სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, შესაძლოა, მობილური ინტერნეტის საფასური სამჯერ გაუძვირდეთ. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.
თუ ამ დრომდე ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული ადამიანები 15 GB ინტერნეტში 4,99 ლარს იხდიდნენ, ახლა შესაძლოა, იგივე თანხის გადახდა 5 GB ინტერნეტში მოუწიოს. მანამდე 5 GB ინტერნეტი 3,99 ლარი ღირდა.
ინტერნეტმომსახურებაზე სამჯერ გაზრდილი ზედა ზღვრული ტარიფების შესახებ 26 თებერვალს გამოცხადებულ კონსოლიდირებული ტენდერის დოკუმენტაციაშია ასახული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა ნომრებს დაუწესდეთ სააბონენტო გადასახადი – თითო ნომერზე 1 ლარი.
ტენდერში გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია გამოავლენს.