ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და კომიტეტების თავმჯდომარეები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ

Read Time:38 Second

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი ნორმების წარდგენა და სტუდენტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა დისკუსიის მთავარ თემას ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, პარლამენტის სასახლეში გაიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მომზადების მიზნებზე და პრევენციის იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებსაც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის სწორად ჩამოყალიბება, რათა მან საბოლოოდ დადებითი გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე. საზოგადოებას შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება, რადგან საკითხი საკმაოდ ფრთხილი და სენსიტიურია. კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები ეხება როგორც მომავალ თაობებს, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა, თქვენი წინადადებების და მოსაზრებების გაცნობა საინტერესოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერიკო კობერიძე – ტაქსის მძღოლი რამდენიმე დიპლომით
Next post დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება