საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა შს სამინისტროს მიერი მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
“ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. შსს მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. ეს სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას. მე დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების და მოქალაქეების დაცულობის კუთხით.მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას.
მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მთლიანობაში მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული.ამ მიმართულებით ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.