან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ასევე რამდენჯერმე დაიმუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით, რამაც დანიელებსა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც მისი თქმით, მოწმობს, საქართველოს სერიოზულ დამოკიდებულებაზე ევროპული ინტეგრაციის მიმართ.ანანიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა.“პრემიერ-მინისტრის პასუხებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რეალობა: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია”- წერს ცოტნე ანანიძე.

გვანცა ქარჩავამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დაიკავა

დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გვანცა ქარჩავამ უშუში, ჩანცუანის კომბინირებულ შეჯიბრებაში გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 17.700 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს პრიზიორს 0.339 ქულით ჩამორჩა.ქარჩავამ ფინალური დღე წარმატებით დაიწყო – დილის სესიაზე, გუნშუში, ანუ ჯოხით ვარჯიშში, 8.770 ქულა დაიმსახურა და მესამე პოზიცია დაიკავა. ამ დროისთვის მას მხოლოდ ეგვიპტელი სონდოს სონბოლი და ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო უსწრებდნენ.დღის მეორე ნახევარში მედლების მფლობელები ჩანცუანში, უიარაღოდ შესრულებული ვარჯიშის შემდეგ გამოვლინდნენ. ქარჩავამ მეორე გამოსვლისთვის 8.930 ქულა მიიღო, თუმცა მესამე ადგილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო: დილის სესიის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე მყოფმა ინდოელმა ლანჩენბი ჩანუ რაჯკუმარიმ 9.316 ქულა დაიმსახურა, ჯამში 18.039 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ჩემპიონი ეგვიპტელი სონდოს სონბოლი 18.660 ქულით გახდა, ვერცხლს კი ვენესუელელი ვალერია დუდამელ ალვარადო 18.199 ქულით დაეუფლა.უშუ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად სწორედ დაკარში იყო წარმოდგენილი.

ბოლო სიახლეები