კვირა, მაისი 17, 2026

,,ქართული ოცნების“ ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.
განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში. ასევე, აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისშიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაბანში, იმავე ადგილასაც სადაც 8 ახალგაზრდა დაიღუპა, კიდევ ერთი ავარია მოხდა

გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა.ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

შეხვედრა ირანისტებთან ქუთაისში-ირანის ელჩმა ქუთაისში „შაჰნამე“ ბერძნულ და ინდურ ეპოსებს შეადარა

გუშინ, სპარსული ენისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მქონდა პატივი, დავსწრებოდი ირანისტების, ლექტორების და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენის ფაკულტეტის სტუდენტების შეკრებას. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ამ უნივერსიტეტის ირანისტიკული კვლევების ჯგუფის თანამშრომლობით. ამ შეხვედრაზე მოკლედ შევადარე ფირდოუსის „შაჰნამე“ ბერძნულ და ინდურ ეპოსებს. აღვნიშნე, რომ ბერძნული ეპოსების დიდ ნაწილში მთავარი როლი ღმერთებსა და ზეციურ ძალებს ენიჭებათ, ხოლო მიწიერი ადამიანი ამ დიადი ძალების წინაშე უძლურად არის წარმოჩენილი. ინდური ეპიკური ტრადიციების ნაწილშიც გმირების ადგილს ხშირად მითოლოგიური არსებები, ცხოველები ან ადამიან-ცხოველები იკავებენ. ხოლო ფირდოუსი „შაჰნამეში“ ადამიანი დგას ღირებულების, გონიერების, გადაწყვეტილებისა და ბედისწერის ცენტრში. „შაჰნამეს“ გმირები არც ზეციური არსებები არიან და არც გამოგონილი ფიგურები; ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან — ადამიანები, რომლებიც გონიერებით, სიმამაცით, შეცდომებით, სევდით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ქმნიან ეპოსს. ფირდოუსი ძალასა და შედეგს არც ცაში და არც ბუნების იდუმალ ძალებში ხედავს; იგი მათ ადამიანურ საზოგადოებაში და მიწიერ სამყაროში განსაზღვრავს. ამ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „შაჰნამე“ წარმოადგენს ომისა და ნადიმის, სიყვარულისა და სიძულვილის, შერცხვენისა და ღირსების, დიდებულებისა და დამცირების ფანჯარათა ერთობლიობას. ფირდოუსის ხედვაში ბოროტება იმდენად ზუსტად და ფუნდამენტურად არის განსაზღვრული, თითქოს იგი ადამიანურობის ფარგლებს სცილდება და „ავსულების“ სახით ვლინდება. სწორედ ამიტომ, „შაჰნამეს“ გმირთა ბრძოლა ავსულებთან და ბოროტ ძალებთან ბრძოლაა და არა — ადამიანის უარყოფა. ფირდოუსი ფერიდუნის შვილებს — ირაჯს, თურსა და სელმს — შორის მეტოქეობის აღწერის დროსაც მათ ძმებად განიხილავს, რომლებიც ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთად ქმნიან ისტორიასა და ცხოვრებას. მისი ხედვა, უპირველესად, ეთიკას, გონიერებასა და ადამიანურ პასუხისმგებლობას ეფუძნება. დასასრულს, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის განცდა, რომ როგორც მდინარე რიონი (საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მდინარე) მიედინება ქუთაისის შუაგულში, სწორედ ასე ფირდოუსის პოეზიაც ცოცხლად და ბუნებრივად მოედინებოდა ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა ენასა და მეტყველებაში. დაე, მარადიულად დარჩეს ეს სიუხვე და სილამაზე ქუთაისის ბუნებაში, ხოლო ეს სიღრმე და საზრიანობა — დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების, ირანისტებისა და აღმოსავლეთმცოდნეების აზროვნებაში-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.  

„საქართველოს შეუძლია რეგიონული სატრანზიტო ცენტრი გახდეს“-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი თბილისშია

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოს სტუმრობს. ლეგენდა თბილისშია  - წერს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ხელმძღვანელი ნიკა ესაკია და კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.ფონდის ინიციატივით დღეს მარჯანიშვილის თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც ორნელა მუტიც მონაწილეობს.

