ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026

მალხაზ მაჩალიკაშვილი-მე ამათ ცხვირიდან ძმარს ვადენ, თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა

თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაცია პანკისის ხეობის მცხოვრებლების პროვოკაციაზე წამოგებისკენ იყო მიმართული. ამასთან, მან მისი შვილის საქმის გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე და საქმის ფაბრიკაციაზე ისაუბრა.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პოლიტიკო“ – ნატო-ში ელოდებიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპი ალიანსის მიმართ კრიტიკას გააძლიერებს

ნატო-ში ელოდებიან, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი ალიანსის მიმართ კრიტიკას გააძლიერებს, — ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.როგორც გამოცემა ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ნატო-ში შეშფოთებული არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ კონგრესში უმრავლესობას დემოკრატები თუ მოიპოვებენ და ტრამპს საშინაო პოლიტიკის მიმართულებით მოქმედების შესაძლებლობები შეეზღუდება, აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს. სამი დიპლომატის განცხადებით, ეს, შესაძლოა, ევროპიდან დამატებით ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას ნიშნავდეს.„როგორც წესი, პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენას კარგავენ, საგარეო პოლიტიკაში აქტიურდებიან. ის შეიძლება ძალიან გაბრაზდეს. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხისტი იქნება“, — განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწემ, ოლივია უელსმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა ნატო-სთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ“. ამასთან, მისი თქმით, ტრამპი კვლავ მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დროს ნატო-ს მოკავშირეებს შეერთებული შტატებისთვის მხარი უნდა დაეჭირათ.მოკავშირეების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვაა, პროცესი, რომელიც დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. სამი დიპლომატის განცხადებით, თუ ახლად არჩეული კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკის საკითხებზე კანონების მიღებაში ხელს შეუშლის, პრეზიდენტმა, შესაძლოა, ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდოს, რათა მოძრაობა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებულის“ (MAGA) მხარდამჭერების მობილიზება შეძლოს.წყაროების ცნობით, ტრამპმა შესაძლოა, ასევე შეამციროს აშშ-ის შენატანები ალიანსის ფონდებში, შეზღუდოს ნატო-ს მხარდაჭერით მოქმედი უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის პროგრამა PURL-ი და რუსეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს. თუმცა მოკავშირეების ნაწილი უფრო სკეპტიკურად უყურებს შესაძლებლობას, რომ ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.„ჩვენ მუდმივად გვესმის ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტრამპი ნატო-ს დატოვებს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა“, — განაცხადა მონტენეგროს თავდაცვის მინისტრმა, დრაგან კრაპოვიჩმა.შეგახსენებთ, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრსა და სენატის 35 წევრს აირჩევენ.

სტუ-ის რექტორი ჯაბა სამუშიას მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მამის, გიორგი (გოგი) სამუშიას, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გიორგი (გოგი) სამუშიას გარდაცვალების გამო.ბატონო ჯაბა,გულწრფელად ვიზიარებთ თქვენი ოჯახის დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს წუთებში, თანაგრძნობას გიცხადებთ.მამის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, რომლის სიმძიმის შემსუბუქება მხოლოდ მოგონებებითაა შესაძლებელი.გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაგრძნობა. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და გამძლეობას ამ მძიმე განსაცდელის დროს.უფალმა ნათელში ამყოფოს ბატონი გიორგის სული, ხოლო მის ოჯახს მიანიჭოს ნუგეში და მშვიდობა“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.

პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

#ცოცხლადშემიჭამაშვილისიმსივნემ #მეორეშვილისსიკვდილსნუმარგუნებთ #გთხოოვთ გადაღებისთვის გვჭირდება 2500 ლარი გთხოვთ არაა დიდი თანხა სანდროს მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, უკვე 2 წელია რაც ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის, აქამდე მოსულები უკან ნაბიჯს ნუ გადაგვადგმევინებთ ნომერი უცვლელი მაქვს: 595354888 სანდროს მამა ვარ. დამირეკეთ ნახეთ ჩემი ბიჭი. ანგარიშებიც უცვლელი გვაქვს, ჩვენი ოჯახის ანგარიშებია და ნებისმიერ თეთრს აქვს მნიშვნელობა. გადაგვამოწმეთ თუ გინდა, დაგვირეკეთ და გვნახეთ, გთხოვთ ყველას მცირედს მხოლოს მცირედ ყველას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ანგარიშები:ნებისმიერი ბანკიდან გთხოვთ მიმღები მარიამი ღვინიაშვილი მე.საქართველოს ბანკი:#GE49BG0000000528183746თიბისი#GE04TB7115645064300008პირადი ნომერი:35001113778მიმღები მარიამი ღვინიაშვილი დედა

მშობლებმა 10 წლის შვილი აეროპორტში მარტო დატოვეს და თავად გაფრინდნენ – მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო

ესპანეთში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მშობლებმა 10 წლის ვაჟი ბარსელონას აეროპორტში მარტო დატოვეს, თავად კი სხვა შვილთან ერთად თვითმფრინავში ჩასხდნენ და გამგზავრებას აპირებდნენ. მიზეზი ბავშვის სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.შემთხვევა ივლისის ბოლოს, ბარსელონას ელ-პრატის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, ოჯახი დასასვენებლად მიემგზავრებოდა, თუმცა რეგისტრაციის დროს გაირკვა, რომ ბავშვის ესპანურ პასპორტს ვადა ჰქონდა გასული, ხოლო მეორე სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისთვის საჭირო ვიზა არ ჰქონდა.ამის გამო 10 წლის ბიჭს თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს. მშობლებმა კი, იმის ნაცვლად, რომ რეისზე უარი ეთქვათ და შვილთან დარჩენილიყვნენ, აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, გადაწყვიტეს, ბავშვი ტერმინალში დაეტოვებინათ და ნათესავისთვის დაერეკათ, რომელიც მოგვიანებით მის წასაყვანად მივიდოდა.მომხდარის შესახებ აეროპორტის თანამშრომელმა, ლილიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. მისი თქმით, როდესაც ბავშვი მარტო შენიშნეს, შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ბიჭმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ მშობლები უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ და სამშობლოში დასასვენებლად მიფრინავდნენ.„როგორ შეიძლება მშობლებმა 10 წლის შვილი ტერმინალში დატოვონ მხოლოდ იმიტომ, რომ მას მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვს? ნათესავს შეიძლება ნახევარი საათი, ერთი საათი ან სამი საათიც დასჭირდეს მისვლამდე, ისინი კი მშვიდად ადიან თვითმფრინავში და ბავშვს მარტო ტოვებენ“,- აღნიშნა აეროპორტის თანამშრომელმა.მისი ინფორმაციით, პოლიციამ თვითმფრინავის პილოტს დაუკავშირდა. რეისის გამგზავრება შეაჩერეს, ოჯახის ბარგი თვითმფრინავიდან ჩამოიტანეს, ხოლო მშობლები და მათი მეორე შვილი სამართალდამცველებთან გადაიყვანეს. საბოლოოდ, ოჯახი იმავე აეროპორტში დატოვებულ ბიჭთან დააბრუნეს.უცხოური მედიის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ბავშვის მიტოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინა. შემთხვევის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, მშობლების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც დაიწყო.

„სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა…“ – 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.***მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი„…ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი…შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს…ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით“.„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს“…„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”…"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი

ბოლო სიახლეები