ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ავღანეთი „თალიბანის“ ხელში ადგილობრივი მთავრობის ჩამოშლის გამო აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა ავღანეთის ხელისუფლება ქვეყნის ჩამოშლაში დაადანაშაულა.

„ჩვენ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის სრული მარცხის მოწმენი გავხდით, რამაც შემდეგ „თალიბანთან“ ბრძოლის ყველა ფრონტზე მარცხი გამოიწვია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, რა გავლენა იქონია ქაბულის დაცემაზე აშშ-ისა და ნატოს გასვლამ ავღანეთიდან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მომავალში მკვლევარები შეაფასებენ.

„ჩემთვის მთავარი ამოცანა – ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანეთიდან ხალხის გამოყვანაა“, – აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახეთში ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლი გაუხსნა. ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა. არაოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.

მარტა კოსი – სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას

სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.“სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას.ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხები ამიერიდან შეძლებენ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღებას, რაც სასაზღვრო შემოწმებებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.სომხეთი ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებს ირჩევს და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ არჩევანმა მისი ხალხისთვის რეალური შედეგი მოიტანოს,” - წერს კოსი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა

„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის თარიღი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გავიაზროთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული კულტურისა და საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარება. ქრისტიანობის მიღებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში, მან საფუძველი შეუქმნა კულტურული და სულიერი ტრადიციების განვითარებას, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის, განათლების, ხელოვნებისა და არქიტექტურის ჩამოყალიბებასა და აღმავლობას. ქრისტიანობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული საფუძველია. ქრისტიანულმა კულტურამ შექმნა ის სულიერი და ინტელექტუალური გარემო, რომელშიც ვითარდებოდა ქართული საგანმანათლებლო ტრადიცია, ყალიბდებოდა სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრები, იქმნებოდა უნიკალური ხელნაწერები, ვითარდებოდა ფილოსოფიური აზროვნება და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცოდნა. ამ ისტორიულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის, დამწერლობისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისთავი“, გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ანანია - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ; დავითი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი; გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი; ანდრია - გორის და ატენის მიტროპოლიტი; სტეფანე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი; მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი; სვიმეონი - სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა, კიდევ ერთხელ გააზრებულ იქნეს ქრისტიანობის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, განათლებისა და სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში.„საქართველოსთვის გაქრისტიანების ისტორია ამავე დროს არის სახელმწიფოებრივი მდგრადობის, კულტურული უწყვეტობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ისტორია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, რთული პოლიტიკური და სოციალური ვითარების მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ შეძლო საკუთარი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ეს გამოცდილება დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდენტობის გააზრება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის შექმნის, კვლევისა და ინტელექტუალური განვითარების სივრცე, პასუხისმგებელია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიური და სამეცნიერო გამოწვევების კვლევაზე, არამედ ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებასა და პოპულარიზაციაზეც. მიგვაჩნია, რომ ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ქვეყნის სრულფასოვანი ინტელექტუალური განვითარება სწორედ ამ მიმართულებების ურთიერთშევსებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ცოდნის სხვადასხვა დარგის ინტეგრაციას ეფუძნება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაქრისტიანების 1700 წლისთავის აღნიშვნა არ შემოიფარგლოს მხოლოდ საიუბილეო ღონისძიებებით. ეს უნდა გახდეს საფუძველი ახალი სამეცნიერო კვლევებისთვის, ისტორიული წყაროების სიღრმისეული შესწავლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. აუცილებელია, თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით კიდევ უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველოს ისტორიული გამოცდილება, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ის წვლილი, რომელიც ქართულმა ცივილიზაციამ საერთო ევროპული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილე მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმის გამართვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ჩართულობა, რადგან საქართველოს ქრისტიანების ისტორიის სრულყოფილი გააზრება მოითხოვს ისტორიული, თეოლოგიური, ფილოლოგიური, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური კვლევების ურთიერთშევსებას.ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, მოსაზრებები და კვლევითი მიგნებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მის წარმოჩენასა და ახალი თაობის მკვლევართა დაინტერესებაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა. სასულიერო პირებმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მონაწილეებს წარმატებული მუშაობა და ნაყოფიერი დისკუსიები უსურვეს.მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, ანანია ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ მიზნად ისახავს საქართველოს გაქრისტიანების ისტორიული, რელიგიური, კულტურული, ფილოსოფიური და ცივილიზაციური მნიშვნელობის მეცნიერულ გააზრებას, ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის მრავალმხრივ შესწავლასა და ამ მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.„კონფერენციის თემატიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინური კვლევების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს გაქრისტიანების ისტორიის შესწავლა მოითხოვს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენებისა და წყაროების ანალიზს, არამედ იმ ფართო კულტურული და ინტელექტუალური პროცესების გააზრებასაც, რომლებმაც განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული კულტურის განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ხუროთმოძღვრების, მწერლობის, მთარგმნელობითი საქმიანობის, ფილოსოფიური აზროვნებისა და საგანმანათლებლო ტრადიციების კვლევას.ქრისტიანობის გავრცელებამ და მის საფუძველზე განვითარებულმა კულტურულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ კავშირებში ბიზანტიურ, ევროპულ და ახლოაღმოსავლურ ცივილიზაციებთან. ქართულმა კულტურამ, ერთი მხრივ, შეინარჩუნა საკუთარი უნიკალური მახასიათებლები, მეორე მხრივ კი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ და ინტელექტუალურ სივრცესთან დიალოგში. ამ ისტორიული ურთიერთობების შესწავლა თანამედროვე მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან კვლევით პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანანიამ.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენცია სამ სექციად წარიმართა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა 32 სამეცნიერო თემა განიხილეს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა. სამწლიან პროექტში, რომელიც 2024 წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ. როგორც დეკანმა განაცხადა, Micro-GEAR პროექტი საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციის, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან კოორდინაციულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, უხელმძღვანელოს მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობას და საკუთარი გამოცდილება რეგიონული მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებას მოახმაროს.„მიკროსერტიფიკატების დანერგვა თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის პასუხობს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს, ხელს უწყობს უწყვეტი განათლების განვითარებას და ქმნის შესაძლებლობას, ადამიანებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში განაახლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი კომპეტენციები და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ამ პროცესში აერთიანებს საქართველოსა და სომხეთის საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და ევროპელ პარტნიორებს. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, საერთო მიდგომების ჩამოყალიბებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული პრინციპების დამკვიდრებას“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.სტუ-ის ინფორმაციით, Micro-GEAR პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროსერტიფიკატების, როგორც მოქნილი და კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მექანიზმის, დანერგვისთვის აუცილებელი ინსტიტუციური, მეთოდოლოგიური და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა. მიკროსერტიფიკატი წარმოადგენს კონკრეტული სასწავლო კურსის, მოდულის ან მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღწეული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დამადასტურებელ დოკუმენტს. ტრადიციული აკადემიური კვალიფიკაციებისგან განსხვავებით, ის ორიენტირებულია შედარებით მცირე მოცულობის, მკაფიოდ განსაზღვრულ სასწავლო შედეგებზე და მსმენელს საშუალებას აძლევს, საკუთარი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესაბამისად შეარჩიოს სასწავლო მიმართულებები.სტუ-ის კომპიუტერული ქსლის მართვის განყოფილების უფროსი და ცისკოს აკადემიის კოორდინატორის, პროექტის მენეჯერის პროფესორ ზაზა ცირამუას თქმით, მიკროსერტიფიკატების სისტემის განვითარება განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე შრომის ბაზრის პირობებში, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და პროფესიული საქმიანობის ახალი მოთხოვნები უწყვეტი სწავლებისა და კომპეტენციების მუდმივი განახლების აუცილებლობას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, მიკროსერტიფიცირება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, გააფართოონ საგანმანათლებლო შეთავაზებები და სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფისთვის.„პროექტი ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებს უწყვეტი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიკროსერტიფიკატების გამოყენების შესახებ. მისი განხორციელება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების შესაბამისი მიმართულებების განახლებას, მიკროსერტიფიკატების ხარისხის უზრუნველყოფის, აღიარებისა და დაგროვების საერთო პრინციპების შემუშავებას, ასევე, მათი გაცემისა და ურთიერთაღიარების მექანიზმების განვითარებას. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემების მოქნილობას, კვალიფიკაციების გამჭვირვალობასა და მიღებული კომპეტენციების უკეთ წარმოჩენას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.სამწლიანი პროექტის განხორციელების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორ ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მიკროსერტიფიცირების მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლას. ამასთანავე, პროექტის პარტნიორები მუშაობდნენ მიკროსერტიფიკატების დანერგვისთვის აუცილებელი საერთო მიდგომების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისი მეთოდოლოგიური საფუძვლების განვითარებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობასა და მიკროსერტიფიკატების აღიარების პრაქტიკის განვითარებას. