სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

ანიტას საერთო კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

ორი წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის საერთი კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში- “ანიტასთვის” მისი ნათლია წერს.

“გოგო ანიტას ამბებიდან: (ისევ ბევრნი გვწერთ, ისევ აქ გპასუხობთ)
– ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია: განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ, ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული.
კიდევ ერთხელ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ ამჯერად ჩვენი პატარა ნამდვილად მზრუნველ ხელებში მოხვდა… ასევე, მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ერთ ერთ ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართულობის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით.
– ოპერაცია, სახელად “შვრიის ფაფა”.
დიახ, გუშინ დილას გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ანიტას შორის, რომლის მიზანიც ქალბატონისთვის შვრიის ფაფის მირთმევა იყო.
გაიმარჯვა მარიკომ. ბედნიერები ვართ ჩვენც და ყველაც.
-ოპერაცია, სახელად “წვნიანი” :
დიახ, გუშინ შუადღისას, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ქალბატონს შორის წვნიანის მირთმევაზე. მარიკო დამარცხებულია, ანიტა გამარჯვებული სახით მიირთმევს პიცას. ჩვენ ესეც გვიხარია, მანამდე, არაფერს ჭამდა საერთოდ.
ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით.
ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ მაგ პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ.

#ანიტასთვის მოფიქრალო ადამიანებო, თქვენი პოზიტიური აზრების და ლოცვის ძალით, ვიმედოვნებთ, რომ ამ კვირაში უფრო მეტი კარგი ამბავი გვექნება მოსაყოლი”,-წერს ანიტას ნათლია მის მხარდამჭერ ჯგუფში.

შენიშვნა: სტილი დაცულია.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახალხო დამცველის აპარატი უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინეს – ასევე, მათი ცნობით, ფეიქრიშვილმა ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინა.როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ციხეში მონახულების შესახებ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან.ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხის განხილვა 21 ოქტომბრიდან იწყება.

დონალდ ტრამპი – პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე “მუსლიმური ქალაქი” გახდება.აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა.„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.მანამდე მან სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. “საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია”, - დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას არ ვაპირებ, თუმცა თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შუა პროცესში შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია.„როდესაც შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ასე არ გამოდიხარ, ვისთანაც მოლაპარაკებებს მართავ. საქმე უკრაინასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ეხება. ირანის საკითხზეც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რადგან ისინი ამ მიმართულებით ძალიან კარგად იქცევიან. ასევე, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მძევლებთან და დიზელთან დაკავშირებით. ეს ჩემი საქმეა. როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, ასე არ იქცევი“, – განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების კრიტიკის საპასუხოდ.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობას მისი სჯერა და მოლაპარაკებების პროცესში მის გადაწყვეტილებებს ენდობა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა გარანტია მისცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს, მიაღწიოს მძევლის გათავისუფლებას, რომლის დაბრუნებასაც აშშ დიდი ხანია, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტობამდე, ცდილობს.ტრამპის განცხადებით, ირანის საკითხთან დაკავშირებითაც დადებითი ვითარებაა, რადგან რუსეთი ირანს არ ეხმარება.„ირანს ძალიან ძლიერად ვუტევთ, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთს იქ არაფერი გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ფაქტორია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზეც მიმდინარეობს და ის პროცესის ნაადრევად შეწყვეტას არ აპირებს.„არ ვაპირებ მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას. თუმცა ამის გაკეთების უფლება ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მაქვს. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციების შეჩერებით პუტინს ხომ არ უჭერს მხარს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.„მე მხარს ვუჭერ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამას ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ზელენსკი ვითარებას დიდად არ უწყობს ხელს. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინელი ქალის განცხადებაზე, რომელშიც, მისი თქმით, ქალი ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინელი მამაკაცების დაღუპვაში. ტრამპის განცხადებით, ქალი ამბობდა, რომ უკრაინელი მამაკაცები იღუპებიან, ბევრი მათგანი ფეხებს კარგავს, ზოგი კი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ამ ქალის დაპატიმრება სურთ.ჟურნალისტის კითხვაზე, უზიარებს თუ არა აშშ უკრაინას ინფორმაციას რუსეთის თავდასხმების შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის და უკრაინის დასახმარებლად დიდი რესურსი აქვს გაღებული.„დიახ, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. ძალიან ბევრს ვაწვდით. იცით, რა? უკრაინას ბევრი რამ მივეცით, მათ კი ჩვენთვის არაფერი მოუციათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები