სამშაბათი, მაისი 26, 2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი ნორმების წარდგენა და სტუდენტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა დისკუსიის მთავარ თემას ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, პარლამენტის სასახლეში გაიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მომზადების მიზნებზე და პრევენციის იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებსაც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის სწორად ჩამოყალიბება, რათა მან საბოლოოდ დადებითი გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე. საზოგადოებას შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება, რადგან საკითხი საკმაოდ ფრთხილი და სენსიტიურია. კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები ეხება როგორც მომავალ თაობებს, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა, თქვენი წინადადებების და მოსაზრებების გაცნობა საინტერესოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია, იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას.„35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40-წლიან მოსეს გზას. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს აღთქმულ მიწამდე – ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველომდე.კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი

თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა, დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ, შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი.„დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი; ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დავუტოვოთ!მინდა, მივმართო ჩვენს მომავალ თაობას: თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე – ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომლებმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა.სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჟამს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ყოველი ერის ისტორიაშია თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ერისთვის ასეთია 26 მაისი

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს,  განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაშია თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს,  ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე 26 მაისია.„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და, საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი დედაეკლესიამ შეასრულა.„ამ ურთულეს გზაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ – ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა, საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე – საზოგადოებამ მუდმივად უნდა იბრძოლოს და იშრომოს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და ღირებული იყოს

26 მაისი განსაკუთრებულად ღირებული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღდგა მრავალი თაობის ნანატრი თავისუფლება, დღეს საქართველო შეუქცევადად განაგრძობს განვითარებას და იმ ადამიანების ოცნებების ასრულებას, ვინც 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სუვერენიტეტის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.„ძალიან დიდია მნიშვნელობა იმისა, რაც თქვა მერაბ კოსტავამ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წუთითაც არ უნდა შეწყდეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ყოველთვის იქნება საშიშროება დაკავშირებული სუვერენიტეტის მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიან ან ვიწრომასშტაბიან შეზღუდვასთან. არცერთი ფორმით, არცერთი საშუალებითა და მიზნით არ უნდა იქნეს შეწყნარებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაუფრთხილებლობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.„უპირველესად უნდა გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ქვეყნის იდენტობის მთავარ ფაქტორად დაასახელა რწმენა და ენა. ყველა ქართველი აცნობიერებს, რაოდენ დიდია ჩვენი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისა და ჩვენი რწმენის ისტორიული მნიშვნელობა. ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რამაც შეგვინარჩუნა უზარმაზარი ძნელბედობების პერიოდში ის, რასაც ქართველობა ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის განცხადებით, საზოგადოება უნდა ემადლიერებოდეს ისტორიას, კარგად ესმოდეს აწმყო და მომავალს იმედით უყურებდეს.

მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ მდგრადი უსაფრთხოებისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები