,,ქართული ოცნების“ ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ

Read Time:47 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.
განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში. ასევე, აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისშიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი და მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს
Next post თეა წულუკიანმა განმარტა, რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი