კვირა, მარტი 8, 2026

ტოლობის ნიშანი დასვათ კუდის მაღალჩინოსნების მიერ უდანაშაულო ადამიანის სადისტურად მოკვლასა და გარჩევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპვას შორის, თქვენი ნარჩენი სისტემისთვის წამგებიანი სვლაა – თამთა მეგრელიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს

ტოლობის ნიშანი დასვათ კუდის მაღალჩინოსნების მიერ უდანაშაულო ადამიანის სადისტურად მოკვლასა და გარჩევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპვას შორის, თქვენი ნარჩენი სისტემისთვის წამგებიანი სვლაა – თამთა მეგრელიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს
ორ ტრაგედიას შორის განსხვავების დანახვას არ სჭირდება დარგობროვი განათლება, მაგრამ როცა მიღებული დირექტივა სისტემის მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, გიორგი შაქარაშვილის თემას დაუკავშიროთ, შუბლის ძარღვის გაწყვეტასთან ერთად რომელიც ნამდვილად არ გაკლიათ, განათლებას მოითხოვს, ეს უკანასკნელი კი …“,- ასე ეხმიანება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში 2006 წელს გარდაცვლილ სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას შორის პარალელს ავლებდა.
როგორც იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტოლობის ნიშნის დასმა კუდის მაღალჩინოსნების მიერ უდანაშაულო ადამიანის სადისტურად მოკვლასა და გარჩევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპვას შორის, ნარჩენი სისტემისთვის წამგებიანი სვლაა
ქალბატონო ნანუკა, დაკვეთა, ტოლობის ნიშანი დასვათ კუდის მაღალჩინოსნების მიერ უდანაშაულო ადამიანის სადისტურად მოკვლასა და გარჩევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპვას შორის, ჩანასახშივე დიდი შეცდომა და თქვენი ნარჩენი სისტემისთვის წამგებიანი სვლაა. ფაქტებზე დაყრდნობით შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის,შინაგან საქმეთა სამინისტროს,შემდეგ სასამართლო სისტემის დემოკრატიული რეფორმების ეფექტურობას წერტილი დაუსვა. ამ საზარელმა მკვლელობამ სისტემა გამოააშკარავა. 2011 წლის 26 აპრილს, ამ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საერთაშორისო დონეზე ქვეყანაში მოქმედი მკვლელი სისტემის მხილება იყო. ეს საზეპიროა და დაიზეპირეთ:
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ, სხვა სახელმწიფო უწყებეთან შეთანხმებით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამ საზარელი დანაშაულის საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. ესეც, სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ „ის გაოგნებულია, გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება. გადავიდეთ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, რომელიც გამოძიების პროცესშია. საქმეზე ახალგაზრდები დააკავეს, რომლებიც უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ მათი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. თქვენ დაუსრულებელი გამოძიების პირობებში, თქვენივე პოსტში ამტკიცებთ -“ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა”. პოსტი შემდეგ შეასწორეთ და ჩაამატეთ – “სხვაობა ისაა,რომ გირგვლიანი პოლიციელების მსხვერპლი იყო და გიორგი კრიმინალების“. ორ ტრაგედიას შორის განსხვავების დანახვას არ სჭირდება დარგობროვი განათლება, მაგრამ როცა მიღებული დირექტივა სისტემის მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, გიორგი შაქარაშვილის თემას (რომელიც სავარაუდოდ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების მსხვერპლია, გამოძიებას დაველოდოთ) დაუკავშიროთ შუბლის ძარღვის გაწყვეტასთან ერთად რომელიც ნამდვილად არ გაკლიათ, განათლებას მოითხოვს, ეს უკანასკნელი კი …“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მასკატიდან დამატებითი რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას ავიაკომპანიები დროულად ვერ ახერხებდნენ

დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რითიც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც მიმართა საქართველოს შესაბამის საელჩოებს საქართველოს მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისით. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი.

ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ირანი მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ, რის გამოც ისრაელმა და აშშ-მა „სწრაფად მოქმედება“ გადაწყვიტეს

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ირანი სწრაფად მიიწევდა წინ 20 000 ბალისტიკური რაკეტის მარაგის შექმნისკენ.ჰერცოგის თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს „სწრაფად მოქმედება“ და საფრთხის აღმოფხვრა.ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი საერთაშორისო სამართლის არცერთ ნორმას არ იცავდა.ისრაელის პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს იმის შესახებ,  რატომ ახორციელებს ისრაელი თავდასხმას ირანის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ლიბანზე.„ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ თავად გვესხმოდნენ თავს“, – უპასუხა ისააკ ჰერცოგმა და აღნიშნა, რომ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან არსებულ თავდასხმას პასუხობდნენ.

უცნობი ფაქტები -რა სკანდალი გამოიწვია წელების  წინ ბრიტანულ საზოგადოებაში, პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედმა, რომელსაც  ქეით მიდლტონი ატარებს 

1981 წლის 24 თებერვალს ბუკინგემის სასახლემ პრინცი ჩარლზისა და ლედი დიანა სპენსერის ნიშნობა გამოაცხადა. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ დიანას ნიშნობის ბეჭდით მაშინ ბევრი ადამიანი აღშფოთდა.ერთი შეხედვით, იგი ბრიტანულ ტრადიციებს სრულად ეწინააღმდეგებოდა. ​ტრადიციული ფოტოსესიის გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. ბეჭდის არჩევანით პრესა გაოცდა და არაერთი ხმაურიანი სათაური გამოაქვეყნა. ​უპირველეს ყოვლისა, ნიშნობის ბეჭდისთვის ჩვეული ბრილიანტის ნაცვლად, დიანამ უპირატესობა საფირონს მიანიჭა. უფრო მეტიც, გავრცელებული ხმების თანახმად, მან ნიშნობის ბეჭედი თავადვე შეარჩია. როგორც ცნობილია, ნიშნობამდე ცოტა ხნით ადრე მას სხვადასხვა სტილისა და ზომის ბეჭდებით სავსე ყუთი მიართვეს, ლედი დიმ კი არჩევანი სწორედ 12-კარატიანი შრი-ლანკური საფირონით დამშვენებულ სამკაულზე შეაჩერა.​გარდა ამისა, ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დიანას ნიშნობის ბეჭედი უნიკალური სულაც არ იყო. როგორც ირკვეოდა, სამკაული საიუველირო ბრენდ Garrard-ის ჩვეულებრივ კოლექციას ეკუთვნოდა, რომელიც იმ პერიოდში არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო. ​მაშინ ითვლებოდა, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი ბეჭდები უნდა აერჩიათ. ბევრმა ეს პრინცესა დიანას მხრიდან პროტესტის გამოხატვად და წესების უგულებელყოფად შეაფასა.თუმცა წლების განმავლობაში ბეჭდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს მსგავსი დიზაინი ნამდვილ კლასიკად ითვლება, მსოფლიოს გარშემო კი მილიონობით პატარძალი სწორედ ასეთ ბეჭედზე ოცნებობს.ახლა პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედს ქეით მიდლტონი ატარებს.

დონალდ ტრამპი – ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო

ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ახლა ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ვფიქრობ, ეს შესაბამისი კითხვა არ არის; თქვენ იცით, რომ ამაზე პირდაპირ პასუხს არ გავცემ. შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს? შეიძლება, მაგრამ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი იქნება საჭირო. ვიტყოდი, რომ თუ ოდესმე ამას გავაკეთებთ, ისინი იმდენად განადგურებულები იქნებიან, რომ მიწაზე ბრძოლას ვეღარ შეძლებდნენ”,- განაცხადა ტრამპმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სამხედროები აპირებენ დაარტყან ხამენეის მემკვიდრეს და ლიდერის შერჩევის პროცესში ჩართული პირებს. ამის შესახებ კვირას გავრცელებულ გაფრთხილებაშია ნათქვამი, იუწყება CNN-ი."ტირან ხამენეის დამხობის შემდეგ, ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები."გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაზე დამსწრე პირებიც გააფრთხილა: "ჩვენ, უყოყმანოდ, თქვენც ამოგიღებთ სამიზნეში. ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებული ხართ", - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ახლოსაა უზენაესი ლიდერის არჩევასთან.

ბოლო სიახლეები