ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი კოვიდზე დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია. მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არცერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, – წერს მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, ამისთვის არაა საჭირო რეგისტრაცია და ქაღალდების ფლობა, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც...

უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა, — ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დაწერა.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, არამედ გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და, პირიქით, ხედავს ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება“.„ძალიან კარგი იყო ოპოზიციური პარტიის გამომსვლელები ბათუმში, ზაზა ბიბილაშვილი საერთოდ ყველაფრის მწვერვალი იყო.რა თქმა უნდა, პარტიების აკრძალვა კიდევ მეტ იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გამოიწვევს კიდევ დამატებით ტალღას ემიგრაციისა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა შევწყვიტოთ გოდება თემაზე „რას გვიშვება ბიძინა“. ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი — ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა!ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის დიდ სახალხო მოძრაობაზე და ამისთვის არაა საჭირო რაიმე რეგისტრაცია და რაღაც ქაღალდების ფლობა. პირიქით, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება.და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. 

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა.„ვაგზლის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე იწვოდა შერეული ტიპის მაღაზიები. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდირება. ამჟამად მეხანძრე-მაშველები დარჩენილი კერების ჩაქრობაზე მუშაობენ. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის არავის მოუმართავს“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.რაც შეეხება ხანძრის გავრცელების ფართობს და ზარალს, როგორც ლევან მუსელიანმა თქვა, ამჟამად მათი დადგენა მიმდინარეობს.ხანძარი ხიდზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ტერიტორიაზე გავრცელდა.

რატი ბრეგაძე – ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობა – მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული

ძალიან პირადი საკითხია, ვინ ვისზე შეიძლება ნაწყენი იყოს, ან ვინ ვისზე - არა. ღმერთია ყველას მსაჯული და არ ვაპირებ ამ საკითხებზე მითუმეტეს, საჯაროდ საუბარს, - ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვაზე, არის თუ არა ის ნაწყენი თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ჯუანშერ ბურჭულაძეზე, რომელმაც მისი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.როგორც ის აღნიშნავს, ყველაფერს ღმერთი განსჯის."მე არ მინდა არავის შეფასება, ღმერთია ყველას მსაჯული და, რა თქმა უნდა, სასამართლო იმსჯელებს ყველა საკითხზე...ვიყავი მოსული ჩემი მეგობრის სანახავად, რომელიც ძალიან მომენატრა, მინდა, მას მხნეობა ვუსურვო და მინდა, ასევე, ვუსურვო, რომ ძალიან მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს",- განაცხადა ბრეგაძემ.კითხვაზე, სჯერა თუ არა რომ მისმა მეგობარმა კორუფციული დანაშაული ჩაიდინა, მან ასე უპასუხა:"ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ მომიწია ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მუშაობა, სხვა ყველაფერზე იმსჯელებს სასამართლო. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ემოციურია, მე, რა თქმა უნდა, ვარ სუბიექტური, ყველაფერზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვიყავი ჩემი მეგობრის სანახავად მოსული, მინდა მას ვუსურვო მხნეობა და ის, რომ ოჯახს მალე დაუბრუნდეს", - განაცხადა ბრეგაძემ.კითხვაზე, "შეუკერა" თუ არა ეს საქმე ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა მდინარაძემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს."მე არ ვარ დღეს პოლიტიკაში, შესაბამისად, არ ვაკეთებ არავითარ პოლიტიკურ განცხადებას, რადგანაც მეგობართან ვარ მოსული... ყველაფერზე დაცვის მხარემ უნდა ისაუბროს. ვნახე ჩემი მეგობარი, პოლიტიკაში არ ვარ, რომ რამე სახის პოლიტიკური განცხადება გავაკეთო",- განაცხადა ბრეგაძემ.

მაია ცქიტიშვილი – გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი...

ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა , - ეს განცხადება გააკეთა სასამართლო პროცესზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საქმე დაცვის მხარის მოწმეა და დღეს სწორედ მოწმის სახით დაიკითხაროგორც მან აღნიშნა, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების მიერ ხდებოდა მონიშვნები, რასთან დაკავშირებითაც იმდროინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასა და მას შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, საუბრის საკითხი კი გახარიას მხრიდან ჩორჩანაში გზის გაყვანის აუცილებლობა იყო.ცქიტიშვილის თქმით, სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ისე შს მინისტრის მოადგილე."მედიაში აქტიურად შუქდებოდა პროცესები. ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლის მერე აქტიურად მიმდინარეობდა. 2017-2018-2019 წლებში პროცესი საკმაოდ იყო გააქტიურებული. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჩანაწერები, სადაც ბორდერიზაციის პროცესის შედეგად საკარმიდამო გადაღობვა ხდებოდა, ასევე, იყო ახალი მონიშვნები, ამას ვხედავდით - ეს ჩორჩანაშიც იყო . ჩორჩანაში, მას შემდეგ რაც საკითხი აქტუალური გახდა, 2019 წლის იანვრიდან დაფიქსირდა ყვითელი მონიშვნები ტყეში. ჩანაწერში ვნახეთ, ხდებოდა მონიშვნები, რაც იყო მავთულხლართით შემოღობვის წინაპირობა.ჩემთან დარეკა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა, და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, იმ დროისთვის, რა რესურსიც გვქონდა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტყეში გაგვეყვანა გზა. ეს იყო კომუნიკაცია რაც გიორგი გახარიასთან მქონდა. ეს იყო აგვისტოს დასაწყისში. საუბარი გვქონდა გზის გაყვანაზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი. ჩემს მოადგილეს ილია ბეგიაშვილს ვთხოვე დაკავშირებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტს, შესაბამისი კონტრაქტორის მეშვეობით სამუშაოები შეესრულებინათ. დაახლოებით 112- კმ გზა იყო გასაყვანი, რასაც მუნიციპალიტეტი მისი ერთეული ტექნიკით ვერ შეძლებდა. გახარიამ მითხრა, რომ საჩქარო პროცესი იყო რადგან არსებობდა ტერიტორიის დაკარგვის რისკი. მე ვუთხარი, რომ ეს იყო სატენდერო პროცესი, რაც გრძელვადიან პროცესს მოიცავდა. ეს პასუხი მიიღო. მითხრა, რომ მის მოადგილე ლევან კაკავასთან მქონოდა კომუნიკაცია, ასევე, კომუნიკაცია ჰქონოდა კაკავასთან ჩემს მოადგილეებს. კაკავამ მითხრა, რომ მოაგვარებს ამ საკითხს, შესაბამისად, პროცესში ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჰქონია ჩართვა.დიახ, გიორგი გახარიამ მითხრა, სოფელ ჩორჩანაში გააქტიურებულია პროცესი, შეიძლება ტერიტორია დავკარგოთ და საჭიროა გზის გაყვანაო. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა გარკვეული სამუშაოები შეასრულა ",- განაცხადა ცქიტიშვილმა.მან ასევე, ისაუბრა საგუშაგოს შემდგომ განვითარებულ პროცესზე, რა დროსაც თავად უკვე ვიცე-პრემიერი იყო. ცქიტიშვილის თქმით, სამთავრობო სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა, თუმცა უშუალოდ ჩორჩანას საკითხზე რაიმე ფართო დისკუსია არც ყოფილა მთავრობაში."საგანგაშოს ვერაფერს, მძაფრი დისკუსია და ა.შ. არ მახსენდება. იმ დროინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან კომუნიკაცია საჭიროებისამებრ მქონდა. საგუშაგოს თემაზე მამუკა ბახტაძესთან საუბარი არ მქონია, მაგრამ მასთან კომუნიკაციის წყვეტაც არ მქონია, როცა მჭირდებოდა ხელმისაწვდომი იყო.ვიმეორებ, როცა დამირეკა გიორგი გახარიამ, დეტალური საუბარი არ გვქონია უბრალოდ, „ბორდერიზაცია” ყველა მოქალაქისთვის გასაგები ტერმინია. მითხრა, რომ ბორდერიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, ტყის წაღება უნდათ, შესაჩერებლად გარკვეული სამუშაოებია საჭიროო. ვრცელი საუბარი არ გვქონია მით უფრო, რომ იქ მედიაშიც არსებობდა ამაზე ინფორმაცია - მედიაში შუქდებოდა ეს პროცესი. თუ არ ვცდები, მაშინ დავით ქაცარავა, რომელიც მაშინაც "ქართული ოცნების" მიმართაც ოპოზიციურ ფლანგად მიიჩნეოდა, მისგანაც და მედიიდანაც შუქდებოდა ეს პროცესი.როცა მესაუბრა გიორგი გახარია, არ მახსოვს კონკრეტულად საგუშაგო ახსენა, თუ არა... საგუშაგოს ჩადგმაზე უკვე გავიგე, მას შემდეგ რაც მედიაში გაშუქდა...ამის შემდეგ, არც მე და არ მოადგილეებს გიორგი გახარიასთან არ გვქონია კომუნიკაცია. მის მოადგილე, ლევან კაკავასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ჩემს მოადგილეებს". განაცხადა ცქიტიშვილმამისი თქმით, ჩორჩანას საკითხზე მაშინდელ მთავრობის ახდომებზე საუბარი არ ყოფილა."ყველა მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, არ ვესწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომას, რადგან წევრი არ ვიყავი. მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი (ჩორჩანას საკითხზე) განხილვა არ ყოფილა. ასეთი ტიპის საკითხზე, რადგან სენსიტიური თემაა, ზოგადად მსჯელობა უშიშროების საკითხზე ხდება",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მოსამართლეს – კატეგორიულად ვეწინააღმდეგები სხდომის დახურვის შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ის არ დაკმაყოფილდეს – პროცესი საჯაროდ უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ ბრალდების უსაფუძვლობა...

პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა თხოვნით, სხდომა არ დახუროს.შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.“რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო განმარტებები”, - განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა, მას სიტყვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ახლა სხდომის დახურვაზე მსჯელობდნენ და მხოლოდ აღნიშნულზე ესაუბრა.“რაც შეეხება სხდომის დახურვას, რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები, მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო სიახლეები