ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, მასშტაბური საგრანტო პროექტის – FORGE-AI-ის განხორციელებას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტი, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ დაფინანსებით, ახალი საგრანტო პროექტის – „FORGE-AI: ინოვაციური კულტურის ხელშეწყობა ქართული ხელოვნური ინტელექტის მკვლევრების საზოგადოების ახალი თაობისთვის” (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) – განხორციელებას იწყებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში სასტარტო შეხვედრა გაიმართა.

სტუ-ის ცნობით, FORGE-AI ევროკავშირის პროგრამა HORIZON EUROPE-ის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი მასშტაბური საგრანტო პროექტია, რომლის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი. სამწლიან პროექტში, რომლის საერთო ბიუჯეტი 2 მლნ ევროს აღემატება, ჩართულია 13 საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიიდან და საფრანგეთიდან.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის – სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია და ინსტიტუტის მეცნიერები, უცხოელი მკვლევრები გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრიდან და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოს (GITA) და ორგანიზაციის – „ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ (COST) წარმომადგენლები, ასევე, სამეცნიერო და აკადემიური წრეები.

შეხვედრა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად არის აღიარებული.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს. მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტისთვის ახალი მასშტაბური საგრანტო პროექტის – FORGE-AI – დაწყება უდავოდ მნიშვნელოვანია. საგულისხმოა, რომ HORIZON EUROPE-ის დაფინანსებით ინსტიტუტი ასევე ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების საგრანტო პროექტს – GAIN, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

FORGE-AI მიმართულია საქართველოში ინოვაციური კვლევითი კულტურის განვითარებისკენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. პროექტი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის კვლევების გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიური ცოდნის შექმნას, არამედ გაამყარებს საფუძველს ახალგაზრდა თაობის მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე გასასვლელად. ეს საგრანტო პროექტი, რომელიც 3 წლის განმავლობაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით განხორციელდება, მოგვცემს შესაძლებლობას, დავამკვიდროთ სამეცნიერო თანამშრომლობის ახალი სტანდარტი, გავზარდოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი ინსტიტუტების საერთაშორისო ცნობადობა, რათა კიდევ უფრო მეტმა ქართველმა მეცნიერმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან და წარმატებით მიიღონ მონაწილეობა HORIZON EUROPE-ის პროგრამაში“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.

ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო პროექტის – FORGE-AI – მიზნებისა და განსახორციელებელი კვლევების შესახებ მოხსენებით წარსდგა სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი გიორგობიანი. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საქართველოს კვლევისა და ინოვაციების (R&I) სისტემის საინოვაციო პოტენციალი და სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ახალგაზრდა მკვლევართა კარიერის გასაძლიერებლად მდგრადი პირობები უზრუნველყოს. როგორც მეცნიერმა აღნიშნა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის დარგში წამყვანი ახალგაზრდა მკვლევრების და კვლევის მენეჯერების („ტალანტების“) ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, სექტორთაშორისი მობილობისა და ცოდნის მიმოქცევის დამატებითი ღირებულების დანერგვა და დემონსტრირება, ასევე, ეროვნული ინოვაციების მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმების მოდერნიზება კარიერის ამაღლების პრინციპებისა და აქტივობების ჩართვით.

სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტის – FORGE-AI – განხორციელების მიმართულებებზე გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ცენტრის მეცნიერმა ანდრეი გირენკომ ისაუბრა. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის – HORIZON EUROPE დაფინანსების მოპოვების მნიშვნელობაზე და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით ქართული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიურ პოზიციონირებაზე ყურადღება გაამახვილეს „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ხეცურიანმა, GITA-ს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავამ და COST-ის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, დოქტორმა ინგა დადეშიძემ. სასტარტო შეხვედრაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეცნიერები, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოთ ყოველდღე

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის განცხადებით, მარუს ნ კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც მისივე თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დათანხმდება.„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჩვენ არ გვინდა აღიარება, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი, თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ მაინც...

"ჩვენ არ გვინდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ, სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ გადაცემა "ღამის კურიერში საუბრის დროს განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ "გაძიძგნეს" სააკაშვილის პარტია.მისივე თქმით, ოდიოზური ფიგურები ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატს."პარტიებად რომ არის საქართველოში რეგისტრირებული, ისინი ყველა პარტიები არ არიან. "ლელო" არანაირი პარტია არ არის, მისი ერთი ლიდერი გაქცეულია, მეორე მძევლად არის საქართველოში. შესაბამისად, როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი პარტიის იმედი.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოგიდგენიათ ადამიანი გაქცეული არ იყოს, ხაზარაძისნაირი და პატრიარქის სამძიმარზე არ მისულიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის ეს უტყუარი ნიშნებია. გახარია რომ გაქცეულია, ასევე ყველამ იცის. "ნაცმოძრაობის" ლიდერი ციხეშია და მისი პარტია დაქუცმაცებულია და ახლა ცდილობს მიხეილ სააკაშვილი გააკეთოს კონსოლიდაცია.სინამდვილეში, მარტო ჩვენ დავრჩით პოლიტიკური პარტია. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, "ლელო" და "გახარიები" აღარც არიან პარტიები. რესურსები ნაკლები გვაქვს, სად ჩემი რესურსები და სად ხაზარაძის, ან მიშას რესურსები, მაგრამ პარტია რასაც ჰქვია, მარტო ჩვენ გვაქვს "ქართული ოცნების" გარდა ამ წუთებში. "ნაცმოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არ აქვს პარტია, იმიტომ, რომ წაართვეს მიხეილ სააკაშვილს პარტია, გაძიძგნეს მისი პარტია.ჩვენ არ გვიდა არაფრის აღიარება, ვითომ არაფერი შეცვლილა, ვითომ არავინ არ არის გაქცეული, ვითომ არავისთვის პარტია არ წაურთმევიათ, ვითომ სიგიჟე, რაც მოაწყო გვარამიამ, მთელი ოპოზიცია რომ გამოყარა პარლამენტიდან, 60 კაცი და გაანადგურა ოპოზიციური ინფრასტრუქტურა, ეს თითქოს მას არ უქნია და ამის შემდეგ ის მაინც ოპოზიციონერი რჩება. ვხედავთ, რომ ოდიოზური ფიგურები, ვითომ ოპოზიციური ველიდან, დაეპატრონებიან "ნაცურ" ელექტორატს. სანამ ეს ასე იქნება, არ მჯერა, რომ რამე გამოვა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„სრულად უფასო იქნება…“ – მერიის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება

ჩვენ ოპოზიციისგან გამიჯნული ვართ და ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.შარაშიძის თქმით, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არასოდეს ექნება.„„ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები როდის გაერთიანდებიან, როდის დაიშლებიან, რა ესთეტიკით და რა ეთიკური სტანდარტით აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო, არც პრიორიტეტული. „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობა წითელი ხაზია მათი დამოკიდებულების გამო. ამ რეჟიმის დანაშაულების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ასევე მათი დამოკიდებულების გამო არჩევნების თაობაზე და 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. სწორედ ისინი არიან შემოქმედები. ამ ყველაფრით „ოცნება“ გააძლიერეს, ჩვენ კი ხელისუფლებას ვებრძვით საკმაოდ მწვავედ და, მათ შორის, პარლამენტში. ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ბოლო სიახლეები