ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

ტიერი მარიანი – ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, საქართველო რეალისტურ მიდგომას ირჩევს, 2008 წელს ქართველები მარტო იყვნენ მოსკოვის წინააღმდეგ, დღეს მათ ბრიუსელის ლამაზი დაპირებებით ვეღარ აცდუნებთ

თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეული საქართველო, ევროკავშირის ზეწოლის მიუხედავად, რეალისტურ მიდგომას ირჩევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, 2008 წელს ქართველები მარტო იყვნენ მოსკოვის წინააღმდეგ.

„დღეს მათ ბრიუსელის ლამაზი დაპირებებით ვეღარ აცდუნებთ“, – წერს ტიერი მარიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.    

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ევრონიუსის“ ცნობით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა. წყაროს ცნობით, რაკეტა გაუშვეს გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა. „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ ლაინერს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ მფრინავები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ეკიპაჟი კასპიის ზღვის გაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გადაამისამართეს. არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო. ამასთან, აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რაკეტა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს. რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის ტერიტორიის თავზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ლაინერის ფრენის დროს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდნენ.

თინა ბოკუჩავა – პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი უთანხმოება გვაქვს, ბოლო დღეებში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება საერთაშორისოდ არის აპრობირებული

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს შეეხება, განსაკუთრებით, როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები შეწყალების უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ. „ერთიანი ფორმატის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ფორმატმა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით შედგება, გაამართლოს საზოგადოებრივი მოლოდინი და უზარმაზარი ენერგიის კონვერტაცია კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგში მოახდინოს. ლიდერი არის ის, ვისაც აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ასეთი ნდობით დღეს ნამდვილად სარგებლობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დაბრკოლება და უთანხმოება პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ეს არის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, განსაკუთრებით როდესაც სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ვიდრე მას ფორმალურად შეუძლია ამ უფლებამოსილების გამოყენება. ჩვენთვის უწიგნური, ანტიევროპული ყაველაშვილი არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტის ლეგიტიმურ წარმომადგენლად დარჩება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ 29 დეკემბრამდე მას შეუძლია იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენება, რასაც შეწყალება ჰქვია. საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ბოლო დღეებში პრეზიდენტები ამ უფლებამოსილებას ყველაზე აქტიურად იყენებენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, დღეს არის ის მომენტი, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს და დაგმოს პოლიტიკური დევნა, რისი მსხვერპლიც „პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის და რისი მსხვერპლიც შეიძლება თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდეს“. „მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი დაბრკოლებისა, ზურაბიშვილს ამ ეტაპზე აქვს დიდი საზოგადოებრივი ნდობა. მეორეა, როგორ ხდება ამ ნდობის კონვერტაცია პოლიტიკურ შედეგში. ეს მთლიანად არის დამოკიდებული პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. მიუხედავად იმ უთანხოებისა, რომელიც შეეხება მისი უფლებამოსილების არგამოყენებას შეწყალების ნაწილში, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და სხვა პარტიებისთვისაც, ვართ და ვიქნებით ყველგან, სადაც არის და იქნება ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის იმ ფორმატში, რომელიც დგება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგიდით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ

რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი გააჩნია. „სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე მეტად მისი ტრაგედია იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჯერებს ლიდერობას, სინამდვილეში ინსტრუმენტია აგენტურის ხელში. ზურაბიშვილი საქართველოში ამ მოღალატეობრივ ქმედებებს თუ გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს ისიც და რადიკალური ოპოზიციაც. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები სალომე ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ექვსი წლის წინ. ისინი ამოფარებული არიან სალომე ზურაბიშვილს და ცდილობენ, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, რათა ამაზე საკუთარი ხეირი ნახონ. ესენი არიან გიენები, რომლებიც ცდილობენ, სხვები გაიყვანონ წინა ფლანგზე, რათა მათ ნადავლს დაეპატრონონ. ეს მათ მორალურ სახეს აჩვენებს. ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ეცადონ, არაფრის რესურსი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ბოლო სიახლეები