სამშაბათი, აგვისტო 11, 2026

ცნობილია ის ექვსი ქვეყანა რომელიც 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს

 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ახალი გათამაშებისთვის დროის ათვლა უკვე დაწყებულია – მომდევნო მუნდიალის მატჩებს სამი კონტინენტის ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს.

მასპინძელი ქვეყნები

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო, რადგან სამ ქვეყანაში ჩატარდა, ხოლო 2030 წელს ტურნირის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ესპანეთისა და პორტუგალიის ერთობლივი განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2024 წლის 11 დეკემბერს, ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესზე დამტკიცდა. მესამე ძირითადი მასპინძელი კი მაროკოა.

გარდა ამისა, 1930 წელს ურუგვაიში გამართული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით, ფიფა-ს სურდა, პატივი მიეგო ამ ქვეყნისთვის და იქ ერთ-ერთი გახსნითი მატჩი ჩატარდება. უშუალოდ სამხრეთ ამერიკის პატივსაცემად, კიდევ ორი მატჩი გაიმართება არგენტინაში (1930 წლის ვიცე-ჩემპიონი) და პარაგვაიში, სადაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CONMEBOL) შტაბბინა მდებარეობს.

მუნდიალის ჩატარების თარიღი

2030 წელს ტურნირი 8 ივნისიდან 21 ივლისამდე გაიმართება. ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.

გახსნითი მატჩი 8 ივნისს, მონტევიდეოს (ურუგვაი) ლეგენდარულ „სენტენარიოს“ სტადიონზე შედგება. მომდევნო ორი მატჩი ბუენოს აირესის (არგენტინა) „ელ მონუმენტალსა“ და ასუნსიონში (პარაგვაი) ჩატარდება. ამის შემდეგ, ტურნირის დარჩენილი ნაწილი ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლებს.

დიდი ალბათობით, ტურნირის გადამწყვეტ მატჩს „ბერნაბეუ“ უმასპინძლებს.

სტადიონები და მასპინძელი ქალაქები

ესპანეთი მატჩებს 9 ქალაქის 11 სტადიონზე მიიღებებს: მადრიდი („ბერნაბეუ“ და „მეტროპოლიტანო“), ბარსელონა („კამპ ნოუ“ და „RCDE სტადიონი“), სევილია („ლა კარტუხა“), ბილბაო („სან მამესი“), სან სებასტიანი („ანოეტა“), სარაგოსა („ნუევა რომარედა“), ლას პალმასი („ესტადიო დე გრან კანარია“) – შესაძლებელია მატჩები ასევე ჩატარდეს ვალენსიასა („ნუევო მესტალია“) და ვიგოში („ბალაიდოსი“).

მაროკოში მატჩები ექვს ქალაქში გაიმართება, თითოეულში თითო სტადიონზე: კასაბლანკა („ჰასან მეორის გრანდ სტადიონი“), ტანჟერი („იბნ ბატუტას სტადიონი“), რაბათი („პრინც მოულაი აბდელას სტადიონი“), ფესი („ფესის სტადიონი“), აგადირი („ადრარის სტადიონი“) და მარაკეში („მარაკეშის გრანდ სტადიონი“).

ხოლო პორტუგალიაში მატჩებს ორი ქალაქი უმასპინძლებს: ლისაბონი („ჟოზე ალვალადე“ და „და ლუჟი“), პორტუ („დუ დრაგაუ“).

ფორმატი

ამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ ტურნირში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და 104 მატჩი ჩატარდება, როგორც ეს 2026 წლის ტურნირზე მოხდა, თუმცა ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, შესაძლებელია მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს და მუნდიალზე 64-მა ნაკრებმა ითამაშოს.

თუ ეს ციფრი დამტკიცდა, ფორმატი შეიცვლება და, სავარაუდოდ, ოთხგუნდიანი 16 ჯგუფი შედგება, საიდანაც 1/16 ფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ვიდრე ოპოზიციაში იარსებებს ძალა, რომელიც ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის იქნება განწირული

გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ვიდრე არ გაიწმინდება ოპოზიციური ფლანგი, მანამდე გაჭირდება დიდი ნაბიჯებით განვითარება.„დაახლოებით 8-9 არჩევნები გამოვიარე, ამ 8-9 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებსითვის, ვიდრე ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებული ძალა, რომელიც ზიზღის, სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს. ეს არის გარდაუვალი რეალობა, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ, რომ მათი...

არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ე.წ. პოლიტიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია.„არ მინდა, რამე ვთქვა, კულტურის სფეროს წარმომადგენელია, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად გაამართლო შენი ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზეც პასუხი არ არსებობს და იმის გამო, რომ პასუხი არ აქვთ, გამოდიან უხეში, შეურაცმყოფელი განცხადებებით როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, ისე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად ცხადი, რასც ვერ ახსნიან ვერანაირად, ვერ გაამართლებენ ვერანაირად, ამიტომ უწევთ უხეში განცხადებების კეთება, რაც ტრაგიკული მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა, ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

„სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.ჩიბურდანიძემ ბარამიძის განცხადებებს, თითქოს რუს ტყვეებს ქართველები ხვრეტდნენ, მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ის, რომ ბრალდებები მან სწორედ ახლა გაახმოვანა, როცა შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის.„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის მძიმე დღეები გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივმა განცხადებამ კიდევ უფრო დაამძიმა, რომელსაც უმალვე მხარი აუბა ოკუპანტმა სახელმწიფომ და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. ყველა ქმედება პოლიტიკაში შედეგით იზომება. 2008 წელს რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს მოხდა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად. ბარამიძემ კი, სწორედ ახლა, როდესაც შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის, კიდევ ერთხელ შეასრულა მოღალატეობრივი დაკვეთა და შუღლი ჩააგდო ჩვენს ეთნოსებს შორის, კვლავ ომისკენ აანთო აფხაზები და მიიღო კიდეც მათგან სასურველი უკუშედეგი.ოპოზიციის პოლიტიკა შიდა კონფლიქტებში მხოლოდ ომზე გადის და მათთვის მიუღებელია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და რაც მისაღებია აფხაზი და ოსი ერისთვის (არა დე ფაქტო მმართველებისთვის). სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან.ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი მათი მხარდამჭერები. და ვინ არიან ესენი? ისინი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რუსეთში უმღეროდნენ, ლარსზე ღვინით ხელში ხვდებოდნენ, მთლიანი ქართული ეკონომიკა მიჰყიდეს და ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ აუცილებელი იყო მათთან ურთიერთობა? დიახ, აგვისტოს დღეებში მათ გაწირეს უპირველეს ყოვლისა, ქართველები და შემდეგ ოსები. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შეეძლოთ ამ ომის თავიდან აცილება და არ გააკეთეს. ეს უკვე დიდი დანაშაულია!ისტორია თავის სამართალს ყოველთვის აღადგენს და აგვისტოს ომის სამართალიც ამ პროცესშია. დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიული სამართლის წინაშე ყველა უძლურია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის ადმინისტრირება. კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე  ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევის 212 ფაქტი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევისაგან. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

მიხეილ ყაველაშვილი – შინდისის გმირებმა ყველას დაანახეს, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას

დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს ვაჟკაცობით, მებრძოლი სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს შინდისის გმირებით.„სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია. კიდევ ერთხელ, დიდება და პატივი მათ სულებს და სახელებს. ვნახე შინდისის გმირების მშობლები და პირადად გადავუხადე მადლობა ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა. უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჩავუნერგოთ ის სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ შინდისის გმირები. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას ახსოვდეს მათი  საქმე და გმირობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები