ორშაბათი, ივლისი 6, 2026

ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ – ზურაბ ქადაგიძე თენგო გოგოტიშვილზე

„ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი. მთელი მოღვაწეობის მანძილზე სხვისი ხელით აკეთეს საქმე, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ თენგო გოგოტიშვილის ფეისბუკპოსტს, რომლის თანახმად გოგოტიშვილი წერს, რომ უკრაინელებმა ყირიმში „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის გახსნა დაასწრეს და იმისთვის, რომ საქართველოს სანქციები არ დაუწესონ, მმართველმა გუნდმა მესამე ფრონტის გახსნაზე უნდა იფიქროს.

„თან სერიოზულად ამბობს და თან „ღლიცინებს“, აბა როგორ დაიტესტება, რა რეაგირება ექნება?… არა და ეს არის მთელი ნაც-რადიკალთა მამოძრავებელი კამპანია და სურვილი. მთელი მოღვაწეობის მანძილზე სხვისი ხელით აკეთეს საქმე, სხვისი სისხლით იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს და თვითონ წითელ ხიდზე გარბოდნენ… უბედურების შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით მიუსხდებიან ტელეეკრანებს და დაითვლიან გვამებს… ამათზე დიდი შიდა მტერი საქართველოს არასდროს ჰყოლია,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი:ზოგჯერ საჩუქარი მხოლოდ საჩუქარი არ არის – იგი საერთო ისტორიის, ცოცხალი კულტურისა და ორ ერს შორის არსებული ღრმა კავშირის სიმბოლოა

,,ზოგჯერ საჩუქარი მხოლოდ საჩუქარი არ არის; იგი საერთო ისტორიის, ცოცხალი კულტურისა და ორ ერს შორის არსებული ღრმა კავშირის მატარებელია. გასულ კვირას პატივი მქონდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადამეცა ულამაზესი ტრადიციული სამოსი, რომელიც ირანში, ფერეიდანში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირანელების კულტურულ მემკვიდრეობას ეფუძნება. ეს სამოსი ქალბატონ აზამ ასპინაშვილის ოსტატობით შეიქმნა. მასში გამოყენებულია ქსოვისა და კერვის ძველი ტრადიცია, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია ფერეიდნელი ქართველების ოჯახებში თაობიდან თაობას, დედებიდან შვილებს გადაეცემა. ტრადიციულ სამკაულებთან ერთად ეს საჩუქარი ირანელი ხალხის სახელით გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. გულწრფელად მსურდა, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი თავად ამ ნიჭიერ ხელოვანს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, რათა იმ შეხვედრაზე უშუალოდ გადაცემულიყო ფერეიდნელი ქართველების სიყვარულის, ფესვებისადმი ერთგულებისა და კულტურული კავშირის გზავნილიც. თუმცა დიპლომატიურმა პროტოკოლმა და ოფიციალურმა მოთხოვნებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცა. დღეს კი ბედნიერი ვიყავი, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში ქალბატონ ასპინაშვილის მასპინძლობის პატივი მერგო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც თავისი ხელოვნებით, სიყვარულითა და თავდადებით დღემდე შემოინახა ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობა. ჩემი სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადე მას და მის ღირსეულ ოჯახს იმ მრავალწლიანი ძალისხმევისთვის, რომელიც ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მისი დღევანდელი თაობებისთვის გაცნობას ემსახურება. ირანსა და საქართველოს მხოლოდ ისტორია არ აკავშირებს; ეს კავშირი ცოცხლობს ადამიანებში, რომლებმაც საკუთარი ხელით შემოინახეს ორი ერის საერთო კულტურა, ხელოვნება და ისტორიული მეხსიერება. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მადლიერებასა და უდიდეს პატივისცემას''-ამის შესახებ წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ მიკერძოებულ დამოკიდებულებას, რადგან ჩვენ არც საგარეო კურსი შეგვიცვლია და არც პოზიციები

ვერ ვიტყოდი, რომ ევროკავშირის ან ჩვენი პოზიცია ჯიუტია. სიჯიუტის მიღმა გარკვეული პოზიცია იკითხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საქართველოსთან მიმართებით ჩანს მიკერძოებული დამოკიდებულება, რადგან საქართველოს არც საგარეო კურსი შეუცვლია და არც პოზიციები.„პოლიტიკურ სასწორზე როცა განვითარების ერთ ან მეორე სცენარს ვდებთ, ვხედავთ, თუ ვიქნებით გარკვეული ინსტრუქციების მიმართ მორჩილი, ამან, შეიძლება, ქვეყანაში მძიმე ვითარება შექმნას, რასაც ეკონომიკური ნგრევის პროცესის განვითარება ჰქვია, ამავე დროს შესაძლებელია სამხედრო დაპირისპირების გარკვეული ფლანგის შექმნა, რაც ასევე მძიმე და დამღუპველი იქნება. ამაზე ღიადაც საუბრობენ. ჩვენთვის ევროპული პოზიცია გასაგებია, თუმცა მიუღებელია. გასაგებია, რომ რუსების აგრესიული ძალის დივერსიფიცირების მოხდენა მათთვის სტრატეგიულად მისაღებია. უკრაინა მართლაც იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული ინტერესებისთვის და ამ ბრძოლაში საკმაოდ სერიოზულ დახმარებასაც იღებს. ამას „პროქსი ომს“ დავარქმევთ თუ „გარკვეულ სტრატეგიულ ჩანაფიქრს“, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, საქართველო უკრაინული სცენარის შემთხვევაში, თავისი გაბარიტებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ნგრევის გზას დაადგება, თუ ინსტრუქციას აჰყვება. მიზანია დაპირისპირების წინა პლანზე გადმოტანა, ადამიანის უფლებები და ე.წ. პოლიტპატიმრების თემა კი, რეალურად, თავად სცენარისტებმა შექმნეს. საქართველოსთან მიმართებით მიკერძოებულ დამოკიდებულებას ვხედავთ, რადგან ჩვენ არც საგარეო კურსი შეგვიცვლია და არც პოზიციები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიუ გუტერეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ჯო უილსონის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს

კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნა დაეცვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ჯო უილსონმა, როგორც ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა.„რეზოლუციის ავტორი და ინიციატორი კარგად ცნობილი ჯო უილსონია. ამ ადამიანის მიზანია, ვიდრე ცოცხალია, საქართველოს წინააღმდეგ მაქსიმალური ნეგატივი გააჩინოს და ნებისმიერი საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, როგორც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელი, ის აშშ-ის გარკვეულ ავტორიტეტს იყენებს.ეუთო-ს რეზოლუციას რაც შეეხება, გნებავთ, „გლობალური ომის პარტიის“, გნებავთ, როგორც ისინი ამბობენ, „საქართველოში რეჟიმის ცვლილების“ მოსურნეთა პარტიის ერთი რეზოლუციაა, სადაც, ლგბტ-დან დაწყებული და გამჭვირვალობით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერი მიუღებელია. რა თქმა უნდა, მათ ქვეყნებში გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით იღებენ კანონებს, მიღებულ კანონებს კიდევ უფრო ამკაცრებენ, მაგრამ საქართველოში ეს დაუშვებელია. რატომ? – მათი გაგებით, საქართველოში ყველაფერი უნდა გასდიოდეთ და საქართველოთი მანიპულირება ადვილად შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს სერიოზულად ვერ მივიღებთ. კარგი იქნებოდა, ეუთო-ს ოდნავი პოლიტიკური და პრინციპული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და საქართველოში 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათ მიერვე გაკეთებული დასკვნა დაეცვა. ბოლომდე დაცვასაც არ ვამბობ, ცოტა ხმამაღლა ამოეღოთ ხმა. რა თქმა უნდა, ამის პოლიტიკური ნება მათ არ ეყოთ, რადგან იქ დომინირებდნენ სწორედ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდის მომხრეები არიან. ამიტომ მანიპულირება ხდება და ამით საქართველოზე ზეწოლა ხორციელდება. ეს არის დღევანდელი იდეოლოგიური მეინსტრიმი, რომელიც ევროპაში ჯერ კიდევ დომინანტია, მაგრამ ნელ-ნელა ამ დომინანტ იდეოლოგიასაც საფუძველი ეცლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

თეირანის ქუჩებში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობს. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.მედიის ცნობით, მსვლელობის მონაწილეთა ნაწილმა ხიდზე ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული, ქვებს ესროლეს.„ამერიკის შეერთებუულმა შტატებმა ჩვენი მამა მოკლა. არ გაგიშვებთ!“ – წერია ბილბორდზე, რომელზეც ტრამპი თავში დამიზნებული ტყვიით არის გამოსახული.ამასთან, მსვლელობაში მონაწილე დემონსტრანტებმა აშშ-ის და ბრიტანეთის დროშებს ცეცხლი წაუკიდეს. აქტივისტების ნაწილს ხელში ეკავა ბანერები წარწერით „მოკალი ტრამპი“.შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ირანის სახელმწიფო მედიამ ინფორმაცია პირველ მარტს დაადასტურა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

ბოლო სიახლეები