„წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ბანგლადეშს ვაგებთ“ – ამ შინაარსის Facebook-პოსტს „ქართული ოცნება“ ავრცელებს. პოსტს თან ახლავს უცხოელების მიერ დატოვებული Facebook-რეაქციების ფოტოები.
მომხდარს ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძეც. მისი განცხადებით, სააკაშვილის ფლანგს ძალიან გაუჭირდა.
„ნაცების“ უვიცი ჟურნალისტების ბოროტი დეზინფორმაციაც ვეღარ მუშაობს და მიმართეს ჩვეულ ტრაგიკომიკურ ხერხს – უცხო ქვეყნების ტროლები და ბოტები შეუსიეს მმართველი პარტიის Facebook-გვერდს.
არ მაქვს იმედი, რომ ამაზე რეაგირება ექნებათ „დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ“ კოლექტიურ თამარ კინწურაშვილებს, ეთერ ბუზიაშვილებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ფსევდოებს, რეალურად ნაცაქტორებს. შერჩევითად სახალხო დამცველსა და ცესკოსთან დაუსაბუთებლად მებრძოლ „სამართლიან არჩევნებსა“ და მის პარტიულ კომპანიონებზეც აღარაა საუბარი.
2 ოქტომბერს, ამდენ სიბინძურეს საქართველოს ამომრჩეველი გაცემს ადეკვატურ პასუხს.
ცხადზე ცხადად ჩანს, თუ სადაა მშვიდობა და განვითარება – 41, და სადაა სიბნელე, ქაოსი, რევანშიზმი და ღალატი – 5 და 25“, – წერს გია აბაშიძე.