ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ქეთევან ციხელაშვილი – მნიშვნელოვანი ამოცანაა, სახელმწიფომ აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომ ტატუნაშვილის მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდეს, რათა დადგინდეს ზუსტი გარემოებები და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები გარდაცვალებიდან 40 დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ტატუნაშვილის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ სახელმწიფო გააკეთოს ყველაფერი, რათა ამოქმედდეს მექნიზმები, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

“ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ამოქმედდეს მექანიზმები, რომ მსგავსი უბედურება, ტრაგედია, რომელიც არ არის საუბედუროდ პირველი მიმდინარე ოკუპაციის დროს, აღარ განმეორდეს. მოხდეს პრევენცია ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის. ახლახანს გამართულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იყო მთავარი თემა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, თუ რა მძიმე მოცემულობასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს და ჩვენი პოზიცია ახლაც და მომავალშიც იქნება შეურიგებელი. ასევე ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ამოქმედდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტები, რაც მათ შორის კონფლიქტის მოგვარებამდეც იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით – ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან...

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა“.„თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

გივი თარგამაძე – სუს-ში გამოკითხვაზე კითხვები იყო, ძირითადად, ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, შევეცადე, ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება...

კითხვები იყო, ძირითადად, ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას, შევეცადე, ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.როგორც თარგამაძემ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, მისი „განცხადება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტად იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმის, რაც ვნებს ქვეყანას“.„ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან და შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებზე იმისთვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ამ დაკითხვების პარალელურად ეს პროცესი ვითარდება და ვითარდება ძალიან საჯაროდ, ძალიან თავხედურად და ძალიან მიზანმიმართულად, შეუჩერებლად. ამიტომ იმედი მაქვს, რომ დაძაბავენ თავის ძალისხმევას, მიმართავენ იქით, საითაც უნდა მიმართონ. არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს. საფრთხეს აჩენს ის ქმედება, რომელიც გრძელდება, სამწუხაროდ და რომლის პრევენციაც ამ სამსახურმა უნდა მოახდინოს. ეს უნივერსიტეტი არის ამის გამო დასანქცირებული. ეს არის ფაქტები, დასანქცირების ფურცელი არის ფაქტი. გამოძიება იმ ოთხ შემთხვევაზე არის ფაქტი. ოთხი ფაქტია მიჯრით მომხდარი ერთი წლის განმავლობაში – ორი მკვლელობის მცდელობა, ერთი ჟურნალისტის ამერიკაში, ერთი მთავარი რაბინის, აზერბაიჯანში და ორი ჯაშუშობა ირანის სასარგებლოდ, ნატოს ერთსა და იმავე ბაზაზე საბერძნეთში. ეს ზედიზედ ოთხი ფაქტი არ არის ფაქტი? საქართველოს მოქალაქეა ყველა – ქვემო ქართლიდან, აზერბაიჯანული წარმოშობით, რომელიც უკავშირდება ამ უნივერსიტეტს. მეტი რა ფაქტი უნდათ. როდესაც არის ასეთი მძიმე ვითარება, მაშინ უნდა მივუთითოთ. ეს ემსახურებოდა საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებას, იმიტომ რომ ვერ მუშაობს სათანადოდ ეს სისტემა. ფაქტია, პრევენციას ვერ ახდენს. მე მინდა, რომ მოახდინოს. ეს იყო ჩემი მიზანი“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.

დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას

გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობს რამდენიმე ჯგუფი.„ჩვენი ინფორმაციით არის 5 სახლი დანგრეული და 38 ოჯახი არის ევაკუირებული“, - აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დილიდან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

ილჰამ ალიევი – სომხეთი, თავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სატრანზიტო ქვეყანა გახდება

სომხეთი სატრანზიტო ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.ალიევის თქმით, სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა შუა დერეფნის ახალი განშტოების შესაქმნელად.„ეს მარშრუტი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და სომხეთი პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამჟამად მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ეს პროექტი შესაძლებელს გახდის აზერბაიჯანის ორი ნაწილის – ძირითადი ტერიტორიისა და ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას უწყვეტი სატრანსპორტო ხაზით, ენერგეტიკული ხაზით, ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელით, ელექტროგადამცემი ხაზებით და შესაძლოა, მილსადენებით. ეს ყველასთვის მომგებიან სიტუაციას შექმნის, რადგან აზერბაიჯანის ორივე ნაწილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით იქნება დაკავშირებული და ახალი სატრანსპორტო დერეფანი ბევრ ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა თავმჯდომარის პოზიციიდან მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.„მას შემდეგ, რაც ნიკო სკოლაში და ლუკა და სანი ბაღში გავუშვი, ატყდა გაუთავებელი რეკვა – „პოსტ ტვ“, „რუსთავი 2“, „იმედი“, (მადლობა რუს პროპაგანდისტებს, რომ ბავშვებთან დილის რუტინა მადროვეს). კითხვა – „გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციიდან გადაგაყენეს“. წარსულში ამ პროპაგანდისტურ ბოდვას არ ვპასუხობდი, მაგრამ ახლა მინდა, ორიოდ სიტყვით გამოვეხმაურო.გასაგებია, რომ რუს-ქოცებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყელში ვეჩხირები. ცამეტი წელია, ხან ტროლ-ბოტებს მიქსევენ ბინძური ტყუილებით, ხან ბავშვების უსაფრთხოებით მემუქრებიან, ხან ფიზიკურად თავს მესხმიან პაპუაშვილი და მისნაირი ველური მძორები. გარდა იმ საქმიანობისა, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო გუნდი პარტნიორებთან რეჟიმის მხილების და სანქცირების ნაწილში ეწევა, ოპოზიციის ალიანსში ჩვენი ძალისხმევა რეჟიმისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, საერთო ბრძოლის სტრატეგიით დავუპირისპირდეთ რეჟიმს.ტრუსკავეც მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოების გარდა ყველაფერს იცავს და სინამდვილეში, პროპაგანდისტების უსტაბაშია, ისევე როგორც მისი ბნელი პატრონი უნდა გავაწბილო: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგატებმა წარმომადგენლობითი ყრილობით, დემოკრატიული მანდატით ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მომანდეს და მე ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ. ვიბრძვით გამარჯვებამდე!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ბოლო სიახლეები