“ხელშეკრულება ანულირებულია,”- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან სწრაფი ტესტების შეძენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.
ამასთან ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ფართო ტესტირება დაიწყებოდა, ამ ტესტების ხარისხი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის ამ დრომდე არ აქვს მიღებული ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რათა აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს.
საელჩოს ეს განცხადება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია.
23 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება სწორედ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება $1,182,500 დოლარი იყო