პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებას აფასებს: „შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას ადარებს დღევანდელ გერმანიას და მათ ცოდვებს დღევანდელ გერმანიას ეკითხება, მათ ელჩს კორუმპირებულს უწოდებს, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა გაერთიანებული ოპოზიცია. საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“
გია ვოლსკი – შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს
საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისიის (ECECACD) თავმჯდომარეს, პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდერ კვაშნევსკისა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, ასევე, პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ზიანის შემცირების პროგრამები დანერგა. აღინიშნა 2015 წელს დაწყებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ათიათასობით ადამიანმა უფასო მკურნალობა მიიღო, ხოლო შესაბამისი სერვისები ზიანის შემცირების ცენტრებთან ინტეგრირდა.
მიხეილ ყაველაშვილმა კომისიის წევრებს გააცნო 2027 წელს თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პირველი გლობალური სამიტის ჩატარების ინიციატივაც, რომლის გამართვაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით განიხილება. ინიციატივის მიზანია ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ალტერნატიული სივრცეების შექმნა, სადაც მათი ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი სპორტული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით დაიტვირთება, როგორც მათი ფსიქიკური და მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს მისიაა ჯანმრთელი, მორალურად მყარი და ეროვნული ცნობიერებით განმსჭვალული თაობების აღზრდა.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ალექსანდერ კვაშნევსკისა და კომისიის წევრებს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
გიორგი კახიანი – ,,ნაცმოძრაობა” არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით – ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს...
ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შესაფერის დროს ელოდება. კახიანს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ, რადგან „მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ“.„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.კახიანმა ისაუბრა კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“.გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.„რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ.„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით: „მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიაში ერთთვიან პროფესიულ პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა წარმომადგენელმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, გერმანიაში სტუ-ის წარმომადგენლების პროფესიული პრაქტიკის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო. პრაქტიკული კურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე, გერმანიის ქალაქ შაიერნში (Scheyern) გაიმართა და მიზნად სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავდა. კურსის ფარგლებში გუნთიშვილი და სულაბერიძეჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.როგორც ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე ნინო ახობაძე აცხადებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პროფესორ კლაუს ჰიპს შორის თანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება. ბატონი ჰიპის მხარდაჭერით ორგანიზებული პროფესიული პრაქტიკა უნივერსიტეტსა და გერმანულ მხარეს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.პროექტი სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილებაა, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იმუშაონ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე სივრცეში. ერთი თვის განმავლობაში ელისაბედ გუნთიშვილი და მარიამ სულაბერიძე მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. პრაქტიკამ მათ საშუალება მისცა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოეყენებინათ და გერმანულ სამუშაო პრაქტიკას გაცნობოდნენ“, - აცხადებს ნინო ახობაძე.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შაიერნის მონასტრის სასულიერო პირებმა, რომლებმაც სტუდენტებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს და შეუქმნეს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო პირობები. მონასტრის წარმომადგენლების მხარდაჭერით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ემუშავათ უნიკალურ ისტორიულ გარემოში და უშუალოდ გასცნობოდნენ მონასტრის კულტურულ მემკვიდრეობას.
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.

