ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

ტატა ხვედელიანი – „ოცნების“ განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი, არ გამოქვეყნებულა „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“

მოვუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უკან გაიწვიოს რეფორმა, რომელიც ანგრევს განათლების სისტემას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტროს დღემდე არ გამოუქვეყნებია „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც აქამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდებოდა.

„2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე იწყება, ეს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა. თუმცა სწორედ იმ დროს, როდესაც აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება, სამინისტრო ამ პროცესს ქაოსითა და ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების უხეში დარღვევით ახორციელებს.

„ოცნების“ განათლების რეფორმა მიმდინარეობს ისე, რომ დადგენილი არ არის უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი და უნივერსიტეტებს დღემდე უწევთ მუშაობა დაუზუსტებელი ბიუჯეტით. აბიტურიენტების რეგისტრაცია ორშაბათს იწყება, მაგრამ დღემდე არ არის გამოქვეყნებული შესაბამისი „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ და არ არის ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების შესახებ, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში ეს ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე, რეგისტრაციამდე იყო ხელმისაწვდომი და აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

მთავრობის მიერ თავდაპირველად გამოცხადებული კვოტები არ ითვალისწინებდა რეალობას, რაზეც ჩვენმა პარტიამ განხილვების დროს პარლამენტში არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება. სამინისტრომ კატეგორიულად გამორიცხა კვოტების რაოდენობის ცვლილება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა „ოცნებისთვის“, რომ ეს საკითხი მათ ელექტორალურად აზიანებდა, გადაწყდა 2028-2029 წლებში კვოტების გაორმაგება.

ასევე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – როგორ უნდა მოხდეს ახალი პროგრამების დროული აკრედიტაცია, როცა უნივერსიტეტების უმრავლესობაში პროგრამები და კრედიტების რაოდენობა შეცვლილია? მაგალითად, გაურკვეველია, როგორ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩარიცხვა. ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რატომ მოხდა შრომის ბაზრის კვლევის გათვალისწინება და კვოტებში ასახვა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაშინ როდესაც კერძო უნივერსიტეტებში კვოტები უცვლელი დარჩა?

ყველა ეს გამოწვევა ერთობლივად მნიშვნელოვნად ართულებს აბიტურიენტთა მდგომარეობას და არღვევს მათ უფლებებს. მოვუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უკან გაიწვიოს რეფორმა, რომელიც ანგრევს განათლების სისტემას და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ ,,სარფსა“ და ,,ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული აღნიშნული საქონელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონისა და სატვირთო ავტომობილის მისაბმელი განყოფილების დეტალური დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

როდის დათბება საქართველოში – როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.„მაისის პირველი კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური და გრილი იქნება, არათანაბრად განაწილებული ნალექითა და პერიოდულად ძლიერი ქარით.ამის ძირითადი მიზეზი ატმოსფერული წნევის არამდგრადობა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი გავრცელება იქნება. ჯერჯერობით, ახალი თვის დასაწყისში, ხანგრძლივი პერიოდით - არც დათბობა და არც მშრალი პერიოდია მოსალოდნელი.ვარდობისთვე საქართველოში ყოველთვის იყო ხიდი -სევდიან სიჩუმესა და ზაფხულის სიხარულის ხმაურს შორის. გპირდებით თვის მეორე ნახევარში, საქართველო კვლავ შეიგრძნობს გაზაფხულის ნამდვილ სუნთქვას - ყვავილებით, ზღვისპირა სიცილით და მთის ბილიკებზე გაღვიძებული სიცოცხლით...",- წერს ფარტენაძე.  

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას, საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთებენ

,,საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს. ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა. ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს სპორტის სამინისტრო-ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაცია ავრცელებს

ბოლო სიახლეები