სოციალური ქსელი X-ი ბრაზილიაში მუშაობას აჩერებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესის მიერ დაწესებული ცენზურის გამო მიიღეს. კერძოდ კი, მორაესი დაპატიმრებით დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს, თუ კომპანია პლატფორმიდან გარკვეულ კონტენტს არ წაშლიდა.
კომპანიამ გამოაქვეყნა მორაესის ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ X-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაეკისრება ყოველ დღიური ჯარიმა სამი ათას 653 დოლარის ოდენობით და გაიცემა მისი დაკავების ორდერი, თუ პლატფორმა სრულად არ დააკმაყოფილებს მოსამართლის განკარგულებებს.