„საქართველოს შეუძლია რეგიონული სატრანზიტო ცენტრი გახდეს“-დასავლეთ საქართველოს გზებზე მოგზაურობის შემდეგ ალი მოჯანი საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს

,,უკვე ორი დღეა დასავლეთ საქართველოში, გზებს, ქუჩებსა და სოფლის ბილიკებს მივუყვები. ეს გზები გაზაფხულზე ამ ქვეყნის ბუნებას ადამიანის თვალწინ ცოცხალ ტილოდ წარმოსახავენ. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად შეუძლია, უმასპინძლოს ბუნების მოყვარულებს მთებში, ტყეებში, ველებსა და ხეობებში; კულტურისა და ისტორიის მოყვარულები რამდენიმე ათასწლეულის ძეგლებთან მიიყვანოს; ხოლო გემოსა და სასმელების დამფასებლებს გააცნოს ისეთი არომატები და გემოები, რომლებიც ამ ერის იდენტობის ნაწილად იქცა. ამ ორდღიანი მგზავრობისას, რომელმაც ათას ორას კილომეტრზე მეტი მოიცვა, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ამ ქვეყნის საგზაო ქსელმა მიიპყრო. ავტობანებიდან და მაგისტრალებიდან დაწყებული, პატარა სოფლის გზებით დასრულებული — ყველა მათგანს აქვს პოტენციალი, საქართველოს სილამაზისა და მიმზიდველობის ნაწილად იქცეს. თუმცა ამ დიდ შესაძლებლობასთან ერთად, თვალში საცემი კიდევ ერთი საკითხიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილის მოძველება და დაზიანებები, რომლებიც ზოგიერთ მონაკვეთზე მძიმე მოძრაობისა და სატრანზიტო დერეფნების დატვირთვის შედეგად გაჩნდა. ბოლო დღეებში მწუხარებით შევიტყვე, რომ მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში რამდენიმე ადამიანი საგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა. ამ მოგზაურობის დროს მეც საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ავარია — შემთხვევები, რომლებიც ზოგჯერ გზის საფარის დაზიანებით, ასფალტის ტალღოვნებით ან ინფრასტრუქტურის დაზიანებით იყო გამოწვეული. საქართველო თავისი ეკონომიკური, ტურისტული და სატრანზიტო მომავლისთვის საჭიროებს უფრო ფართო ინვესტიციებს საგზაო ქსელის განახლებასა და გამაგრებაში. ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ წერტილში მდებარეობს, თუკი შეძლებს თავისი საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაძლიერებას, არა მხოლოდ მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოუტანს საკუთარ მოსახლეობას, არამედ შექმნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, ტრანსპორტისა და ტურიზმისთვისაც. გზად ვესაუბრებოდი ირანში გზებისა და ხიდების მშენებლობის ერთ გამოცდილ კონტრაქტორს. მისი აზრით, საქართველო, საკუთარი საგზაო ქსელის გაძლიერებით, შეიძლება რეგიონში ტვირთისა და მგზავრთა გადაადგილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტად იქცეს და საკუთარ ხალხს მდგრადი კეთილდღეობა მოუტანოს. მან ერთი ფრაზა თქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ირანელ კონტრაქტორებს შორის ერთგვარ დევიზად და სამუშაო პრინციპად ითვლება. ეს სიტყვები გონებაში ჩამრჩა: „კარგი ასფალტი, პროგრესისკენ მიმავალი მტკიცე ნაბიჯების საყრდენი წერტილია''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

ჟურნალისტი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დაკავებული ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.ჩიჟი ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქვეყნებს ფოტოებს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ, ფოტოზე თანხის ოდენობა დაფარულია.დარინა ჩიჟი  ტელეარხებზე „1+1“-სა და  „СТБ“-ზე მუშაობდა და ასევე იყოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანიც.„მე მკაფიოდ ვასხვავებ, სად არის სამართლიანობა და სადაა მისი სახელით შენიღბული ანგარიშსწორება. ამიტომ დღეს შემაქვს გირაო ანდრეი იერმაკისთვის. ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილი თავისუფალი რომ ყოფილიყო, ის ზუსტად ასევე მოიქცეოდა“, – წერს ჩიჟი.ამის შემდეგ კი აქვეყნებს პოსტს სადაც წერს: „ერმაკი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ, მე უკვე – კი“.როგორც Чесно წერს, დარინა ჩიჟი ხელმძღვანელობს ადვოკატთა გაერთიანებას „ბოგომაზოვი და პარტნიორები“ და არის მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ წევრი და საარჩევნო სიაში 35-ე ნომრად ფიგურირებს.ცნობისთვის, 14 მაისს უკრაინის ანტიკორუფციულმა უზენაესმა სასამართლომ ანდრეი ერმაკს 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, 140 მილიონი გრივნის ოდენობით გირაოთი გათავისუფლების უფლებით. ერმაკმა განაცხადა, რომ მას ასეთი თანხები არ გააჩნია და აპირებს გაასაჩივროს გადაწყვეტილება.გამოცემის ცნობით, ერმაკის სახელზე 58.8 მილიონი გრივნა იქნა შეტანილი.

ბოლო სიახლეები