ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025

შალვა პაპუაშვილი: „მთავარი არხის“ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი ჩვენი პარტიის ქარელის ოფისში

რაც შეეხება ქარელის ინციდენტს, „მთავარი არხის“ გავრცელებულ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი და როგორ მოიხსენიებს ადამიანს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ „მთავარ არხს“, რომ გამოექვეყნებინათ სრული მასალა, და ვნახეთ, რომ ეს მასალა დამალულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ის ნაწილი, რომელიც ეხება გადავარდნას, არ ჩანს. მოვისმინეთ აჟიოტაჟი და ისტერია, თითქოს ამ ადამიანს მოტეხილი ჰქონდა მენჯ-ბარძაყი, ნეკნები. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ დაბეჟილობა. რა თქმა უნდა, ესეც ცუდია და მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა სწორედ საკითხების გაბუქება და დაბრალება წარმოადგენს პრობლემას“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებას ოპოზიციის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციასთან ანგარიშსწორება, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.„როდესაც ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას და წარმოადგენ შენს ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით.ძალიან მძიმეა. რა შუაშია ანგარიშსწორება ოპოზიციასთან? პარლამენტში კომისია იყო შექმნილი, განისაზღვრა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლო და ამ ქვეყნის მომავალი. კიდევ ვიმეორებ, როდესაც გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი აგენტებისა და უსამშობლო ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკა გვარამია – ცოტაც, ოლიგარქია უნდა დაემხოს, გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო

გადამწყვეტი აღმოჩნდა ერთიანი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, პოლიტპატიმრების მორალური უპირატესობის წნეხმა სრულიად დაუკარგა „ქართულ ოცნებას“ რაციონალური მოქმედების უნარი.„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი“ დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს.ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს!პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, ქოცებო“, – წერს ნიკა გვარამია.საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ნიკა გვარამიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, დანიელმა ექსპერტებმა სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის - „ისწავლე - გააუმჯობესე - გაყიდე - მიაღწიე წარმატებას“ (LISS24; Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, დანიური კომპანია iMotions-ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ახლად დაფუძნებულ „გაყიდვების ლაბორატორიაში“ ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაატარეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სემინარის მიზანი იყო თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებასა და ლაბორატორიის ფუნქციონირებისთვის საჭირო უნარებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გადამზადება, რომლებიც “გაყიდვების ლაბორატორიის” (Sales Lab) მუშაობაში არიან ჩართულნი. ტრენინგ-სემინარის ჩატარებას ორგანიზება სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა გაუწიეს.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას განმარტებით, iMotions-ის მენტორთა სემინარები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს და მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა ექსპერტებად მომზადებას - სამომავლოდ iMotions-ის პლატფორმის მეშვეობით პრაქტიკული და კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. როგორც ბორის გითოლენდია აღნიშნავს, ტრენინგ-სემინარს სტუ-ის აკადემიურ პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ კოლეგები ქუთაისის აკაკი წერეთლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.დეკანის განცხადებით, დანიური iMotions-ი მსოფლიო მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა და სტუ-ის ახლად გახსნილი „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების საუნივერსიტეტო პლატფორმაა, მთლიანად აღჭურვილია დანიური კომპანიის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით.„თავისი ტექნიკისა და ონლაინ აპლიკაციების საშუალებით, iMotions-ი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, დავამუშაოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები ერთ პლატფორმაზე. მეცნიერებით მხარდაჭერილი ეს მულტიმოდალური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი ბაზარზე არსებულ მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გაყიდვების ლაბორატორია“, რომელიც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს, სწორედ iMotions-ის მიერ მოწოდებული უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი. ეს არის უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს გაზომვით პარამეტრებსა და დიდ მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სხვადასხვა მასშტაბისა და პროფილის მარკეტინგული კვლევები. გარდა ამისა, ლაბორატორია მთლიანად იქნება ჩართული საგანმანათლებლო პროცესსა და საუნივერსიტეტო კვლევებში. საგულისხმოა, რომ „გაყიდვების ლაბორატორია“ მოემსახურება ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს B2B და B2C სწავლების მიმართულებებს. პროექტ LISS24-ის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგ-სემინარი ხელს შეუწყობს ლაბორატორიის სრული დატვირთვით ამოქმედებას და შესაბამისად, საუნივერსიტეტო სივრცეში მაღალკონკურენტული ახალგაზრდა კადრების მომზადებას,“ - ამბობს ბორის გითოლენდია.სტუ-ის ინფორმაციით, LISS24-ი ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანიც საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება განხორციელდება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები. სრულყოფილი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://liss24-am.liss24.com/

