პარასკევი, მარტი 13, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მასტერკლასის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ნაწილაკების ფიზიკისა და ბირთვული კვლევების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობა.

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჩატარდა, რომელშიც შვიდი საჯარო სკოლის 34-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, მოზარდებმა მოისმინეს თემატური ლექციები ნაწილაკების ფიზიკის, დეტექტორების ტექნოლოგიების და მაღალი ენერგიის ფიზიკის ექსპერიმენტების შესახებ, ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და მონაცემთა ანალიზის სამუშაოებში.

„CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია. მასტერკლასების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებს, სწავლობენ დეტექტორების მუშაობის პრინციპებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებულია ისეთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან, როგორიცაა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე კვლევები. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით „მეცნიერის როლში“ აღმოჩნდნენ და თვითონ განახორციელონ მონაცემთა ანალიზი, რაც მათ დახმარებას უწევს კვლევითი აზროვნების განვითარებაში“, – აცხადებს ბესიკ კეკელია.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას STEM მიმართულებებით. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო მასტერკლასები ყოველწლიურად ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და მასში ასობით უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ადრეულ ასაკში გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, გაიაზრონ კვლევის კულტურა და დაინახონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მონაწილეობა CERN/IPPOG-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების გარემო და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში იქმნება. მასტერკლასები აფართოებს ინტელექტუალურ სივრცეს, ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს და გუნდურ მუშაობას. სწორედ ასეთი გამოცდილებაა საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ ახალი თაობის მეცნიერები, ინჟინრები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სამეცნიერო განვითარებასა და ინოვაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. CERN/IPPOG-ის მასტერკლასების ორგანიზება ემსახურება სწორედ ამ მიზნებს: ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობას, ცოდნის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, CERN-იდან ონლაინ ჩართვით სამყაროს წარმოშობის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერმა იური ბაღათურიამ. მოსწავლეებს თეორიული ლექციები ასევე წაუკითხეს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებმა – ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ. ლექციების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა CMS დეტექტორის რეალური მონაცემები გაანალიზეს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ტუტორობას უწევდნენ ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები – გიორგი ბოხოჩაძე და ელა აბრამოვი.

ცნობისთვის: KIU-ის პარალელურად, საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი ერთდროულად ჩატარდა ილდიზის ტექნიკურ (სტამბოლი, თურქეთი) და ბეჟაიას (ალჟირი) უნივერსიტეტებში, ასევე რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში (ზაგრები, ხორვატია).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ

კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.რუმინეთმა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება დრონებისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების ერთობლივ წარმოებას მოიცავს და მისი განხორციელება რუმინეთის ტერიტორიაზე იგეგმება.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას უნიკალური გამოცდილება აქვს ირანული „შაჰედების“ დრონებთან ბრძოლაში.„ჩვენი გამოცდილება „შაჰედის“ დრონებთან ბრძოლაში უნიკალურია. არავის აქვს ასეთი გამოცდილება. დღეს ვესაუბრე ჩვენს ჯგუფს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს. ის იქ იმყოფება ჩვენს სამხედროებთან ერთად.

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები