ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

ირაკლი ჩიქოვანი: ყველამ კარგად უნდა დავინახოთ, რომ ბოლო 10 წელიწადი არის ერთადერთი 10 წელიწადი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როცა ქვეყანაში მშვიდობა იყო

ყველამ კარგად უნდა დავინახოთ, რომ ბოლო 10 წელიწადი არის ერთადერთი 10 წელიწადი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როცა ქვეყანაში მშვიდობა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ზუსტად ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თითოეულ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს, რომელიც ინდომებს და იშრომებს, შეეძლება თავისი ქართული ოცნება აიხდინოს. ეს არის შესაძლებლობა და არა უკვე შემდგარი ფაქტი. ეს შესაძლებლობა თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა გამოიყენოს და სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება გვერდით დაუდგება ისე, როგორც არასდროს. პრემიერის გამოსვლაში ძალიან მკაფიო და მთავარი გამოთქმა იყო: ჩვენთვის მთავარი სამოქმედო იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოცდა. ინვესტორები სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა მალე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ბრენტის ფასი 2 პროცენტითით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები 28 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის (WTI), 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასობით ნავთობტანკერი და 11 000-ზე მეტი მეზღვაური ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის შემდეგ სპარსეთის ყურეში ჩაკეტილი აღმოჩნდა.ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში. საზღვაო მოძრაობა ამ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კომერციული მიმოსვლის დაშვებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე.

პირველ სამშობიაროში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი – ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს...

პირველ სამშობიარო კლინიკაში, ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ნინო მუჯირის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.კერძოდ, როგორც ნინო მუჯირის ოჯახის წევრი აღნიშნავს, ექიმს, რომელმაც გარდაცვლილს “სამედიცინო მანიპულაცია გაუკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და „ლევად“ იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში”.მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებს აქვთ ახალგაზრდა ქალსა და ექიმს შორის მიმოწერაც, სადაც პაციენტი აღნიშნავდა, რომ მას ვირუსი და ცხელება ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია”.გარდაცვლილის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, კომაში ჩავარდა და 6 თვის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.„აქ არ არის შეცდომა. აქ საუბარია სამედიცინო, განზრახ დანაშაულზე! ეს სამედიცინო მანიპულაცია, რომელსაც იკეთებს ქალების 90%, 15 წუთში სრულდება, ერთ საათში სახლში მიდის ადამიანი. ეს მანიპულაცია კი გააკეთა ექიმმა, რომელსაც ჩამორთმეული აქვს ლიცენზია, არ აქვს საერთოდ ნემსის გაკეთების უფლებაც, ის ამ კლინიკაში მუშაობს მენეჯერად. გადაიმალა, ორი დღეა არ არის კაბინეტში.ჩუმად და „ლევად“ იღებდა საღამოს საათებში პაციენტებს. ლიცენზიაც წართმეული აქვს დროებით, ასევე პირობითი აქვს. ეს ერთი დანაშაული. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილის ტელეფონი, სადაც ყველაფერი წერია.ჩვენ უშუალოდ ნინოს და ეკატერინე გაგუას შორის მიმოწერა გვაქვს, სადაც ის კონსულტაციას უტარებს. ნინო ეუბნება, რომ ცხელება ჰქონდა, ის კი დანიშნულებას აძლევს, ანტიბიოტიკს უნიშნავს.12 იანვარს, როდესაც მოვიდა ნინო კონსულტაციაზე, ექიმმა სასწორზე დადო 35 წლის გოგოს სიცოცხლე და ფული. ყველამ ვიცით, რომ ვირუსი როდესაც აქვს ადამიანს, ნარკოზის გაკეთება არ შეიძლება.ჩანაწერი გვაქვს, სადაც ნინო ამბობს, რომ ვირუსი ჰქონდა, ექიმს უთხრა, რომ ცხელება ჰქონდა და მაინც გაუკეთა . ნინო ასევე წერს: „ალბათ, ნარკოზმა რეაქცია მომცა და ცუდად ვარ, რეანიმაციაში უნდა გადამიყვანონ“, - აღნიშნავს გარდაცვლილის ოჯახის წევრი “ფორმულასთან” საუბარში.გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ამტკიცებს, რომ ოპერაცია მას არ გაუკეთებია და ის სხვამ ჩაატარა.„ლურჯი თითები და ლაქები ჰქონდა, პულსი არ ჰქონდა, გაყინული იყო თვალები და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხეული გაშეშებული ჰქონდა, მიცვალებული იყო უკვე.6 თვე იწვა გოგო რეანიმაციაში. შედეგს ვერ მივაღწიეთ. პირიქით დაღუპეს, მოკლეს, დაჩეხეს. ექიმი, რომელმაც ოპერაცია გააკეთა დღემდე იძახის, ოპერაცია მე არ გამიკეთებიაო. ვის მოვთხოვო პასუხი? - კლინიკის დირექტორს? კი ბატონო, აქ ვზივარ კაბინეტში, მაგრამ გაიპარა და წავიდა იმის გამო, რომ ექიმს ვითხოვ, რომ პასუხი მოვთხოვო”, - თავის მხრივ, აღნიშნეს გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა „ტვ პირველთან“.

მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფება.აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს და ვახტანგ ფიცხელაურს, მათ ბრალი აღიარეს და 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა. მოსამართლის თქმით, ის მოწმეთა ჩვენებებს მისი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეაფასებს."ჩემს გადაწყვეტილებაში ყურადღება ვიდეოჩანაწერებზე იქნება გამახვილებული. აღბეჭდილ კადრებს უფრო ნეიტრალური და სანდო მტკიცებულების სახე აქვს"... - განაცხადა მჭედლიშვილმა.ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველ შვილის დედა გახდა . სასიხარულო სიახლის შესახებ   ჟურნალისტი ანა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

ალექსანდრე ტაბატაძე გენერალურ პროკურორს: ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ეფექტურია, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი

გენერალურ პროკურორს პარლამენტში უსმენენ. გიორგი გვარაკიძე ანგარიშს რამდენიმე წუთში პლენარულ სხდომაზე წარადგენს, მანამდე კი გენპროკურორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმყოფებოდა.ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფულის გათეთრებას, ორგანიზებულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს, ქალთა მიმართ ძალადობას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას.პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს."ცხადია, რომ დღეს პროკურატურის საქმიანობა და მუშაობა არის ძალიან ეფექტური. განსაკუთრებით ეს შეინიშნება ორგანიზებულ დანაშაულთან: ისეთთან, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. აწუხებს საზოგადოებას ეს სენი, რაც არის ქურდული სამყარო. ეს საქართველოში აღარ უნდა ვრცელდებოდეს.ასევე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაა ძალიან ეფექტური, ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია დაკავებული და ამაში დიდია თქვენი როლი", - აცხადებს ტაბატაძე.

ბოლო სიახლეები