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, რაც აუცილებელია ახალი საგანმანათლებლო ფორმატების ეფექტიანი დანერგვისა და მდგრადი ინსტიტუციური პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს ზაზა ცირამუა.შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში პროექტის პარტნიორები განიხილავენ განხორციელებული საქმიანობის ძირითად შედეგებს, მიღწეულ პროგრესს, პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებასა და მიკროსერტიფიცირების სისტემის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებას, საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიკატების დამკვიდრების პერსპექტივებსა და მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Micro-GEAR პროექტის კოორდინაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარების, ევროპულ ინსტიტუციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული საგანმანათლებლო რეფორმების პროცესში უნივერსიტეტის როლის გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პროექტში წამყვანი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობა ადასტურებს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ და აკადემიურ შესაძლებლობებს, წარმატებით განახორციელოს საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივები და საკუთარი გამოცდილება უმაღლესი განათლების განვითარების პროცესს მოახმაროს.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი დასტურია. გულითადად ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო ინიციატივაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება. ეს წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ მეცნიერებას აქვს როგორც ინტელექტუალური რესურსი, ისე საერთაშორისო კონკურენციისთვის აუცილებელი პროფესიული შესაძლებლობები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემი9კოსი დავით გურგენიძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) - ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის, WARIE-ის, განხორციელებაში მონაწილეობს. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და განხორციელების ვადა ოთხი წელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, სამეცნიერო სრულყოფილების ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცესთან ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ოფიციალური გახსნა და პირველი სამუშაო შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, WARIE - „ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) - დაფინანსებულია 2025 წლის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ევროპული სრულყოფილების ინიციატივის (European Excellence Initiative) ფარგლებში. ოთხწლიანი საერთაშორისო პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. კონსორციუმი აერთიანებს 13 წამყვან სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. საქართველოდან პროექტში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობით, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.ორდღიანი ღონისძიება ოფიციალურად გახსნა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა. გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი გია შერვაშიძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტის გახსნის ღონისძიებასა და პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის ძირითადი ამოცანები, სამუშაო მიმართულებები, განხორციელების მექანიზმები და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი შესაძლებლობების გაერთიანებას, ევროპული სამეცნიერო ცენტრების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირებულ განხორციელებას.როგორც პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა აღნიშნა, WARIE პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაფართოებლად და ევროპულ კვლევით პროგრამებში უნივერსიტეტის პოზიციების გასაძლიერებლად.„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში“, - განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, WARIE პროექტის სტრატეგიული მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის - სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის - სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.„მეცნიერებისა და განათლების განვითარება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხარდაჭერა, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განსაკუთრებული ყურადღება და თანმიმდევრული პოზიცია ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ქართული მეცნიერების გაძლიერებისთვის, სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გაფართოებისთვის.გვესმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ მეცნიერებაზე, ცოდნასა და ინოვაციებზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიეროთ კვლევითი გარემო, შევქმნათ ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ახალი შესაძლებლობები და ქართული სამეცნიერო სკოლები საერთაშორისო მასშტაბით უფრო მეტად წარმოვაჩინოთ.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, WARIE პროექტში მათი მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის უნივერსიტეტს, გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო პოზიციებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებაში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მონაწილეობა WARIE პროექტში ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობისა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში ჩართულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფორმებული სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს, ადასტურებს ინსტიტუტის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში და საკუთარი სამეცნიერო რესურსი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას მოახმაროს.

ბოლო სიახლეები