ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026

ლეგენდარული კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, „დინამო თბილისის“ მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან მოსეშვილი იყო:

▪️ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964

▪️ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962

▪️სსრკ ჩემპიონი: 1968

▪️სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969

▪️სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965

▪️სსრკ თასი: 1969

▪️სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959

▪️სპორტის რაინდი — 2012

▪️საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015

▪️სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

▪️საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნიკა ორი წლისაც არ მყავდა და გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი… მარტომ გავზარდე, მაგრამ არა ყველასგან მიტოვებულმა“ – ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას იხსენებს პერიოდს, როდესაც შვილებს მარტო, თუმცა ნათესავებისა და ახლობლების მხარდაჭერით ზრდიდა.„მე და ნიკა ვათენებთ და ვაღამებთ გიგას საფლავთან. მან იცის, რომ სამართალმა იზეიმა და მისი სული მოსვენებულია.ნიკა ორი წლისაც არ მყავდა და გიგაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა მარტო დავრჩი. არ ვგულისხმობ ყველასგან მიტოვებულს, ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები, ძმები... შვილები მეუღლის სოფელში გავზარდე და იქაც ზურგს მიმაგრებდნენ ჩემი გულიანი მეზობლები. შვილები მარტომ გავზარდე, მაგრამ არა ყველასგან მიტოვებულმა. ვინც არ უნდა გედგას გვერდით, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მაინც დედას აქვს. ასე წვალებაში გავზარდე შვილები და სიმწრით გაზრდილი შვილი წამართვეს... მე რომ ჩემი თავისა და ძალის, ჩემი უკომპრომისობის იმედი არ მქონოდა, ამ ბრძოლაში არ შევიდოდი და ჩემი შვილისთვის გარდაცვალების დღეს თავს მოვიკლავდი, ჩემს შვილს მიწაში არ გავუშვებდი და სახლში არ შემოვიდოდი, თბილ ლოგინში არ დავწვებოდი, თუმცა ახლაც არ მძინავს“, - თქვა ეკა კუპატაძემ.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა – მოსამართლემ დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის...

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო. მან ასევე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. კალიჩენკომ დაცვის მხარის დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა მათი მოწმეები, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილი, ირაკლი უსოიანი.რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მისი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.გუშინ კი, რომანოვ-ფარცხალაძისთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.ცნობისთვის, პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.ამავე საქმის ფარგლებში მსჯავრდებულია 4 პირი - გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, ყველა მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-109 მუხლის "ნ" ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობდა. გიორგი ჯოხაძეს ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობდა.რაც შეეხება გელა უძილაურს, ის ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული.

ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა

ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილი ლიზა მოისწრაფიშვილია. მომხდარით შეძრწუნებულია ბათუმის სახელოვნებო საზოგადოება.ლიზი მოისწრაფიშვილი ცნობილი რეჟისორის, ნანა ახვლედიანის ერთადერთი შვილი იყო.ლიზას 11 წლის გოგონა დარჩა.

ამინდი იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 აგვისტოს საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს ~, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდესაც ვაჭრობა ციფრებიდან შესაძლებლობად იქცევა

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 231.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოდან ირანში ექსპორტმა 106.9 მილიონ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14.6 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, საქართველოს ექსპორტი ირანის ბაზარზე დაახლოებით 7.3-ჯერ გაიზარდა. ეს ციფრები ჩემთვის მხოლოდ სტატისტიკა არ არის. როდესაც ქართული პროდუქცია, ავტომობილები, სატრანსპორტო ან ლოჯისტიკური მომსახურება ირანის ბაზარზე ხვდება, ამ პროცესში მონაწილეობენ ქართული კომპანიები, მეწარმეები, სატრანსპორტო კომპანიები, საბაჟო და ლოჯისტიკური სერვისები. იქმნება შემოსავალი და ჩნდება ბიზნესკავშირის ახალი შესაძლებლობები. და სწორედ აქ იბადება მნიშვნელოვანი შეკითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ზრდა ერთჯერად სავაჭრო ოპერაციებად არ დარჩეს და საქართველოსთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად იქცეს? რამდენი ქართული კომპანია შეიძლება გახდეს ამ ურთიერთობის მუდმივი მონაწილე? რამდენი ახალი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სერვისი შეიძლება განვითარდეს? რამდენად შეიძლება გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი ირანში? და რამდენად შეუძლია საქართველოს გამოიყენოს თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა — როგორც შავი ზღვის ინდოეთის ოკეანესა და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი — ახალი სავაჭრო მარშრუტებისა და შესაძლებლობების შესაქმნელად? ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ხელისუფლებებს არ ეკუთვნის. ის ასევე ეხება ქართულ ბიზნესს, მეწარმეებს, ლოჯისტიკურ კომპანიებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ირანი არ არის უსაზღვრო ბაზარი და არც გარანტია არსებობს, რომ ყველა ქართული ბიზნესი იქ წარმატებით იმუშავებს. თუმცა ირანი არის ბაზარი 95 მილიონზე მეტი მოსახლეობით, მრავალფეროვანი ეკონომიკითა და მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალით. ამავე დროს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ირანთან ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისი. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩემი მისიის დაწყების დღეს, რწმუნებათა სიგელების ასლების წარდგენისას აღებული ერთ-ერთი ვალდებულების — ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში საქართველოსთვის დადებითი სავაჭრო ბალანსის შექმნის ხელშეწყობის — შესრულებას ჩემს კოლეგებთან ერთად უკვე მნიშვნელოვნად მივუახლოვდით. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ მეტი ვაჭრობა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მეტი ქართული კომპანია, მეტი ქართული პროდუქტი, მეტი ლოჯისტიკური სერვისი, მეტი გამჭვირვალობა და მეტი ორმხრივი სარგებელი. საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ გეოპოლიტიკის ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს. ზოგჯერ, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ვიკითხოთ, ვინ რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რა შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ამ ურთიერთობას რეალურად საქართველოსთვის? უდავოდ ღირს ამ შესაძლებლობებზე ერთად დაფიქრება.

ბოლო სიახლეები