ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციათა ციკლი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების საფუძველზე, მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა ლინო ბიანკომ საჯარო ლექცია ჩაატარა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორ ბიანკოს ლექციების სერია ფართო თემატიკას მოიცავდა და შეეხებოდა როგორც ანტიკური არქიტექტურული აზროვნების საფუძვლებს – კერძოდ, რომაელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის, ვიტრუვიუსის ნაშრომებს – ისე თანამედროვე არქიტექტურული დისკურსის ცენტრალურ საკითხებს, მათ შორის არქიტექტურულ ღირებულებათა სისტემას და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს.

სტუ-ის სასწავლო სტუდია-სახელოსნოს – „არქიტექტურის პოეტიკა“ – ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესორ ლინო ბიანკოს ლექციათა ციკლი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მიმდინარე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების, კონცეფციებისა და კვლევითი მიმართულებების გაცნობას. პროფესორ დავით ბოსტანაშვილის თქმით, მსგავსი ფორმატის აკადემიური შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, არქიტექტურის ისტორიულ-თეორიული საფუძვლების გააზრებასა და თანამედროვე დიზაინის პრაქტიკებთან მათი ინტეგრაციის პროცესში.

„ლექციების სერია გამოირჩეოდა ინტერდისციპლინური მიდგომით. კლასიკური არქიტექტურული თეორიის საკითხები, მათ შორის ვიტრუვიუსის პრინციპები, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულებებისა და უნივერსალური დიზაინის კონცეფციებთან იყო დაკავშირებული. ასეთმა მიდგომამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა არქიტექტურა განეხილათ როგორც დინამიკური და მრავალშრიანი კულტურული ფენომენი.

პროფესორ ლინო ბიანკოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მალტის უნივერსიტეტს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესში. 2022 წლიდან პროფესორი ბიანკო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სადოქტორო პროგრამის რეცენზენტია; უფრო ადრე კი, 2015 წელს, არქიტექტურულ განათლებასა და პრაქტიკაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა მას საპატიო პროფესორის (Professor Honoris Causa) წოდება მიანიჭა. ამ ტიტულს ფლობენ ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე არქიტექტორები, როგორებიც არიან: კიშო კუროკავა, იუსტუს დაჰინდენი, დანიელ ლიბესკინდი და რიჩარდ ინგლენდი. ლინო ბიანკოს კანდიდატურა ამ წოდებაზე წარადგინა საქართველოს წამყვანმა არქიტექტორმა, აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ, რომელმაც მოგვიანებით მის შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა“, – აცხადებს პროფესორი დავით ბოსტანაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროფესორ ლინო ბიანკოს ვიზიტს, ამავე მობილობის ფარგლებში, წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი მალტის უნივერსიტეტში, კერძოდ – არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ბოსტანაშვილმა მალტის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციების ციკლი თემაზე – „არქიტექტურის პოეტიკა“. ლექციების თემატიკა მოიცავდა შესავალს, არქიტექტურის პოეტიკის ისტორიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არქიტექტურის პოეტიკის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვას.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურმა კურსმა – „არქიტექტურის პოეტიკა“, რომელიც პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის სწავლების ორიგინალური მეთოდით არის შემუშავებული, საერთაშორისო დაინტერესება არაერთხელ გამოიწვია. 2015 წლიდან სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტთან, ხოლო პროფესორმა, ლინო ბიანკომ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში არაერთი სტატია მიუძღვნა იმ ორიგინალურ აკადემიურ კურსს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა წერია წერილში, რომელიც პრინცესა დაიანამ მეგობარს მისწერა? “აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება”

ერთ-ერთ წერილში პრინცესა დაიანა აღნიშნავდა, რომ მას მკაცრად აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების გაგზავნა იყო.გამოცემა Independent-ის ცნობით, წერილები, რომლებსაც პრინცესა დაიანა მეფე ჩარლზთან განქორწინების დროს ორ ახლო მეგობარს წერდა აუქციონზე 141 150 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სუზი და ტარეკ კასემებისთვის მიწერილი 32 წერილი აუქციონზე Lay's Auctioneers-მა გაიტანა.როგორ ამბობენ, უელსის პრინცესას ახლო მეგობრები, სუზი და ტარეკი, ამ წერილებს 25 წელზე მეტხანს ინახავდნენ. მათ არ სურდათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების საკუთრების უფლება შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის გადაეცათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წერილები გაეყიდათ, მიღებული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ, რომლებზეც დაიანა და სუზი ზრუნავდნენ.აუქციონის სახლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი წერილი ეხება სტრესს, რომელიც დაიანამ განქორწინების პერიოდში განიცადა, თუმცა მასში მაინც იკითხებოდა პრინცესას მტკიცე და ძლიერი ხასიათი.1996 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში პრინცესა წერდა, რომ მას აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების წერა იყო. რას წერდა პრინცესა დაიანა მეგობრისთვის მიწერილ წერილში? "ერთი წლის წინ რომ მცოდნოდა, რისი გამოვლა მომიწევდა, ამ განქორწინებას არასდროს დავთანხმდებოდი. ეს საშინელი და ამაზრზენი პროცესია. პირად საკითხებზე საუბარი რთულია, რადგან ჩემს სატელეფონო ხაზებს მუდმივად უსმენენ, იწერენ და ინფორმაციას გადასცემენ" - წერდა დაიანა.სხვა წერილში, რომელიც 1996 წლის 28 აპრილით თარიღდება, პრინცესა დაიანა ოპერაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო ბოდიშს იხდიდა და მიზეზად განქორწინებით გამოწვეულ სტრესს ასახელებდა."ხანდახან ძალიან რთულია თავის მოთოკვა, დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ეს განქორწინების პროცესი მალე დასრულდეს, რადგან მისი ფასი წარმოუდგენლად დიდია" - წერდა დაიანა.1996 წლის 17 დეკემბრის წერილში კი სუზის სწერდა, რომ 24 დეკემბერს სამოგზაუროდ წავიდოდა, რადგან შობა არ უყვარდა და თუ დარჩებოდა შესაძლოა თავიც მოეკლა."აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" - დაამატა პრინცესამ.უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ტრაგიკულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი – მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კონფლიქტის მუდმივ წინადადებას არ წარადგენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი.ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.

„ოპოზიციის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს

დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შსახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.„ოპოზიციის ალიანსი" გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე! "- ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი – მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია. 22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება. ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს მეტეოროლოგი.

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.

ბოლო სიახლეები