ჩვენ გვაქვს კვების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელსაც კვალიფიციური თანამშრომლები უძღვებიან, ამდაგვარი კვებაც კი ჩვენს ჯარში არასდროს ყოფილა. თუკი საქართველოში რამე ძვირფასი საკვებია, ამით იკვებება დღეს ჩვენი ჯარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რუსული პროდუქცია, რომელსაც ალბათ ალტერნატივა არ ჰქონდა და იმდენად მინიმალური ღირებულების და რაოდენობის არის, ამაზე ლაპარაკიც როგორ შეიძლება. სამხედრო მოსამსახურეების 70% ეს საკვები თვალით არ აქვთ ნანახი და იმ დარჩენილ 30 პროცენტ, რომელსაც ამ საკვების მიღება მოუწია ალბათ წელიწადში ორჯერ გამოიყენა. სამხედროების სრულ უმრავლესობას რომ ჰკითხოთ: არის თუ არა ეს საკვები ჯარში, გეტყვით რომ – არა, ან არ უნახავს ან არ ახსოვს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.