საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ.
ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ.
განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.
ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში. ასევე, აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისშიც.
,,ქართული ოცნების“ ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ
თამარ ჩიბურდანიძე: სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება – სიმბოლურია, რომ სწორედ სახაროვის პრემია გადასცეს მათსავე იდეოლოგს ევრობიუროკრატებმა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის ლაურეატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე?“ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ევრობიუროკრატების მარტივი პოლიტიკური ხრიკებით აღარ ტყუვდება, მოსახლეობისთვის თვალის ახელაში კი ხელისუფლებას სწორედ ევროპელ ლიდერები დაეხმარნენ. მისი თქმით, ევროპელი ლიდერები ქართველ მოძალადეებს გმირებად აცხადებენ, საკუთარ ქვეყნებში კი ასამართლებენ.„სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, მათ შორის არის პოლიციელზე მოძალადე ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.მაინტერესებს, ევროპარლამენტი რატომ არ აჯილდოებს სახაროვის პრემიით იმ მოძალადე აქტივისტებს, რომლებიც მათსავე ქვეყნებში ძალადობს პოლიციელზე და სახელმწიფო სტრუქტურებზე? მზია ამაღლობელი დისიდენტი არ არის, არც მისი ჟურნალისტური შემოქმედებისთვის გადაუციათ ეს პრემია. ის დააჯილდოვეს სწორედაც რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და ამით წაახალისეს ქუჩის მოძალადეები საქართველოში.ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ტერორისტებად გამოაცხადა ის პირები, ვინც პოლიციელებზე ძალადობენ და მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების გატარება დააანონსა. ანუ, ამერიკაში პოლიციელზე მოძალადე ტერორისტია და ევროპარლამენტისთვის გმირი? თუ მხოლოდ ჩვენთან სურთ დამნაშავეები გმირებად შერაცხონ, საკუთარ ქვეყნებში კი პასუხი აგებინონ? კარგად ვხედავთ, თუ როგორ უსწორდებიან ევროპულ ქვეყნებში პოლიციელებზე მოძალადეებს.რატომ ჰგონიათ, რომ მათი მარტივი პოლიტიკური ხრიკები საქართველოში ისევ გაყიდვადია? ქართული საზოგადოება იმაზე მეტად და იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სხვათა შორის, ხალხის თვალების ახელაში ხელი სწორედ ევრობიუროკრატებმა შეგვიწყვეს.რობერტა მეცოლას კი სახაროვის სიტყვებს შევახსენებთ: – „მშვიდობა, პროგრესი, ადამიანის უფლებები – ეს სამი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. შეუძლებელია რომელიმე მათგანის მიღწევა
სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“.დიახ, „სხვების უგულებელყოფის ხარჯზე“ წარმოებული პოლიტიკა იმ „სხვების“ გამარჯვებით მთავრდება, რაც მოხდა შარშან და წელს საქართველოში არჩევნებზე. ასეთ დემოკრატიას ქართველი ხალხი არ იღებს და მკაცრი პასუხი აქვთ. აქედან გამომდინარე, მოძალადეების ყველანაირი მცდელობა ფუჭია საქართველოში.რაც შეეხება სახაროვის პრემიას, სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პრემია გადასცეს მზია ამაღლობელს. კარგად რომ ეფიქრათ, ეს არ უნდა გაეკეთებინათ, რადგან სახაროვის სიტყვები „საქართველო – მცირე იმპერია“, ანუ აფხაზეთთან და ოსეთთან ქართველების მჩაგვრელებად მოხსენიება, ჩვენს ხალხს არასოდეს დაავიწყდება“,– წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ზურაბ ქადაგიძე: სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია –...
„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“ – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე შეფასებით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.„სახაროვი — ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს.ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.აი, ესაა მათი „ღირებულებები“ – თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ — მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ.სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია – ძალიან სცდება.ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა:დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის“, – წერს ქადაგიძე.
ვიქტორ ორბანი – ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას, მათთვის ომი არის შესაძლებლობა, შეიძინონ, დაყონ ქვეყანა
ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ვიდრე ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ეს ჩვენი ომი არ არის, თუმცა ის ჩვენ სიცოცხლეს გვიმწარებს. ომი ბლოკავს ევროპისა და უნგრეთის ეკონომიკის ზრდას. მათ დაახარჯეს 185 მილიარდი ევრო ამ უაზრო ომს და ახლა სურთ, ევროპელების, მათ შორის ჩვენი ჯიბეებიდან კიდევ 10 მილიარდი აიღონ. ევროპელი ხალხის ფული უკრაინაში თვლის გარეშე მიედინება და სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს, ინფლაციას, ჩამოშლის პირას მყოფ ეროვნული ეკონომიკებს, დახურულ ევროპულ ქარხნებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ევროპაში ეკონომიკური ზრდა არ იქნება“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელები არ მოკვდებიან უკრაინისთვის, თუმცა იცოცხლებენ უნგრეთისთვის.მისივე განცხადებით, ომის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ალიანსი შექმნეს, რომელსაც „მსურველთა კოალიციას“ უწოდებენ.„ისინი საკუთარ თავს მსურველთა კოალიციას უწოდებენ. მზად არიან, ვინმე სიკვდილზე გაგზავნონ“, – განაცხადა მან.ამასთან, ორბანის თქმით, ევროკავშირში საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ქვეყნის დაყოფა უკვე დღის წესრიგში დგას.„ევროპაში ომის გაჩაღება, უკრაინაში ფულის გაგზავნა – ეს არის კოლონიალური სახელმწიფოების დიდი ხნის ლოგიკა: დაყავი ქვეყნების შესასუსტებლად. ისინი საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა დღის წესრიგში უკრაინის დანაწევრება დგას. ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. უკრაინისთვის მიცემული მილიარდები მათთვის გაფლანგული ფული კი არა, არამედ ინვესტიციაა. მათთვის ომი საშინელება კი არა, არამედ შესაძლებლობაა, შეიძინონ ქვეყანა, დაყონ ქვეყანა. ომი ამისთვის ყველაზე იაფი ხერხია. უკრაინა, დიდი ხანია, აღარ არის სუვერენული, დამოუკიდებელი და ავტონომიური“, – განაცხადა ორბანმა.ორბანის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინასთან პარტნიორობას, თუმცა არა უკრაინის წევრობას ევროკავშირსა ან ნატო-ში.„ჩვენ გვსურს, უკრაინა დაკავშირებული იყოს ევროკავშირთან და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა არ გვინდა, ვიყოთ უკრაინასთან ალიანსის ნაწილი. ისინი ვერ იქნებიან ჩვენი სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრები. ისინი მოიტანენ ომს, წაიღებენ ფულს და დაანგრევენ ჩვენს ეკონომიკას. კი – პარტნიორობას, არა – წევრობას. ეს არის ის, რაც უნგრელ ერს სურს. დღეს ევროპაში ერთადერთი უნგრეთი უჭერს მხარს მშვიდობას“, – თქვა ორბანმა.როგორც უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, ომის მხარდამჭერ ქვეყნებს დონალდ ტრამპისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, მშვიდობა იქნებოდა დამყარებული.მასშტაბური სამთავრობო დემონსტრაცია ბუდაპეშტში 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად გაიმართა. პარალელურად, უნგრეთის დედაქალაქში იმართება ოპოზიციური პარტიის, „ტიზას“ დემონსტრაცია. აღნიშნული საპროტესტო აქციები განიხილება როგორც საარჩევნო კამპანიის დასაწყისი უნგრეთში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ნაციონალური ოცნება“ გაგრძელება იქნება…-ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს
დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი -ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.,,საქართველო ქართველი ხალხის გულისთქმას უნდა მიჰყვებოდეს და არა სააკაშვილის ან ივანიშვილის გულისთქმას! ვფიქრობ, ეს სადავო არაა.
დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი, და მეტიც, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილი ამბოხის თანამონაწილეა!
ღარიბაშვილი ამას ვერანაირად ვერ გაბედავდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, სიმართლეა ეს, თუ ტყუილი - მთავარია, რომ ივანიშვილმა ეს ირწმუნა და თუ ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, რამეს ირწმუნებს, მაშინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილის გულის მოსაგებად ამოქმედდება!
ამრიგად, სახლში ვის რამდენი ფული აღმოუჩინეს - ამ საქმეში ეს არაა მთავარი, ეს ხალხის გასაბრაზებლად სჭირდებათ! ახლა გვეუბნებიან: ღარიბაშვილი უკანონო შემოსავალს იღებდაო! ანუ ბიზნესში იყო ჩართული და შემოსავალს იღებდა? ხელისუფლება რომ ამას გვეუბნება, თავად არაა ჩართული ბიზნესში? არ აშენებენ მრავალსართულიან სახლებს? არ შემოქვთ ბენზინი? არ ფლობენ სავაჭრო ცენტრებს? დამსახურებულ მასწავლებელს, რვა თაობა რომ აღზარდა და პენსია 400 ლარი აქვს, ამავდროულად, დეპუტატი 16 000 ლარს რომ იღებს, ეს დაკანონებული უკანონობა არაა? ტექდათვალიერებითა და საგზაო ჯარიმებით რომ ძარცვავ მთელ ქვეყანას, ეს დაკანონებული უკანონობა არაა?! მაგრამ ყოველივე ამას, თავად ივანიშვილი ახალისებს, ოღონდ თუ რაიმე არ მოეწონება - თავისივე წახალისებულს დასჯის!
ერთი, საკმაოდ ძველი ამბავი უნდა გავიხსენო: კობახიძე მორიგ, ალბათ, მე-100 ტყუილს უყვებოდა ივანიშვილს ჩემზე და ამ ცილისწამებას ღარიბაშვილიც შეესწრო, იცოდა, რომ კობახიძე ცრუობდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო. ეს რომ გავიგე, ვკითხე: კობახიძე ცილს რომ მწამებდა, ხმა რატომ არ ამოიღე? ღარიბაშვილის პასუხმა გამაოცა: არ ვიცოდი, ბიძინას რა რეაქცია ექნებოდაო. ვუთხარი: მე ასე არ მოვიქცეოდი და არც არასდროს მოვქცეულვარ-მეთქი.
ეს ამბავი გავიხსენე, რომ გავიაზროთ: ღარიბაშვილმა ხმა იმიტომ არ ამოიღო, რომ არ იცოდა, ბიძინა დადებითად მიიღებდა ამას, თუ განრისხდებოდა! ღარიბაშვილმა იცოდა: თუ ივანიშვილი რამეში დაარწმუნეს - აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმართლეა, თუ ტყუილი! თუ დაარწმუნეს, უდანაშაულო კაცსაც დასჯის, თან, აღარავის მოუსმენს და ვინც ეტყვის, რომ ცდება, დიდი ალბათობით, თავადაც გახდება რისხვის ობიექტი. აი, ასე იმართება დღეს სახელმწიფო: თუ ივანიშვილს თავს მოაწონებ, კეთილდღეობას მოიხვეჭ, თუ არა - ჯერ გარიყვის, შემდეგ კი დევნის ობიექტი გახდები.
ახლა თავად ღარიბაშვილი გახდა სახელმწიფოს მართვის ამ „წესის“ მსხვერპლი: ივანიშვილი ღარიბაშვილის გამყიდველობაში დაარწმუნეს. მე ვერ გეტყვით, ვინ დაარწმუნა - ეს ერთი კაცი არაა, მაგრამ გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად, ნავთს ცეცხლზე სწორედ ირაკლი კობახიძე ასხამდა.
თუ გახსოვთ, 40 წლის წინ, ტელეეკრანებიდან ვინმე ანატოლი კაშპიროვსკი დაჟინებული მზერით აჯადოვებდა საბჭოთა მოქალაქეებს. ჰოდა, დღეს კაშპიროვსკიმ ირაკლი კობახიძეში გაიღვიძა, რომელიც ივანიშვილის პირად მომნუსხველად იქცა და სხვათა შორის, „მონუსხვა“ ჩემზე ცილისწამებით დაიწყო, შემდეგ, სხვებზეც გადავიდა და ახლა ღარიბაშვილს ასჯევინებს.
არ გიფიქრიათ, მედიასაშუალებებს საიდან უჩნდებოდათ კომპრომატი ღარიბაშვილზე? კომპრომატი სწორედ კობახიძის ხრიკების შედეგად ვრცელდებოდა! თანაც, კობახიძე ივანიშვილს არწმუნებდა: ინფორმაცია ლილუაშვილის აგენტურიდან „ჟონავსო“. ლილუაშვილის აგენტურა თუ ვინმეს ებრძოდა, კობახიძეს ებრძოდა, მაგრამ კობახიძე ამას სათავისოდ „ატრიალებდა“ და ივანიშვილს დღენიადაგ არწმუნებდა: ესენი თქვენ გყიდიან და ამბოხსაც თქვენ გიწყობენო.
ეს წერილი ღარიბაშვილს არ ეძღვნება. არ დაფიქრებულხართ, ღარიბაშვილი მოღალატეაო, მარგველაშვილიც მოღალატეაო, სალომე ზურაბიშვილიც, გიორგი კვირიკაშვილიც, გიორგი გახარიაც, გრიგოლ ლილუაშვილიც, ოთარ ფარცხალაძეც, ჯუანშერ ბურჭულაძეც, თორნიკე რიჟვაძეც... გავაგრძელო ეს სია? მოკლედ, კობახიძის გარდა, ყველა მოღალატეა, მაგრამ ეს ხალხი თანამდებობებზე ვინ წარადგინა? ტელევიზიით ვინ გვეუბნებოდა, რომ ესენი საუკეთესონი არიან? და საუკეთესონი, ასე მასობრივად მოღალატეები როგორ გახდნენ? და ვის უღალატეს? საქართველოს უღალატეს, თუ ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირადად მას უღალატეს? და უღალატეს კი? აქ მთავარი სხვა რამაა: სახელმწიფო მოხელე სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიას ან პარტიის ხელმძღვანელობას!