კახა კალაძე: ჩვენ არავის ვესხმით თავს, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ამერიკასთან ურთიერთობების გადახედვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას გულშემატკივრობენ მთავარი დაპირებების შესრულებაში, რაც გულისხმობს  „დიფ სთეითის“ დამარცხებასა და უკრაინაში ომის დასრულებას.„პრეზიდენტი ტრამპი როდესაც აირჩიეს, ჩვენ გავიზიარეთ ის ნარატივი, რაზეც ის საუბრობდა – „დიფ სთეითს“ დაამარცხებდა და უკრაინაში ომს დაასრულებდა.  ჩვენ ველოდებით, ვაკვირდებით. როგორც კი „დიფ სთეითი“ დამარცხდება, ჩვენც ვიგრძნობთ ამას. არავის ვესხმით თავს, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას. როდესაც დაფინანსებებზე ვსაუბრობდით, მაგალითად, გახსოვთ, USAID აფინანსებდა, 2020 წელს კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რეალურად თვითონ გააყალბეს ეს კვლევები. ვისგან იყო ეს დაფინანსება წამოსული. იგივენაირად იყო ჩართული „ნედი“, ოღონდ აფინანსებდა ძალადობრივ ჯგუფებს. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, მეგობრობა, რაც ორმხრივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გასაახლებლად, თუმცა არ დაუშვებს იმ მუქარებსა და განცხადებებს, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში საქარეთველოსადმი კეთდებოდა.„რამდენიმე თვის წინ, თუნდაც ტრამპი სანამ გახდებოდა პრეზიდენტი ვამბობდით, რომ თანხები შემოდის უცხოეთიდან, ფინანსდება ექსტრემისტული ორგანიზაციები, ხმარდება შიდაპოლიტიკურ საქმიანობას, რევოლუციების მოწყობას. ამაზე ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვტყუოდით. შემდეგ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ღიად ისაუბრა იმაზე, რასაც ამ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. პირდაპირ უთხრა მსოფლიოს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ორგანიზაციები თანხებს აგზავნიდნენ  სახელმწიფო გადატრიალებები რომ მოხმდარიყო. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ღიად მოხდეს ურთიერთობების გადახედვა. წინა ადმინისტრაციის პერიოდში რა მუქარებსაც ვისმენდით, მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოიპოვეს თავისუფლება, არავისზე დამოკიდებულები რომ არ ვყოფილიყავით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უწყებათაშორისი დანაყოფის წევრი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის ფოთში მოქმედ უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებს სამსახურის მიერ, დაწესებული მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მგზავრებისა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის შექმნის საქმეში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის საპატიო სიგელით, ასევე დაჯილდოვდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საერთაშორისო საბაჟო, სანიტარულ-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, მინდია გრძელიძე.დაჯილდოების ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთ გამოსვლებში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და მასში ჩართულ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადეს სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი სტანდარტით შესრულებისთვის.შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე გამოვლენილი სამი ფაქტის შედეგად, ამოღებულია დაახლოებით 750 კილოგრამი ,,ჰეროინი“.აღნიშნული უწყებათაშორისი დანაყოფი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და კონტეინერთა კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დანაყოფის წევრები ერთდროულად ახორციელებენ საზღვაო საჰაერო და სახმელეთო გზით გადაადგილებული ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს აღსანიშნავია, რომ ერთობლივი დანაყოფი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესშიც- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები