ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის მიერ, ქალაქ ტაშკენტში, ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ UNODC-ის გლობალური სამგზავრო და ტვირთების კონტროლის პროგრამის (PCCP) ფარგლებში, გამართული საბაჟო ორგანოებისა და პორტების კონტროლის ერთობლივი დანაყოფების რეგიონთაშორისი ქსელის (IREN) წევრი ქვეყნების ფორუმი, რიგით მეთერთმეტე ყოველწლიური შეხვედრაა და მას საბაჟო ადმინისტრაციების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.

ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 – 2026 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის (905 კგ) და მეტამფეტამინის (103 კგ), ასევე,  434 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს – შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რამდენიმე მიმართულებით, რაც...

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები.„რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. მეორე დღიდანვე ობიექტზე შევიდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულმასშტაბიანი განახლება დაიწყო. ეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამზირის საინჟინრო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, ტროტუარზე დაწყებულია მიწისქვეშა კაბელარხების მოწყობაც, სადაც შემდგომ ელექტროსადენები განთავსდება.„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება.„რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის თანამდებობაზე „უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს კანონის მიღებას ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.მან თხოვნით მიმართა პარლამენტს, რომ მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, 30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი.„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა მდინარაძე – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივი, მეორე მხრივ კი, დიდი გამოწვევაა, შევეცდები, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქვეყანას

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივია, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა.„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით – რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონების გაძლიერება ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.„ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გამოწვევასთან ერთად, ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რაიმე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ და მართლა იყოს ეფექტიანი.ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში მე შევეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და გუნდის ლიდერების ნდობით ამ ყველაფერს შევძლებ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სუს-ის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ჩემს ახალ თანამშრომლებს, თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს, ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებ დაუღალავად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. კობახიძის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

ბოლო სიახლეები