შაბათი, ივლისი 11, 2026

გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია

მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირზე საუბრისას განაცხადა.

მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტარების მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. მისივე თქმით, საქართველოზე მსგავსი სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებები მომავალშიცაა მოსალოდნელი.

„მომავალშიც იქნება და მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია. როდესაც გამოდიან ევროდეპუტატები და ითხოვენ, სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანონ საავადმყოფოში და ამბობენ, რომ ციხეში აწამებენ სააკაშვილს, ახლა ამის იქით აღარ სიბრმავეა და აღარც სიყრუე. ეს არის სრული დეგრადაცია: მორალური, პოლიტიკური, ყველანაირი. გამოვიდა შვედეთის წარმომადგენელი და თქვა, 2022 წლის მაისში გადაიყვანეს და მის შემდეგ კერძო კლინიკაშიაო. ეტყობა, აგრძნობინა მათ, რომ ამ სისულელეებს მთელი მსოფლიო ისმენს. ჩვენ ხომ ამას ვისმენთ. შესაძლოა, ნიკარაგუაში არ აინტერესებდეთ რა ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვუყურებთ. ფოტიგა და კუბილიუსი რომ პოლიტიკოსები იქნებიან, ხაბეიშვილზე საუბარი შეიძლება?!“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მერაბ დვალიშვილმა RAF-ში ჰენრი სეხუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა თბილისში, Real American Freestyle-ში (RAF) ჰენრი სეხუდო 11:8 დაამარცხა.დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ 0:8 მარცხდებოდა, თუმცა საოცრად იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.მერაბ დვალიშვილი და ჰერნი სეხუდო აქამდე ერთხელ ერთმანეთს UFC-ში შეხვდნენ და ის ბრძოლაც დვალიშვილმა მოიგო.აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ RAF-ის ღონისძიებაზე გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც მოიგეს.

პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი ეფუძნება შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განაჩენის შესახებ.კითხვის საპასუხოდ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ეს კითხვა მართლმსაჯულების სისიტემას მიერმართება და თავად კომენტარს ამაზე არ უნდა აკეთებდეს.„რაც შეეხება განაჩენს, რომელზეც კითხვა დამისვით. ეს კითხვა მართლმსაჯულების სისტემისთვისაა და კომენტარს მე არ უნდა ვაკეთებდე. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ევროკავშირი ეფუძნება პრინციპებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები კი შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლებაა. ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და ეს პრინციპები თითოეულმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ცნობისთვის, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარეობს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა ფინალში ფრანგი აშაბ დადაევი 10-0 დაამარცხა და ტიტულის დაცვა მოახერხა.ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა 2025 წლის კონტინენტის პირველობის ფინალშიც ფრანგი სპორტსმენი, აშაბ დადაევი დაამარცხა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში კონორ ბიბის მოუგო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თბილისში, ორგანიზაცია RAF-ის მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში ამერიკელი კონორ ბიბი დამაჯერებლად, 11:0 დაამარცხა.2016 წლის რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა თავის მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა, უკანასკნელი ქულა კი მესამე პერიოდის მიწურულს აიღო.ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის RAF-ში ეს მესამე შეხვედრა იყო – მან აქამდე ერთხელ მოიგო და ერთხელ დამარცხდა.თბილისში ამერიკული ორგანიზაციის ღონისძიების ეგიდით დღეს გენო პეტრიაშვილმა და გივი მაჭარაშვილმაც მოიგეს. ხალიჩაზე ვიხილავთ ვლადიმერ გამყრელიძეს და მერაბ დვალიშვილს.

გივი მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა

გივი მაჭარაშვილმა Real American Freestyle-ში (RAF) მეორე შეხვედრა მოიგო – ქართველმა სპორტსმენმა თბილისში ამერიკელი ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა.დაძაბულ შეხვედრაში მაჭარაშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდის მიწურულს მოიპოვა, როცა ოთხქულიანი ილეთი შეასრულა.2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნმა RAF-ში პირველად მიმდინარე წლის მარტში მოიგო, მაშინ მან ამერიკელთა ვარსკვლავს, სტივენ ბიუქენენს სძლია.RAF-ში თავისი სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა. დღეს ასევე იჭიდავებენ ვლადიმერ გამყრელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერაბ დვალიშვილი.

ბოლო სიახლეები