ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს.

“MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, – წერს უილსონი.

ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”.

“აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები:

ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი),

კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი),

ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე),

ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი),

ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი),

პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი),

მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი),

სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი).

საკანონმდებლო:

შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის სპიკერი),

ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე),

მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი),

ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული ახრი PosTV-ის მფლობელი),

დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი) ,

თეა წულუკიანი (პარლამენტარი).

სასამართლო:

მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),

დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),

გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე) ,

შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე).

საკვანძო ინსტიტუტები:

გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი),

კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი),

გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე),

გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი),

რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური),

ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი).

ბიზნესი:

უჩა მამაცაშვილი,

ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი,

ალექსანდრე ივანიშვილი,

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე,

ნოშრევან ნამორაძე.

პროპაგანდა:

ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი),

ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი),

ვასილ მაღლაფერიძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი) ,

კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)”, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც უილსონი აქვეყნებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.აქვე განვმარტავთ, რომ ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

შსს – დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოქალაქეების, ასევე საპატრულო პოლიციის და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, რის გამოც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.მათივე ცნობით, პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.„დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა

გიორგი ვოლსკი ბიზნესის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეტანის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ საკმაოდ კარგად გააზრებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსთვის დაპირისპირების ახალი პლატფორმის შექმნასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რამაც თბილისის მშვიდობის პოლიტიკას უნდა შეუქმნას პრობლემა.„ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი, იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. ისიც ყველამ იცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა ბენზინს“, - აცხადებს ვოლსკი.

ბოლო სიახლეები