შაბათი, მაისი 10, 2025

სოფო ჯაფარიძე – არჩევნები სრულიად უადგილო იყო, მაგრამ რადგან ტარდება, მხარს ვუჭერ სიმართლეს, ანუ ნიკა მელიას

ყველას ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები სრულიად უადგილო, უდროო იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა თავმჯდომარის სკამის გარეშეც შეიძლებოდა.

ამასთან, როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ვინაიდან პარტიაში არჩევნები მაინც ტარდება, აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარს უჭერს ნიკა მელიას.

„დღეს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელის სიცოცხლე უდიდესი საფრთხის წინაშეა, ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ სრულიად უადგილო, უდროო იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. ვფიქრობ, ახლა ყველას ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და როდესაც ამას შევძლებდით, აუცილებლად მას შემდეგ უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული არჩევნები, რომლის ინიციატორი, სხვათა შორის, სწორედ ნიკა მელია იყო.

ვფიქრობ, თავმჯდომარის სკამს არ საჭიროებდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა და თუ ვინმეს ამის სურვილი ჰქონდა, შეეძლო, თავმჯდომარის სკამის გარეშე ებრძოლა. ჩემთვის ეს არგუმენტი და ეს ყველაფერი სრულიად არადამაჯერებელი და, სამწუხაროდ, სრულიად ყალბი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები მაინც ტარდება, მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და მხარი დავუჭირო სიმართლეს, სუფთა ხელებით ქმედებას, ღირსებას, ანუ მხარი დავუჭირო ნიკა მელიას. მას მხარს ვუჭერ ჩემს ძალიან დიდ გუნდთან, თანამოაზრეებთან ერთად, სადაც ძალიან ბევრი ექიმია და ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასი. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. მე, სოფო ჯაფარიძე, მზად ვარ – და მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად – ვიბრძოლო ნიკა მელიასთან ერთად და, რასაკვირველია, ვიბრძოლო მიხიელ სააკაშვილის გადარჩენისთვის, პარტიის გაძლიერებისა და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ...

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.,,სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინეტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია,” - წერს პაპუაშვილი.

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და.გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე.ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში "მექსიკის ყურე" "ამერიკის ყურეთი" ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება "ამერიკის ყურეს" გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დავით სონღულაშვილი – არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იმყოფებოდა, სადაც საწარმოში „ცივის ყველი“ სამუშაო პროცესს გაეცნო.ყველის საწარმო სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია, აგროსესხი 500,000 ლარს შეადგენს. საწარმოს, რომელიც დღიურად ერთ ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს, პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს და ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქვს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.მინისტრმა ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია აქტიურად იმკვიდრებს ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია.დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაერთი პროექტით სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდამჭერია.„არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია, ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები