„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა. „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განმარტებით, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც ამ არხებმა გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში 3 არხს მაუწყებლობა აღუდგება.
„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.