შაბათი, ნოემბერი 23, 2024

„უკვე მონათლულია 48 500 ბავშვი, კიდევ 700 ბავშვი ინათლება“ – დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებას გიორგობას ულოცავს. დეკანოზის თქმით, დღეს გაიმართება პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი, რა დროსაც 700 ბავშვი მოინათლება.

“დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას იფარავს და იცავს წმინდა გიორგი და ქართველებს უდიდესი პატივისცემა გვაქვს წმინდა გიორგის მიმართ გამოხატული. შემთხვევითი არ არის, რომ 20 წლის წინ ეს საოცარი ტაძარი – სამების ტაძარი გაიხსნა.

მინდა, რომ თითოეულ ამ ქვეყნის შვილს მივულოცო დღევანდელი დღე – წმინდა გიორგობა. დღეს, ასევე ტარდება პატრიარქის ნათლობები, 70-ე ეტაპია პატრიარქის ნათლობებისა. უკვე დღევანდელ დღემდე მონათლულია 48 500 ბავშვი, დღევანდელ დღეს კიდევ 700 ბავშვი ინათლება. ღმერთმა ამ ქვეყანაში არასდროს მოშალოს ჩვენი სწორი დამოკიდებულება ჩვენი სარწმუნოების მიმართ,” – აცხადებს შალვა კეკელია

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზედიზედ მეექვსედ – საქართველოს 18-წლამდე ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება მოახერხეს, თავი საბა შარვაშიძემ, ანრი შველიძემ და დავით ბარბაქაძემ გამოიჩინეს, გიგი სირბილაძემ ორო ლელო ზუსტად გარდასახა, პირველი ტაიმის ბოლოს კი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ესპნალებმა მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი ქართველმა მორგბეებმა 22:6 მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მონაგარს კიდევ 10 ქულა მიუმატა – გიგი სირბილაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა, ერთ ეპიზოდში კი ესპანელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო მეტოქემ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა 32:11 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჭაბუკებმა მეოთხედფინალში გერმანია 67:0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდებს 36:5 სძლიეს.

პუტინი განცხადებას ავრცელებს

პუტინი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს. განცხადება კრემლის ლიდერმა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი აღნიშნული რაკეტების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მომავალ წელს ომის დასრულების ყველა შანსი არსებობს, იანვარში ტრამპის წინადადებებს ვიხილავთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყველა შანსი, ომის მომავალ წელს დასასრულებლად, ხოლო 2025 წლის იანვარში ცნობილი გახდება, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებები ომის დასრულების შესახებ. „მე მსურს ვიხილო, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინადადებები. ვფიქრობ, ამ წინადადებებს უკვე იანვარში ვიხილავთ. მჯერა, გვექნება ამ ომის დასრულების გეგმა. დარწმუნებული ვარ, გვაქვს ყველა შანსი, მომავალ წელს ამის გასაკეთებლად. არსებობს შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ყველა ნაბიჯზე არ წამოვა. მაგრამ არსებობს გაერო-ს წესდება და ჩვენი ყველა ნაბიჯი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება, პარტნიორების მხარდაჭერას მიიღებს“, – განაცხადა მან. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მისი შეხვედრა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის შეხვედრის ლეგიტიმურობაზე, თუმცა მოსამზადებელი შეხვედრები შესაძლებელია ინაუგურაციამდეც. „არ ვიცი, როდის იქნება შეხვედრები, არ მაქვს მონაცემები, გუნდები მუშაობენ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, არა მხოლოდ გრაფიკებზე, ეს დამოკიდებულია შესაბამისი შეხვედრების ჩატარების ლეგიტიმურობაზე, თუ გვსურს შეხვედრები, სადაც რაიმე საკითხები წყდება, ეს ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. თუ გვექნება რაიმე მოსამზადებელი შეხვედრები, ისინი შეიძლება ინაუგურაციამდეც გაიმართოს“, – განაცხადა მან. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრამდე მნიშვნელოვანია არ მიეცეს შესაძლებლობა, „ამა თუ იმ ტალღებს, ამა თუ იმ გარემოცვას დააპირისპირონ უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები“. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის მსურველი ბევრია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი ვაშაძე: 24 ნოემბერს რეგიონიდან ჩამოსული ავტომობილებით მსვლელობას მოაწყობენ, რათა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან ავტომობილები, რომლებიც მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის მასშტაბით, რათა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „მინდა, გაგაცნოთ პუნქტობრივად პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღეებთან დაკავშირებით. ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდეგ მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, დავრჩეთ ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, შემდეგ მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით, რათა ამ მანქანების მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვიდნენ რუსთაველზე. ვათენებთ ღამეს. გვინდა, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გამოვუცხადოთ, თუ ისინი ხვალ მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება, არაფერი საერთო ამას არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან და არც პარლამენტთან მათი მხრიდან. მინდა, ვთხოვო ყველა პატრიოტ ქართველს, ძალიან გთხოვთ, ორშაბათი დღე დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღედ, აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვენით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. დაბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, ამერიკა. დადგა დრო დავსვათ კითხვა, რისთვის ვართ მზად ჩვენ, რას ვიზამთ ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის, ძალა ერთობაშია, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა – მეუფე...

ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა. „გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. მინდა თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები