ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის ჩანაწერები ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტს ჩრდილს აყენებს.
„ეს ჩანაწერი, ან შესწორება, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ არ ვიქნებით მართალი ჩვენს ისტორიასთან და არც ევროსაბჭო იქნება მართალი საქართველოს ისტორიასთან, რომ ასეთი ჩანაწერებით მოხდეს ისტორიის გადაწერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში. ამიტომ ასეთი ჩანაწერები რეზოლუციაში, ჩრდილს აყენებს თავად რეზოლუციის ტექსტს. მე იმედი მაქვს, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები მომავალში ამ პასუხისმგებლობიდან შეხედავენ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებულ ტექსტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.