ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, აუცილებელია რეგულაციების შესრულება

ჩვენ რეალურად, პირბადის ამარა დავრჩით და საზოგადოების ნახევარზე მეტი ამ პირბადეს არ ხმარობს ან სწორად არ იკეთებს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება და ახალი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია დაწესებული რეგულაციების შესრულება, პირბადის მოხმარების პროცენტული გაზრდა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია, ვაფასებთ გაერო-სთან მჭიდრო პარტნიორობას გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.„2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა

დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.„ამაზე პრეზიდენტს დღეს დილით ვესაუბრე და, სამწუხაროდ, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სასტიკ ომში არიან, ომში, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო”, – განაცხადა ლევიტმა.თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს აბუ დაბიში გაგრძელდება. ლევიტის თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში.ლევიტის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებები „ისტორიულია“, რადგან „სამ ქვეყანას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“.„სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა და პრეზიდენტმა ტრამპმა შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხში და ვიცი, რომ ისინი ისწრაფვიან იგივე გააკეთონ რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევიტმა.

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 თვეში საზოგადოება უკვე გამოკვეთილად დაინახავს, სად არის ფასების რეგულაციის რესურსი

გურამ მაჭარაშვილის თქმით, აღმასრულებელ მთავრობაში მომუშავე კომისიამ სურსათზე ფასების რეგულაციის რესურსი აჩვენა. „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ამავე საკითხზე შექმნილი საპარლამენტო კომისია მაღალი ხარისხით იმუშავებს.„ვხედავთ, რომ არსებობს ფასების რეგულაციის რესურსი. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის საპარლამენტო კომისია შეიქმნება და დარწმუნებული ვარ, რომ 2-3 თვეში საზოგადოება უკვე გამოკვეთილად დაინახავს, სად არის ფასების რეგულაციის რესურსი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები განისაზღვრა. კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

შალვა პაპუაშვილი – ოთხ ოქტომბერს ვინც თავისუფლების მოედანზე გამოვიდა, გამოვიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება, რაც დაანონსებული იყო

თავისუფლების მოედანზე ვინც მივიდა, ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი, ყველა იქ ვინც მივიდა, მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერა გარედან ხდება.„4 ოქტომბერს რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე გამოვიდა თავისუფლების მოედანზე ნეპალის მოსაწყობად. იქ ვინც მივიდა, ინჟინერი, ექიმი, მასწავლებელი, სტუდენტი, ყველა იქ ვინც მივიდა, მივიდა იმ განწყობით, რომ მოეწყოთ ნეპალი, სისხლიანი გადატრიალება საქართველოში, ეს იყო დაანონსებული. დაიწყეს კიდეც ამის განხორციელება, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე დაიწყეს შტურმი. ერთადერთმა რამემ გადაგვარჩინა – ჩვენი უსაფრთხოების სისტემის პრევენციულმა მოქმედებამ, პოლიციელებს, დაცვის სამსახურის და სხვა სტრუქტურების თანამშრომლების მოქმედებამ, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს კონსტიტუციური წესრიგი. 4 ოქტომბერი იქნა მხარდაჭერილი გარედან და ოთხი თვის თავზეც კი არ გმობენ და არ ემიჯნებიან. დიახ, ეს არის მცდელობა, გარედან ექსტრემიზმის მხარდაჭერისა, ექსტრემისტული მოძრაობების დაკვეთისა რათა თავიანთი მომხრეების რადიკალიზაცია მოახდინონ და წაიყვანონ ძალადობრივი ქმედებებისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ილონ მასკი – ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ფაშისტი ტოტალიტარია.ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ სანჩესის სოციალურ მედიასთან დაკავშირებით ესაპნეთში ცვილიებების გატარებას გეგმავს.„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ესპანეთში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვა იგეგმება. ამასთან, ესპანეთში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც სოციალური მედიის მფლობელებს მათ პლატფორმებზე სიძულვილის ენის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას დააკისრებს.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, მომავალ კვირაში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის აღმასრულებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონო და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტისთვის, ასევე ალგორითმული მანიპულირებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.„ჩვენ დავიცავთ მათ ციფრული ველური დასავლეთისგან. დღეს ჩვენი შვილები ისეთ სივრცეში არიან, რომელშიც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეიძლება. დღეს სოციალურ მედია დამოკიდებულების, ძალადობის, პორნოგრაფიის, მანიპულირების და ძალადობის ადგილია. ჩვენ ამას აღარ შევეგუებით. ჩვენ დავიცავთ მათ “, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები