სამშაბათი, აგვისტო 11, 2026

ცნობილია ის ექვსი ქვეყანა რომელიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს

 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახალი გათამაშებისთვის დროის ათვლა უკვე დაწყებულია – მომდევნო მუნდიალის მატჩებს სამი კონტინენტის ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს.

მასპინძელი ქვეყნები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო, რადგან სამ ქვეყანაში ჩატარდა, ხოლო 2030 წელს ტურნირის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2024 წლის 11 დეკემბერს, ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესზე დამტკიცდა. მესამე ძირითადი მასპინძელი კი მაროკოა.

გარდა ამისა, 1930 წელს ურუგვაიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფიფა-ს სურდა, პატივი მიეგო ამ ქვეყნისთვის და იქ ერთ-ერთი გახსნითი მატჩი ჩატარდება. უშუალოდ სამხრეთ ამერიკის პატივსაცემად, კიდევ ორი მატჩი გაიმართება არგენტინაში (1930 წლის ვიცე-ჩემპიონი) და პარაგვაიში, სადაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) შტაბბინა მდებარეობს.

მუნდიალის ჩატარების თარიღი

2030 წელს ტურნირი 8 ივნისიდან 21 ივლისამდე გაიმართება. ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.

გახსნითი მატჩი 8 ივნისს, მონტევიდეოს (ურუგვაი) ლეგენდარულ „სენტენარიოს“ სტადიონზე შედგება. მომდევნო ორი მატჩი ბუენოს აირესის (არგენტინა) „ელ მონუმენტალსა“ და ასუნსიონში (პარაგვაი) ჩატარდება. ამის შემდეგ, ტურნირის დარჩენილი ნაწილი ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლებს.

დიდი ალბათობით, ტურნირის გადამწყვეტ მატჩს „ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

სტადიონები და მასპინძელი ქალაქები

ესპანეთი მატჩებს 9 ქალაქის 11 სტადიონზე მიიღებებს: მადრიდი („ბერნაბეუ“ და „მეტროპოლიტანო“), ბარსელონა („კამპ ნოუ“ და „RCDE სტადიონი“), სევილია („ლა კარტუხა“), ბილბაო („სან მამესი“), სან სებასტიანი („ანოეტა“), სარაგოსა („ნუევა რომარედა“), ლას პალმასი („ესტადიო დე გრან კანარია“) – შესაძლებელია მატჩები ასევე ჩატარდეს ვალენსიასა („ნუევო მესტალია“) და ვიგოში („ბალაიდოსი“).

მაროკოში მატჩები ექვს ქალაქში გაიმართება, თითოეულში თითო სტადიონზე: კასაბლანკა („ჰასან მეორის გრანდ სტადიონი“), ტანჟერი („იბნ ბატუტას სტადიონი“), რაბათი („პრინც მოულაი აბდელას სტადიონი“), ფესი („ფესის სტადიონი“), აგადირი („ადრარის სტადიონი“) და მარაკეში („მარაკეშის გრანდ სტადიონი“).

ხოლო პორტუგალიაში მატჩებს ორი ქალაქი უმასპინძლებს: ლისაბონი („ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“), პორტუ („დუ დრაგაუ“).

ფორმატი

ამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 104 მატჩი ჩატარდება, როგორც ეს 2026 წლის ტურნირზე მოხდა, თუმცა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და მუნდიალზე 64-მა ნაკრებმა ითამაშოს.

თუ ეს ციფრი დამტკიცდა, ფორმატი შეიცვლება და, სავარაუდოდ, ოთხგუნდიანი 16 ჯგუფი შედგება, საიდანაც 1/16 ფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ

არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ.„პირველ რიგში, არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი განცხადებები. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში. იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაც მე გავიმეორე. ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი თავის დროზე, 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში და მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად რატომ მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში, ანუ ომში გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ და მერე რატომ ჩაიწერა, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია. რუსეთის პასუხზეა იქ პირდაპირ საუბარი და ამას ხელი მოაწერა თქვენმა პარტიამ“, – აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“.„არგუმენტი თუ ვინმემ რამეს მისცა, ეს იყო ის, როდესაც თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც აღიარა ის, რომ კონფლიქტი მათ გადაზარდეს ომში, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში. ვინმემ თუ რამე შეაგულიანა, ჩვენ ფაქტებით ვხედავთ ამ ყველაფერს. ფაქტები არის ოკუპაცია და ფაქტები არის აღიარება. როგორც ოკუპაცია, ისე აღიარება მოჰყვა სწორედ იმ ყველაფერს, რასაც აკეთებდა თქვენი პოლიტიკური პარტია. ეს არ იყო მხოლოდ მაშინ საომარი მოქმედებების დაწყება, მარტო ეს არ იყო, რაც მათ გააკეთეს, ამას წინ უძღვოდა ათასი პროვოკაციული ქმედება, რითაც მოუმზადეს მათ რუსეთის ფედერაციას საბაბი, არა საფუძველი, არამედ, ხაზგასმით ვამბობ, საბაბი იმისათვის, რომ გადაედგათ ის ნაბიჯები, რაც შემდეგ გადადგეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩაედინათ ის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინეს. ეს იყო, მათ შორის ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის წოდება და ა.შ. უამრავი პროვოკაციული ფაქტი. კანონი მიიღეს, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს, რითაც შექმნეს ალტერნატიული დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლება. ეს იყო იმ ნაბიჯების დაწყება, რომლებიც დააგვირგვინეს შემდეგ იმით, რაც ჩაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ეს გააკეთა თქვენმა პარტიამ და თქვენ სამარცხვინოდ არ ემიჯნებით საკუთარი პარტიის ამ ქმედებებს, რამაც მოიტანა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია და ამ ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო, ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო, ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენს.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის.„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე - საქმე, ეხება ცისტური ფიბროზის ან მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას.ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და იწვევს ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის - სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში.ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.სახელმწიფოსა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, დღეს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კომპანია „ვერტექსთან“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეიძენს ე.წ. გენმოდულატორს სახელწოდებით „ტრიკაფტა“.მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ - მთლიანად პროცესის მხარდაჭერისთვის.საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ, 2 წლის და უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის.ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს.მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას — რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება, საერთო ჯამში, 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია უდაოდ არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.დღეიდან გაგრძელდება მუშაობა მედიკამენტის დასანერგად, რასაც გავაგრძელებთ მშობლებთან კვლავაც აქტიური თანამშრომლობით და რეალურად, სექტემბერში დავიწყებთ მედიკამენტების მიწოდების პროცესს.მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის ერთად გავლისთვის მათ მადლობა, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის.დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ კიდეც“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვიდრე ოპოზიციაში იარსებებს ძალა, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის იქნება განწირული

გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება.„დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე, ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებსითვის, ვიდრე ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებული ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს. ეს არის გარდაუვალი რეალობა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ, რომ მათი...

არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა, ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

„სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.ჩიბურდანიძემ ბარამიძის განცხადებებს, თითქოს რუს ტყვეებს ქართველები ხვრეტდნენ, მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ის, რომ ბრალდებები მან სწორედ ახლა გაახმოვანა, როცა შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის.„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის მძიმე დღეები გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივმა განცხადებამ კიდევ უფრო დაამძიმა, რომელსაც უმალვე მხარი აუბა ოკუპანტმა სახელმწიფომ და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. ყველა ქმედება პოლიტიკაში შედეგით იზომება. 2008 წელს რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს მოხდა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად. ბარამიძემ კი, სწორედ ახლა, როდესაც შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის, კიდევ ერთხელ შეასრულა მოღალატეობრივი დაკვეთა და შუღლი ჩააგდო ჩვენს ეთნოსებს შორის, კვლავ ომისკენ აანთო აფხაზები და მიიღო კიდეც მათგან სასურველი უკუშედეგი.ოპოზიციის პოლიტიკა შიდა კონფლიქტებში მხოლოდ ომზე გადის და მათთვის მიუღებელია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და რაც მისაღებია აფხაზი და ოსი ერისთვის (არა დე ფაქტო მმართველებისთვის). სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან.ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი მათი მხარდამჭერები. და ვინ არიან ესენი? ისინი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რუსეთში უმღეროდნენ, ლარსზე ღვინით ხელში ხვდებოდნენ, მთლიანი ქართული ეკონომიკა მიჰყიდეს და ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ აუცილებელი იყო მათთან ურთიერთობა? დიახ, აგვისტოს დღეებში მათ გაწირეს უპირველეს ყოვლისა, ქართველები და შემდეგ ოსები. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შეეძლოთ ამ ომის თავიდან აცილება და არ გააკეთეს. ეს უკვე დიდი დანაშაულია!ისტორია თავის სამართალს ყოველთვის აღადგენს და აგვისტოს ომის სამართალიც ამ პროცესშია. დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიული სამართლის წინაშე ყველა უძლურია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები