პარასკევი, ივნისი 5, 2026

არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო მუსიკოსის და ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო. უნიჭიერესი, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და სიკეთით სავსე ადამიანი აღარ გვყავს, სამწუხაროდ. უდიდესი დანაკლისია! საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ახალი სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებული უნდა იყოს ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას

მიმდინარე გადატვირთვის პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ორ ტერმინს იყენებს – სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამ ორ პრინციპს უგულებელყოფდა ბაიდენის ადმინისტრაცია – სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.„ასე რომ, ჩვენთვის მთავარია ეს ძირეული ცვლილება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომლის შედეგადაც, იმედი გვაქვს, შესაძლებელი გახდება ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 2009 წელს, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, როგორც დამამშვიდებელი პრიზი გადასცეს მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რათა საბოლოოდ არ ჩამოშლილიყო, ვფიქრობ, ამ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მგონი, არის სრული კონსენსუსი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ამერიკელების მხრიდან, რომ ის იყო ცარიელი და არაფრისმთქმელი დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელსაც არ ჰქონდა არსებითი შინაარსი.ვფიქრობ, ორივე მხარე თანხმდება, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ დღის წესრიგს უნდა ეფუძნებოდეს და ორიენტირებული იყოს როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს როგორც ჩვენ, ისე აშშ-ის ადმინისტრაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში. აღინიშნა საქართველოს მზარდი მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პარტნიორის.ალექსანდრე ტაბატაძემ იტალიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.მხარეებმა საპარლამენტო კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაძლიერების კუთხით მზადყოფნა გამოთქვეს, რაც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და უსაფრთხოების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს.იტალიელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო ურთიერთობებისა და ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.შეხვედრას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები - ზვიად შალამბერიძე და იოსებ ჯორბენაძე დაესწრნენ.

ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

რომში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.პარაათლეტმა პირველ წრეში მასპინძელ, იტალიელ პარატაეკვონდოისტს სძლია, ხოლო ტურნირის მეორე ეტაპზე მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა.ჯაფარიძემ ფინალში მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

დონალდ ტრამპი – უკრაინამ ჩვენი სამხედრო დახმარების უზარმაზარი რაოდენობა მიიღო, ჩვენი სამხედროებისა და ტექნიკის გარეშე ქვეყანა დღეს საერთოდ ვერ იარსებებდა, რომ ებრძოლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან უზარმაზარი სამხედრო დახმარება მიიღო და ამ დახმარების გარეშე ქვეყანა დღეს ვერ იარსებებდა.„უკრაინამ ჩვენი სამხედრო დახმარების უზარმაზარი რაოდენობა მიიღო. ჩვენი სამხედროებისა და ტექნიკის გარეშე უკრაინა დღეს საერთოდ ვერ იარსებებდა, რომ ებრძოლა. ჩვენ მათ ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მივეცით – საუკეთესო აღჭურვილობა. ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო ტექნიკას მთელ მსოფლიოში, მაგრამ ისინი ერთ-ორ დღესაც ვერ გაძლებდნენ. ვერ შეძლებდნენ ამის გაკეთებას. ამბობდნენ, რომ ობამამ ფურცლები მისცა და ტრამპმა კი – ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იარაღი. დამანგრეველი იარაღი. გადაამოწმეთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო სამხედრო ტექნიკა, რაც კი ოდესმე უნახავს ვინმეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე – მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მადლობა მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის

მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.სარჯველაძემ მშობლებს კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.„მინდა, შევუერთდე მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მადლობა პრემიერ-მინისტრს პირადი ჩართულობისთვის. დიდი ხანია, რაც ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პროცესი დღევანდელ დღემდე მოსულიყო. მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რათა არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა სხვა მიმართულებით არსებობდეს ბავშვებისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ უპირველესად ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ყველაფერთან დაკავშირებით ექნება სრული ინფორმაცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

ბოლო სიახლეები