საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი

Read Time:31 Second

საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა შს სამინისტროს მიერი მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

“ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. შსს მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. ეს სიახლეები ეხება ბევრ მიმართულებას. მე დარწმუნებული ვარ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების და მოქალაქეების დაცულობის კუთხით.მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას.

მნიშვნელოვანია რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მთლიანობაში მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული.ამ მიმართულებით ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოზურგეთში დაბა ანასეულში რადიაციულ კერებს ამოწმებენ
Next post გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისი გამოსვლის გადადების მიზეზები განმარტა