ანუ მთავარი, რისი თქმაც მინდა: ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ხალხის მაჯისცემითა და გულისთქმით უნდა ცხოვრობდეს, უბედურება კი ისაა, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მაჯისცემასა და გულისთქმას მიჰყვება! მეტიც, ტრაგედიაა, რომ თავად ივანიშვილი მონუსხულია კობახიძე-კაშპიროვსკის მიერ ანუ ივანიშვილი კობახიძის პირადი განწყობების ტყვეა. ვიმეორებ, ასე იმართება დღეს სახელმწიფო.
ირაკლი კობახიძემ განვლილი 10 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მონუსხა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი. კობახიძეს სძულს ყველა, ვისაც კი რაიმე ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, სძულს ყველა, ვინც მასზე მეტი იცის და მასზე ჭკვიანია, სძულს ყველა, ვისაც კონკურენტად მოიაზრებს! განვლილი 10 წლის განმავლობაში კობახიძე ტყუილითა და ცილისწამებით არწმუნებდა ივანიშვილს, რომ ყველა მტერია!
ცილისწამებებითა და ინტრიგებით კობახიძემ გაანადგურა პოლიტიკური ველი, დააკანონა ყოველგვარი უკანონობა, დაამსგავსა ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას... დედამიწაზე სულ ორი ქვეყანა მახსენდება, სადაც აზრის გამოთქმის გამო, ადამიანებს იჭერენ, ერთი- ჩრდილოეთ კორეაა და მეორე- საქართველო. „ოცნება“ ტელეეკრანებიდან გვიხსნის, რომ ყველას დასჯის, ვინც იტყვის - არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება არალეგიტიმურიაო! ახალგაზრდა გოგონას პირბადე რომ უკეთია და კონცერტიდან სახლში მიდის, უკვე ამ ხალხსაც იჭერენ. არასრულწლოვანებსაც დავსჯითო, ვაცნობიერებთ, რა დღეში ვართ?!
სააკაშვილის რეჟიმს არჩევნების გაყალბების გამო ვებრძოდით, ოცნებამ კი, არჩევნებში 82% დაიწერა! სააკაშვილის რეჟიმს იმიტომ ვებრძოდით, რომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია, დღეს კი, კობახიძემ გამოგვიცხადა ნულოვანი თანაგრძნობა და გადაგვიქცია საქართველო დიდ ციხედ! თუმცა, ეს რა გასაკვირია, ნაცმოძრაობის 80%-ი ხომ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა და დღეს ხელისუფლებაში „ნაციონალური ოცნებაა“!
დაჭერების არაადეკვატურობამ გადაფარა პოლიტიკაც, ეკონომიკაც და სოციალური გაჭირვებაც, დაჭერების შინაარსი და მასშტაბი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
კობახიძე-კაშპიროვსკის მონუსხვამ ივანიშვილს მთელი მსოფლიო გადაამტერა, ნუთუ ივანიშვილი ამას ვერ ხედავს? ვერ ხედავს, რომ არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით მოკავშირე აღარ დარჩა? ვერ ხედავს, რომ საქართველო დაზიანდა?
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2025 წლის 23 ოქტობერი
გაგრძელება იქნება...
ვლადიმერ პუტინი – აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს არ უწყობს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს.„რაც შეეხება ახალ სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, ამაში არაფერი ახალი არ არის. დიახ, ისინი ჩვენთვის სერიოზული ხასიათის მატარებელია, ეს გასაგებია და მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა ყველაზე მეტი სანქცია, რაც კი მანამდე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მათ ორი ასპექტი აქვთ – სუფთა პოლიტიკური და ეკონომიკური. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ. რუსეთს კი უდავოდ, აქვს პრივილეგია, საკუთარი თავი მიიჩნიოს თავმოყვარე ქვეყნებისა და ერების რიგებში. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმართ არამეგობრული აქტი, ეს ცხადია. ის არ აძლიერებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ახლა იწყებს აღდგენას“, – განაცხადა პუტინმა.როგორც ვლადიმირ პუტინმა ბუდაპეშტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა, დიდი ალბათობით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის გადატანაზე საუბრობს.„დიალოგი ყოველთვის ჯობს, ვიდრე რაღაც კონფრონტაცია, დავა ან მით უმეტეს, ომი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგის გაგრძელებას და ახლაც ვუჭერთ ამას მხარს“, – განაცხადა პუტინმა.რაც შეეხება ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს, რუსმა ჟურნალისტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ „ევროკავშირმა აკრძალა უნიტაზების, ძრავიანი სათამაშოების, სამბორბლიანი ველოსიპედების იმპორტი“. „ის, რომ გააუქმეს ჩვენი უნიტაზების შეძენა, ძვირი დაუჯდებათ. ვფიქრობ, ისინი სჭირდებოდათ დღევანდელ სიტუაციაში, თუ გაგრძელებენ იმავე პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – თქვა პუტინმა კითხვაზე პასუხისას.დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს. მანამდე კი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.